კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№15 რა მაგიურ თვისებებს იძენს ზოგიერთი ნივთი

ნინო კანდელაკი ნანა წერეთელი

მკითხაობენ, მარჩიელობენ ხელისგულზე, შლიან ბანქოს, ატარებენ მაგიურ რიტუალებს დანით, საკერავი ნემსებით... მათგან კი, ვისაც ურჩევენ, ზოგს შიშს ჰგვრის რიტუალთა იდუმალება, ზოგს – ართობს, ზოგს – სჯერა და ზოგს – არა. მაგრამ, რეალობა ისაა, ბოშათა ეს „ხელობა დღემდე ყვავის“. მოკლედ, მართლა არის თუ არა ბედისა და გულის განმკითხავი ბოშური მაგია და თავადაც თუ შეგვიძლია მსგავსი რიტუალების ჩატარება, ამაზე გვესაუბრება ეზოთერიკოსი, ქალბატონი ნანული დ.
– ბოშათა მაგია სიყვარულის მაგიააო, როგორც ამბობენ და რა საიდუმლოს გაგვანდობთ თქვენ?
– როგორც მოგეხსენებათ, ბოშათა მკითხაობა მხოლოდ ბანქოს გაშლით არ შემოიფარგლება. რომ იცოდეთ, სასიყვარულო წინასწარმეტყველებისთვის იდეალური მაგიური აქსესუარი დანა და საკერავი ნემსებია, ხოლო უტყუარი „ბედის წიგნი“–ადამიანის ხელის გული. მაგრამ, იმისთვის, რომ იდეალურად ჩაწვდე ქირომანტიის სიღრმეებს, ხელის გულის ხაზთა საიდუმლო ამოხსნა და  ზუსტი პროგნოზი გააკეთო, ამ ყველაფრის შესასწავლად დიდი დროა საჭირო. ამიტომ, ისეთ რიტუალებს გაგაცნობთ, უპრობლემოდ, დანით ან ნემსითაც რომ ჩაატარებთ და ფრიად საჭირბოროტო საკითხზეც უმალვე მიიღებთ პასუხს. ბოშათა უძველესი მაგია სწორედ ლითონის ბასრ ნივთებს უკავშირდება და როგორც „კუპიდონის ისარი“ შიგ გულში ხვდება საბედოს – ის ხომ გულის ენერგიის საუკეთესო გამტარია და მაგნიტივით იზიდავს იდუმალ მეორე ნახევარს. ასევე, გაფრთხილებთ მოსალოდნელი უსიამოვნების, ტყუილისა თუ ღალატის შესახებ.
– განსაკუთრებული დანაა ამისთვის საჭირო?
– რიტუალისთვის გამოდგება ჩვეულებრივი სამზარეულოს დანა. უბრალოდ, აიღეთ ის ხელში და თქვენი ფლუიდები გადაეცით. შემდეგ უამბეთ, რა ეჭვებიც გაწუხებთ, რაზე ჭოჭმანობთ და დახმარება სთხოვეთ. ამ „ურთიერთობის“ პროცესში ჩამოაყალიბეთ კონკრეტული კითხვა. მერე დანა დადეთ ხის დაფაზე ან მაგიდაზე. მის ირგვლივ განალაგეთ 13 ქაღალდის ფურცელი, წინასწარ შედგენილი სავარაუდო პასუხით ყველა საჭირბოროტო საკითხზე – იქნება ეს დაწვრილებითი აღწერა თუ მოკლე, ერთმნიშვნელოვანი პასუხი. შეადგინეთ 12 ვარიანტი, მე-13 კი სუფთა ფურცლად დატოვეთ. ყველა ატრიბუტი თავის ადგილზეა? – დროა დასვათ ჩაფიქრებული კითხვა. მზად ხართ, გაიგოთ პასუხი? – დაატრიალეთ დანა საათის ისრის მიმართულებით და დაელოდეთ, სანამ გაჩერდება. პროცედურა გაიმეორეთ სამჯერ. სამი ფურცელი, რომლებზეც მიგითითათ დანამ, მოიცავს რთულ, რეალურ, მაგრამ სამართლიან პასუხებს. მათგან ერთია მთავარი, ორი კი – მთავარ კითხვას შიფრავს. თუ ცარიელი ფურცელი შეგხვდათ, ეს ნიშნავს, რომ თქვენს შეკითხვაზე პასუხი ჯერ არ არის და ცოტა კიდევ უნდა მოიცადოთ.
– საკერავ ნემსებზე რას გვეტყვით?
– ჩვეულებრივ საკერავ ნემსს საკმაოდ ძლიერი მაგიური ძალა აქვს. მასზე მკითხაობენ, კეთდება შელოცვები სიყვარულზე, გათვალვისა და ჯადოს საწინააღმდეგოდ. რიტუალისთვის მოამზადეთ წყლიანი ჯამი და ცხოველური ცხიმით გაპოხილი ორი ნემსი, რომელთაგან ერთ-ერთს უნდა ჩაუთქვათ შეყვარებულის სახელი და მერე ფრთხილად ჩაყაროთ წყალში. თუ ორივე წყლის ზედაპირზე, ერთმანეთის პარალელურად გაჩერდა – ეს ბედია, წინ ერთად ცხოვრების გრძელი პერიოდი გელით. მაგრამ, თუ ერთი, ან ორივე ნემსი დაიძირა ფსკერზე – ერთად ყოფნა არ გიწერიათ. ნემსების გადაჯვარედინება უსიამოვნების მაუწყებელია – გული გაგიტყდებათ. ასეთივე რიტუალი შეიძლება, ჩაატაროთ რამდენიმე ნემსითაც, თუ თითოეულზე კონკრეტულ ადამიანის სახელს ჩაიფიქრებთ. ასეთ შემთხვევაში უმჯობესია, გამოიყენოთ ფერადი ინგლისური საბნევი (ბულავკა). ასე უფრო ადვილი გასარჩევი იქნება, ვინ რას წარმოადგენს თქვენს ცხოვრებაში. სიყვარულის ყველაზე უტყუარ რიტუალს კი „ქანქარა“ ჰქვია, რისთვისაც დაგჭირდებათ ნემსი, 18-სანტიმეტრიანი წითელი ძაფი და თეთრი მონეტა (იდეალურია ვერცხლის). ნემსში ძაფი გაუყარეთ და მისი ბოლო საჩვენებელსა და ცერა თითს შორის დააფიქსირეთ. იდაყვით მაგიდას დაეყრდენით, ნემსი კი წვერით მონეტას დაასვით. ხმამაღლა, გარკვევით მიმართეთ კითხვით ნემსს და მთელი ყურადღებით მის წვერზე კონცენტრირდით. ნემსის მარჯვნივ გადახრა დადებითი პასუხია დასმულ კითხვაზე, ხოლო მარცხნივ – უარყოფითი. სასურველია, სეანსის დროს სამ კითხვაზე მეტი არ დასვათ. ეს რიტუალი, ისევე როგორც მკითხაობა ბანქოზე, ეხმარება მას, ვინც ყოყმანობს და ვერ გადაუწყვეტია, როგორ მოიქცეს. პასუხი არ ნიშნავს ერთმნიშვნელოვან მოქმედებას, ეს უფრო ბიძგია, დაფიქრდეთ შემოთავაზებულ მოცემულობაზე. ადამიანს ხომ მართლაც შეუძლია, შეცვალოს თავისი მომავალი ფიქრისა და მოქმედების საშუალებით. მაგია გიკარნახებთ მხოლოდ გეზს, ხოლო წახვალთ თუ არა ნაჩვენები მიმართულებით, თქვენი გადასაწყვეტია. გისურვებთ წარმატებას!

скачать dle 11.3