კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№15 დედამთილი ქმარს ჩემს წინააღმდეგ ამხედრებს და ჩემი სახლიდან გაგდება გადაწყვიტა

არავინ თქვას, თუ ქმარს უყვარხარ, მშვიდი და იდილიური ოჯახური ცხოვრება გარანტირებული გექნებაო. მეც ასე მეგონა, მაგრამ ეს მითი მაშინ დამემსხვრა, რაც ჩემი დედამთილი ჩვენთან გადამოვიდა საცხოვრებლად. მე და ჩემი ქმარი ოროთახიან ბინაში მარტო ვცხოვრობდით და ჩვენს ქალიშვილს ვზრდიდით. ნამდვილად არ გვილხინდა, მაგრამ თავი გაგვქონდა და გვაკმაყოფილებდა ის, რაც გვქონდა. შვილი რომ გათხოვდა, მარტო დავრჩით და დღე ერთმანეთის მოვლითა და ზრუნვით იწყებოდა და მთავრდებოდა. დედამთილი, რაიონში ცხოვრობდა. არც ადრე იწუხებდა თავს სოფლის ნობათით დაგვხმარებოდა, მაგრამ კმაყოფილი ვიყავი, რომ ჩვენგან შორს იყო და პირიქით, აქედან ვუგზავნიდით ყველაფერს, რაც კი სჭირდებოდა. ერთ დღესაც აიჩემა, სიკვდილის მეშინია. რამე რომ დამემართოს, თქვენ როდის მომიკითხავთ და მნახავთ, ღმერთმა უწყის. თბილისში, თქვენთან უნდა გადმოვიდე საცხოვრებლადო. ნამდვილად არ არის იმ ასაკში, რომ რამე დაემართოს, არც ჯანმრთელობას უჩივის, მაგრამ მოსწყინდა მარტოს სოფლური ცხოვრება და გადაწყვიტა, ქალაქში  ჩამოვიდეს, ფეხი ფეხზე გადაიდოს და ნერვები ამიშალოს. მოკლედ, ჩამოაბრძანა მისმა შვილმა და იმ დღიდან დაიწყო ჩემი ჯოჯოხეთური ცხოვრება. სახლში ყველაფერს აკონტროლებს, შენიშვნებს იძლევა და ისე ამითვალწუნა, ჩემი სახლიდან გაგდებაც მოინდომა. შვილს უჩიჩინებს: გაიხედე, ბიჭო, რა მაგარი ქალები დადიან, ფულიანები, სამსახურიანები, მანქანიანები, რას ჩააცივდი ამ შენ გაღლეტილ ცოლს, წადი, ცხოვრება ნახეო. ეს საუბარი შემთხვევით მოვისმინე და მასზე კი არა, ჩემს ქმარზე გავბრაზდი, უჩუმრად რომ უსმენდა და პასუხად არაფერი უთხრა. კი ბატონო, ძიძად ვმუშაობ და შაბათ-კვირას სხვების სახლებს ვალაგებ, მაგრამ ჩემი შემოსავალი მაქვს და ამის არ მრცხვენია. ჩემი ქმარი კი, მართალია, სიმპათიური მამაკაცია, მაგრამ ხელით სათრევი. სამსახურიც ჩემი ნათესავის წყალობით ვუშოვე და არც იმდენი შემოსავალი აქვს, რომ ოჯახი დამოუკიდებლად არჩინოს. წელებზე ფეხს ვიდგამ, ვცდილობ, ჩემს ქმარს არაფერი მოვაკლო, მაგრამ დედამისი, დაუნახავი და საშინელად ბოროტი ქალი, იმისკენ უბიძგებს, რომ ფულიანი ქალი მოძებნოს და მე თავი დამანებოს. ან როგორ არ რცხვენია, 25 წლის ოჯახს რომ მინგრევს. ბოლოს და ბოლოს, შვილიშვილები გვყავს და ამ ასაკში ახალი ცხოვრების დაწყება, რანაირად გამოვა? თანაც, ვის რად უნდა ჩემი ჯიბეგამოფხეკილი ქმარი, მარტო მისი გარეგნობა მოხიბლავს ქალს? ფულიანს ფულიანი უნდა, ჩემი დედამთილი კი ამას ვერ ხვდება. არადა, არ ვარ ცუდი რძალი – ვცდილობ, დედამთილს არ ვაწყენინო, ბევრი რამ ჩავყლაპო... მის ხუშტურებზეც ბევრჯერ მივლია. ვერ ვხვდები, რა არ მოსწონს. ჩემგან არაფერი აკლია – არც საჭმელი და არც ჩასაცმელ-დასახური და თუ გულში ვერ ვიხუტებ და შენი ჭირიმე-შენ გენაცვალეთი არ ველაპარაკები, ეს არ მოსწონს? თუმცა, ბოღმა თავიდანვე ჩაიდო გულში. როცა დედა არ დავუძახე... მითხრა, მე არაფერს ვიტყვი, მაგრამ, მეზობლებთან როგორ ვთქვა, რძალი დედას არ მეძახისო. აი, ეს იყო მთავარი მიზეზი, რის გამოც ამომიძულა. ადრე ჩუმად იყო და ახლა, ცდილობს, იმ წლების ნაგროვები ბოღმა გადმოანთხიოს, დამიპირისპირდეს, ქმარიც ჩემს წინააღმდეგ დაქოქოს და ოჯახი დამინგრიოს. ნამდვილად არ ვარ სულელი, მის გამო ქმარს გავშორდე. მაქსიმალურად ვეცდები, მელაკუდურად ვიმოქმედო და თავისი არ გავატანინო.
მაია, 49 წლის.
скачать dle 11.3