კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№15 გაინტერესებთ, როგორი პიროვნება ხართ?

ნინო კანდელაკი ელენე წულუკიძე

ტესტის პირობები მარტივია:  ხუთი  ნივთიდან, რომლებიც ზაფხულთან ასოცირდება აირჩიეთ ერთი, რომელიც დასვენებისთვის განსაკუთებულად მნიშვნელოვანია  და ნახეთ თქვენი  შეფასება – ძალიან საინტერესო ფაქტებს შეიტყობთ.
1. გასაშლელი სკამ-სავარძელი (შეზლონგი);
2. ფოტოაპარატი;
3. მაშველი რგოლი;
4. მზის სათვალე;
5. გამაგრილებელი  სასმელი;
ვნახოთ პასუხები:
1. თუ შეზლონგი აირჩიეთ – თქვენ კარგად გაქვთ განვითარებული ინტუიცია და წარმოსახვა. ამ ძალიან საჭირო უნარების წყალობით, საოცრად კრეატიული ადამიანი ხართ. კარიერაში წარმატება გელით, განსაკუთრებით თუ მასწავლებელი, მხატვარი, მუსიკოსი, ან მწერალი ბრძანდებით.
2. ფოტოაპარატი  ყველაზე მნიშვნელოვანი ნივთია თქვენთვის? – მამაცი ადამიანი ბრძანდებით, არ გეშინიათ პრობლემების. ყოველთვის ამბობთ იმას, რასაც ფიქრობთ. შეიძლება, ამას არ ამხელენ, მაგრამ იცოდეთ – თქვენი პირდაპირობით და პატიოსნებით ბევრი ადამიანია აღფრთოვანებული.
3.  სრული კომფორტისთვის საცურაო რგოლი გჭირდებათ?  – ეს იმას ნიშნავს, რომ ამბიციური ადამიანი ხართ. არ ხართ ზარმაცი, გიყვართ შრომა და საქმიანობისთვის ყოველთვის პოულობთ მოტივაციას. ცდილობთ, ადამიანში მხოლოდ კარგი დაინახოთ, მაშინაც კი, როცა ის თქვენს იმედებს ვერ ამართლებს. გულს ადვილად გტკენენ, მაგრამ შურისძიება არ გახასიათებთ.
4. მზის სათვალეზე შეაჩერეთ არჩევანი? – მხიარული ადამიანი ხართ. თქვენს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრები და ოჯახი. ორივეს ძალიან უფრთხილდებით. ადამიანებს უყვართ თქვენთან ერთად ყოფნა, რადგან იუმორითა და ხალისით ყველგან სასიამოვნო გარემოს ქმნით. მარტო დარჩენა არ გემუქრებათ.
5. გამაგრილებელი სასმელი – თქვენ ოპტიმისტი ხართ. ყოველთვის უსმენთ ადამიანებს და მათი პრობლემები გულთან ახლოს მიგაქვთ. ცხოვრებაში ჰარმონიას აფასებთ. ეს ბედნიერების მთავარ პირობად მიგაჩნიათ. თქვენ გჯერათ, რომ წინ საუკეთესო მომავალი გაქვთ.
скачать dle 11.3