№15 ეს საინტერესოა

* პითაგორას ბეჭედზე იყო წარწერა: „დროებითი გაუმართლებლობა უკეთესია, ვიდრე დროებითი გამართლება“.
* გასულ საუკუნეში ინგლისში გამოსცადეს ახალი სატელეფონო კავშირი, სადაც აბსოლუტურად იყო გამორიცხული ყოველგვარი ხმაური, ტკაცუნი ან შიშინი. თუმცა აბონენტებმა არ მიიღეს – ხმაურის გარეშე შეუძლებელი იყო გამოეცნოთ, მოსაუბრე ჩაფიქრდა თუ კავშირი გაწყდა.
* ინგლისის საფოსტო განყოფილებებში გამოკრული იყო წარწერა: „დეპეშის ტექსტი გასაგებ ენაზე უნდა იყოს დაწერილი. გამონაკლისია სამთავრობო დეპეშები“.