კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№15 რწმენის საფარქვეშ

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური


გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #12-14(953)
დალოცვის შემდეგ ლენკა შეტრიალდა და მშვიდად გაუყვა გზას, გუნებაში კი გაიფიქრა: „ნიკოდიმოსს აშკარად პარიკის წებოს სუნი ასდიოდა“. გოგონამ, ჩვეულებრივზე უფრო ნელა გაიარა გზა „ბეემვემდე“ და ორიოდე მანევრიც ჩაატარა. როდესაც დარწმუნდა, რომ არავინ უთვალთვალებდა, მხოლოდ ამის მერე ჩაჯდა მანქანაში და ადგილიდან დაძრა. ლენკამ მანქანითაც ორიოდე მანევრი გააკეთა და დარწმუნდა, რომ კუდზე არავინ აჯდა. შემდეგ კი „ბარდაჩოკიდან“ მობილური ამოიღო, ჩართო და მერაბს დაურეკა.
– გისმენ, – უპასუხა მერაბმა.
– სად ხარ? – ჰკითხა ლენკამ.
– კლიენტი მიმყავს სპორტის სასახლესთან.
– ათ წუთში „მაკდონალდსთან“ ვიქნები, – თქვა ლენკამ და ტელეფონი გათიშა.
გოგონამ მანქანა ავტოსადგომზე გააჩერა და „მაკდონალდსთან“ მდგომ მერაბს ტაქსიში ჩაუჯდა. გააბოლა და უთხრა:
– მართლა კლიენტი გყავდა?
– კი. რაშია საქმე? ნიკოდიმოსთან რატომ არ ხარ?
– რაღაც „ნიტოა“ მერაბ. ნიკოდიმოსმა სამი დღით გამათავისუფლა. თავად კი კართან დამხვდა და შიგნით არ შემიშვა. ფეხით რომ მივდიოდი, მაშინ ვიგრძენი, რომ მითვალთვალებდნენ. „კუდზე არავინ მაჯდა“, მაგრამ ნიკოდიმოსის სახლიდან 80 და 100 მეტრში  ორი მანქანა იყო გაჩერებული, „ზატემნიონი“ შუშებით. ვფიქრობ, მოთვალთვალეები ამ მანქანებში ისხდნენ. უკან რომ წამოვედი, მანევრები ჩავატარე და არც „ბეემვეზე“ „დამხოსტვია“ ვინმე. წამოსვლისას, რომ დავიხარე და ნიკოდიმოსს ხელზე ვეამბორე, ვიგრძენი, მას პარიკის წებოს სუნი ასდიოდა.
– პარიკის წებოს სუნი? – გაიმეორა მერაბმა, რომელსაც არ უკითხავს, ხომ არ შეგეშალაო. მან კარგად უწყოდა ლენკას უმაღლესი კვალიფიკაცია და მეუღლეს ასეთ რამეს არ აკადრებდა.
– კი. საოცარია არა? – თქვა ლენკამ.
– საერთოდ, ყველაფერი ხდება და შემთხვევითობაც არაფერშია გამორიცხული, მაგრამ არ მგონია, ნიკოდიმოსს შემთხვევით ჰქონოდა პარიკის წებოს სუნი. მოკლედ, შენს მონათხრობს სკურპულოზური ანალიზი სჭირდება.
– ჰო და ამიტომაც  დაგირეკე.
– შენ თვითონ რას ფიქრობ ყოველივე ამაზე? – ჰკითხა მერაბმა ცოლს.
– ჩემი აზრით, ნიკოდიმოსს ვიღაც ან ვიაღაცები ჰყავდა სახლში და ამიტომ არ შემიშვა შიგნით. კართან კი ცხოვრებაში პირველად დამხვდა და ეს ორმაგად არაშემთხვევითია. ის არასდროს ფუსფუსებს ეზოში, ეს ერთი არაშემთხვევითობა და მეორე – ძალიანაც რომ სდომოდა, გზაზე მიმავალს სახლიდან ვერ დამინახავდა, ესე იგი, ჩემი მისვლის ამბავი მას ქუჩიდან იმ ხალხმა აცნობა, ვინც იმ ორ დაბურულშუშებიან მანქანებში იჯდა. ახლა წებოზე გადავიდეთ. წებო, თანაც ასეთი სპეციფიკური, შემთხვევით არ შეიძლება მოხვდეს ადამიანის ხელში. მით უმეტეს, რომ ის მხოლოდ პარიკისა და წვერ-ულვაშის დასამაგრებლადაა გამოსადეგი. ესე იგი, ნიკოდიმოსმა ეს წებო დანიშნულებისამებრ გამოიყენა. ანუ, წვერ-ულვაში და თმა დაიწება. ისმება კითხვა: რაში სჭირდებოდა ეს მღვდელს, რომელსაც ისედაც უშველებელი სიგრძის წვერ-ულვაში და თმა აქვს? ვპასუხობ: მან თმა და წვერ-ულვაში გაიპარსა და შემდეგ ისევ დააწებეს. ვიმეორებ, თვითონ კი არ დაიწება, დააწებეს. გავყვეთ ლოგიკას: როგორც ეტყობა, ნიკოდიმოსი ქვეყნიდან გაქცევას აპირებდა და გარეგნობა შეიცვალა. მას სხვა პასპორტიც ექნებოდა, ის კი გზაში შეიპყრეს. ძველი გარეგნობა დაუბრუნეს. სახლში მიიყვანეს და დაცვა დაუყენეს, და რადგან მე მობილური არ მაქვს და ვერ დამირეკავდა, ჭიშკართან შემეგება და იქ დამელაპარაკა. ჩემი აზრით, ქუჩაში მდგომ მანქანებშიც დაცვა ზის, რომლებიც დაზვევაზე არიან. უფრო ფართოდ რომ შევხედოთ ამ საკითხს, ვფიქრობ, რომ ამ უახლოეს სამ დღეში რაღაც უნდა მოხდეს, რაშიც ერთ-ერთი მთავარი როლი ნიკოდიმოსს აკისრია და რისი შესრულებაც მას არ სურს, თუმცა ასრულებინებენ.
– ვფიქრობ, აბსოლუტურად ზუსტი, სწორი ანალიზი გააკეთე, მაგრამ თარიღები არ ვიცით და ახლა ესაა მთავარი.
– ვფიქრობ,  თარიღი და ადგილი ვიცით, – თქვა ლენკამ.
– აბა, თქვი.
– ამაღამ სამების ტაძარში საშობაო ლიტურგია ტარდება და ჩემი აზრით, ესაა დრო და ადგილი, – თავდაჯერებულად თქვა ლენკამ და დაამატა, – ჩვენ მხოლოდ ის არ ვიცით, რას და რა ძალებით აპირებენ.
– ამასაც მალე შევიტყობთ. ოპერაციის სათადარიგო ვარიანტს გამოვიყენებთ, – თქვა მერაბმა და ტელეფონით კოდირებული ესემესი გაგზავნა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ოპერაციის სათადარიგო ვარიანტის შესაბამისად, ჯეკობსი უნდა გაეტაცებინათ და სათანადოდ დაემუშავებინათ.
***
ნორისს ჯერ კიდევ თავის კაბინეტში ეძინა, როდესაც იქ მისი თანაშემწე შევიდა, გააღვიძა და უთხრა:
– ლოპესი გვატყობინებს თბილისიდან, რომ ჯეკობსი გაიტაცეს და ოპერაცია გეგმის მიხედვით ვითარდება.
– რომელი საათია, რომ ის ასე ადრე გაიტაცეს? – უფრო თავისთვის თქვა ნორისმა. საათს შეხედა და დაამატა, – შვიდი ყოფილა.
– ეს ჩვვენთანაა დილის შვიდი საათი, თორემ თბილისში დღის სამი საათია, – შეახსენა თანაშემწემ ნორისს, რომელიც ბოლო სამი დღე სახლში არ წასულა, სამსახურში იმყოფებოდა, ინტენსიურად მუშაობდა და დღე-ღამეში მხოლოდ სამი-ოთხი საათი თუ ეძინა.
– ჰო, სულ დამავიწყდა, – თვალები მოიფშვნიტა ნორისმა და დააყოლა, – ორმაგი, მაგარი ყავა მომიტანე, რომ გამოვფხიზლდე.
სანამ თანაშემწე ყავის გასაკეთებლად იყო გასული, ნორისმა თბილისიდან მოსულ შიფროგრამას გადაავლო თვალი და ჩაილაპარაკა: ყოჩაღ, ლოპეს, კარგი ვქენი, რომ შენ და შენი ჯგუფი თბილისში გადაგისროლეთ.
30 წლის დიეგო ლოპესი, ეგრეთ წოდებული, „სუპერძალების“ მეთაური იყო და მის ჯგუფში 24 კარგად გაწვრთნილი შეიარაღებული და ყოველმხრივ აღჭურვილი მებრძოლი ირიცხებოდა. კანტორის ეს ქვედანაყოფი მოწოდებული იყო მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, ნებისმიერ დროსა და ნებისმიერ პირობებში ნებისმიერი დავალება შეესრულებინა და არ ყოფილა შემთხვევა, რომ მათ არამც თუ ჩავარდნა, მცირე ხარვეზიც კი ჰქონოდეთ. თბილისში კი ოპერაცია „ტაძრის“ ფინალისთვის გადმოისროლეს და ყველაფრისთვის საბოლოო წერტილი სწორედ მათ უნდა დაესვათ. ლოპესის „სუპერძალები“ თბილისში არალეგალურად იყვნენ შემოსულები და საქართველოს დედაქალაქი ასეთივე გზით უნდა დაეტოვებინათ. მანამდე კი თავიანთი არსებობის ისტორიაში ყველაზე ბინძური საქმე უნდა გაეკეთებინათ. ეს სიბინძურე, რა თქმა უნდა, ამ საქმის უზადო ოსტატის, ნორისის მოფიქრებული იყო და დიდი მოლოდინი ჰქონდათ. ამ საქმეზე თავად ნორისიც დიდ იმედს ამყარებდა, ის დარწმუნებული იყო, რომ „ტაძრის“ წარმატებით დასრულების შემდეგ მას, როგორც მინიმუმ, კანტორის შეფის მოადგილედ დააწინაურებდნენ. სწორედ ამიტომ ათენებდა და აღამებდა სამსახურში. ყველაფერს პირადად აკონტროლებდა და რომ იტყვიან, „თითი მოვლენების პულსზე ედო“. ამასთანავე, მას უდიდესი პასუხისმგებლობა ჰქონდა დაკისრებული, რასაც ფილიპი ყოველი საუბრის დროს ახსენებდა და ნორისს უკან დასახევი გზა მოჭრილი ჰქონდა.
თანაშემწემ ნორისს ყავა შემოუტანა, მაგიდაზე დაუდო და შეყოვნდა, რომ შეფისგან მითითებები მიეღო. ამ დროს ლურჯმა ტელეფონმა დარეკა და ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ ფილიპი იქნებოდა, თანაც, სახელმწიფოს მეთაურის რეზიდენციიდან რეკავდა, რომლის სატელეფონო ხაზი მსოფლიოში ყველაზე დაცულად მიაჩნდათ.
– გისმენთ, – უპასუხა ნორისმა.
– სიახლე ხომ არაფერია? – პირდაპირ, მისალმების გარეშე იკითხა ფილიპმა.
– დილა მშვიდობისა, ფილიპ, – ღირსების შენარჩუნება სცადა ნორისმა, ფილიპმა კი უთხრა:
– მშვიდობა მაშინ იქნება, როცა „ტაძარი“ წარმატებით დასრულდება. რა ხდება ახალი?
– ყველაფერი რიგზეა, ფილიპ. ათიოდე წუთის წინ თბილისიდან  მორიგი დადასტურება მივიღეთ, რომ ოპერაცია გეგმაზომიერად ვითარდება.
– ლოპესისგან? – თქვა ფილიპმა, რომელიც ოპერაცია „ტაძრის“ ყველა დეტალს ზედმიწევნით კარგად იცნობდა და „სუპერძალების“ მეთაურსაც.
– სწორედ მისგან, – დაუდასტურა ნორისმა.
– ესე იგი, ჯეკობსი უკვე გაიტაცეს.
– კი. ასეა.
ფილიპმა პაუზა გააკეთა და ნორისს ცივად უთხრა:
– კარგად იცი, რომ „ტაძარზე“ დიდი პოლიტიკაა დამოკიდებული და სასწორზე ჩვენი ქვეყნის პრესტიჟი დევს. ღრმერთმა არ ქნას, რომ რაიმე ისე არ წავიდეს, როგორც შეგვპირდი. წინააღმდეგ შემთხვევაში, უმკაცრესი პასუხი მოგეთხოვება.
– კარგი, კარგი, ფილიპ, ნუ ცხარობ. ყველაფერი კარგად იქნება, – ნაძალადევი ხალისით თქვა ნორისმა და სცადა, ფილიპის მუქარა „მეგობრულ ასპექტში“ გადაეყვანა. ფილიპმა კი უთხრა:
– სულაც არ ვცხარობ. უბრალოდ, ამ ყველაფრის დიდ მნიშვნელობას გახსენებ. მორიგი სიახლე დაუყოვნებლივ შემატყობინე.
ფილიპმა გამოუმშვიდობებლად დადო ყურმილი, ნორისმა კი ტელეფონის ყურმილი აპარატზე დაახეთქა და კბილებში გამოსცრა: ნაბიჭვარი! თავის დროზე ისეთ საქმეში უნდა გამეხლართა, რომ საზარბაზნე ხორცი გამხდარიყო. მაგრამ დამაცადე, ჯერ „ტაძარი“ დასრულდეს და დამაწინაურონ. მე ნორისი არ ვიყო, თუ შენ, ფილიპ, შხამიანი ობობის ქსელში არ გაგაბა და სისხლი წვეთ-წვეთობით არ გამოგწურო.
***
თბილისში დღის 4 საათი შესრულდა. ნიკოდიმოსი მისსავე ფეშენებელურ „ნავაროტკებიან“ „ჯიპში“, უკანა სავარძელზე ჩასვეს. გვერდით, მარცხნიდან მას დაცვა მიუჯდა, მარჯვნიდან კი სანი და როგორც კი მანქანა დაიძრა, კურატორმა „იუდას“ უთხრა:
– შენი თვალით დარწმუნდი, რომ უჩვენოდ ნაბიჯს ვერ დგამ, ხუთასიოდე მეტრითაც კი ვერ მოახერხე ჩვენგან გაქცევა. გარწმუნებ, მომავალშიც ასე იქნება და თავის დაღწევა არც კი იფიქრო. შეასრულებ ჩვენს დავალებას, ხომ კარგი, არ შეასრულებ და ისევე გაგაშიშვლებთ და საქვეყნოს გაგხდით, როგორც გუშინ შენ თვითონ გაიშიშვლე თავ-პირი და გეგონა, ხელიდან დაგვისხლტებოდი. გასაგებია?
– გასაგებია, – მოგუდულად თქვა ნიკოდიმოსმა, რომელიც მაღალი ეკლესიური იერარქის „სრულ ფორმაში“ იყო გამოწყობილი და ვერავინ იტყოდა, რომ თმა და წვერ-ულვაში მიწებებული ჰქონდა. ლაპარაკის მოსმენისას კი ეჭვიც კი არავის შეეპარებოდა მის სულიერ და ხორციელ სისპეტაკეში და აბა, ვინ იფიქრებდა, რომ ნიკოდიმოსი კანტორის აგენტი იყო – მეტსახელად „იუდა“. ნიაზ ბერიშვილი „რწმენის საფარქვეშ“ მუშაობდა და თავის ბნელ საქმიანობას მართლაც პატიოსანი ადამიანების ხარჯზე ახორციელებდა.
ნახევარი ქალაქი რომ გაიარეს, ერთ-ერთ კერძო კარ-მიდამოში შეუხვიეს. იქ ნიკოდიმოსი საჭეს მიუჯდა. „ჯიპში“ კი მას ექვსი ზურგჩანთიანი ახალგაზრდა ჩაუჯდა, რომლებიც რელიგიის მსახურების შესაბამისად გამოიყურებოდნენ და ანაფორები ემოსათ. სანიმ ნიკოდიმოსს უთხრა:
– ამათ ტაძარში შეიყვან და დააზღვევ. იცოდე, ზედმეტი არაფერი განიზრახო, თორემ რასაც შეგპირდი, ყველაფერს შეგისრულებ. ამ ხალხს არც კი გამოელაპარაკო. თუ ვინმემ სცადა ამის გაკეთება, უთხარი, რომ მარხვის დასრულებამდე სიმუნჯის აღთქმა აქვთ დადებულიო. გასაგებია?
– კი. გასაგებია, – თქვა ნიკოდიმოსმა.
– აბა, დაიძარი და გახსოვდეს, რაც გითხარი, – უთხრა სანიმ ნიკოდიმოსს და „იუდამ“ „ჯიპი“ ადგილიდან დაძრა.
კარ-მიდამოდან გასულ „იუდას“ და ექვს ახალგაზრდას სანიმ და კამპანიამ ორი მანქანით ტაძრამდე სდიეს. მის მისადგომებთან კი მხარი იქციეს და სხვა მიმართულებით წავიდნენ. „იუდას“ „ჯიპი“ რომ იმ ზონაში შევიდა, სადაც შემოწმება მიმდინარეობდა, სვლა შეანელა და თავდახრილმა დაცვის სპეცსამსახურის თანამშრომლებს ჯვარი გადასახა. შემდეგ სვლას უმატა და ტაძრის ეზოში დაუბრკოლებლად, ყოველგვარი შემოწმების გარეშე შევიდა. მანქანა ისე დააყენა, რომ უცხო თვალს არ დაენახა, როგორ გადმოვიდოდნენ იქიდან ზურგჩანთიანი ახალგაზრდები. შემდეგ მათ თავადაც შეჰყვა ტაძარში, დაწინაურდა, თავის ოთახში შეიყვანა, კარი გადარაზა და სკამზე დასასვენებლად ჩამოჯდა.
ამ დროს დიეგო ლოპესმა დაშიფრული დეპეშა გაგზავნა ცენტრში, რომელიც ასე იკითხებოდა: „იუდამ“ „სექტანტები“ ტაძარში შეიყვანა. ყველაფერი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. მოვლენების შემდგომ განვითარებას შეგატყობინებთ“.
დიეგო ლოპესმა რომ ცენტრში შიფროგრამა გაუშვა, ამ დროს ტაძარში მყოფ ერთ-ერთ მორჩილთან მისი კოლეგა მივიდა და უთხრა:
– ალექს, ისინი უკვე ადგილზე არიან და თვალთვალს ვაგრძელებთო...
თბილისში, ვაკის ერთ-ერთი კერძო, ფეშენებელური სახლი კანტორას ჰქონდა ნაყიდი და დიეგო ლოპესს იქ საკომანდო პუნქტი მოეწყო. სწორედ იქიდან ხელმძღვანელობდა „სუპერძალების“ მეთაური ოპერაცია „ტაძრის“ ფინალს და იქიდანვე გადასცემდა ცენტრში ცნობებს. იმავე სახლის სარდაფში ჰქონდა მოწყობილი უზარმაზარი სააბაზანო, სადაც ჯერ არასასურველი ადამიანების ლიკვიდაცია ხდებოდა, შემდეგ კი მათი გვამების გაქრობა და გოგირდმჟავაში განზავებული სხეულები უზარმაზარი საკანალიზაციო მილით მდინარე მტკვარს უერთდებოდა. ნორისის გეგმის მიხედვით, სწორედ იქ უნდა დაესრულებინათ თავიანთი სიცოცხლე სანის, „იუდას“ და ჯგუფ „სექტის“ წევრთა კვინტეტს. ერთი მათგანის დაცხრილული გვამი კი კანტორის წარგზავნილებს სადემონსტრაციოდ სჭირდებოდათ. ბედის ირონიით თუ საგანგებოდ, კანტორის „ფეშენ-ბაითის“ მოპირდაპირედ, სულ რაღაც ორმოცდაათიოდე მეტრში თითქმის ანალოგიური კერძო კარ-მიდამო მდებარეობდა. ფორმალურად ის ცნობილ სპორტსმენს ეკუთვნოდა, თუმცა, იქ კანტორის მოწინააღმდეგე უწყებას კონსპირაციული ბინა ჰქონდა მოწყობილი და იმავე დანიშნულებით იყენებდა, როგორითაც თავისას კანტორა... თუმცა, კანტორისგან განსხვავებით, რომელმაც არ იცოდა, თუ ვინ სახლობდა მის პირდაპირ, კანტორის მოწინააღმდეგემ  მშვენივრად უწყოდა თავისი მეზობლის ვინაობა. მეტიც, განუწყვეტლივ უთვალთვალებდა მათ და საჭიროების შემთხვევაში, არალეგალურადაც კი შეეძლო მათ სახლში შეღწევა. ამგვარად, თბილისი ბობოლა სპეცსამსახურების უკომპრომისო დაპირისპირების ფართო ასპარეზად იყო ქცეული და სანამ მათი პირდაღებული, ადგილობრივი კოლეგები ბუზებს ითვლიდნენ, საქართველოს დედაქალაქში საშინელი ტრაგედია მწიფდებოდა...
გაგრძელება შემდეგ ნომერში
скачать dle 11.3