№15 კითხვა-პასუხი
ნინო კანდელაკი ანი რევია

პასუხი: გოგონები ხშირად არასწორად არჩევენ ტონალური კრემის ფერს, შესაბამისად, მათი კანი არაბუნებრივად გამოიყურება და აჭრელებულია. არასწორმა მაკიაჟმა, და კერძოდ, დიდი ოდენობით მუქმა ტონალურმა სახეს შეიძლება უსიამოვნო შესახედაობა მისცეს. ტონალურის ფუნქცია სახეზე რუჯის ეფექტის მიღება არ არის. მისი მთავარი ამოცანა, მაკიაჟისთვის ბაზისის შექმნა და პატარა ნაკლოვანებების დაფარვაა. თუმცა ამ შედეგების მისაღწევად აუცლებელია თქვენი სახის კანის ფერის ტონალური და არა ორი ან სამი ტონით მუქი. მის სწორად შესარჩევად, აუცილებელია, იცოდეთ, რა ტიპის სახის კანი გაქვთ. ტონალურის ყიდვისას დააკვირდი მის შემცველობას და ფორმულას. ზეთოვანი ფორმულის მქონე ტონალურები კარგია აკნესკენ მიდრეკილი ან ზეთოვანი კანისთვის. დამატენიანებელი ფორმულის შემცველი ტონალური კი, კარგია მშრალი და ნორმალური კანისთვის. ხოლო მათ, ვისაც მგრძნობიარე კანი აქვთ, ისეთი ტონალური უნდა მოიძიონ, რომელშიც არაკომედოგენური, ანუ არა აკნეს გამომწვევი ან ჰიპოალერგიული ფორმულაა. არასდროს გასინჯოთ ტონალურის ფერი ხელის მტევანზე. წაისვით ღაწვებზე მუქიდან ღიისკენ და სინათლეზე გადით. თქვენთვის შესაფერისია ტონი, რომელიც თქვენი კანის ფონზე აღარ გამოჩნდება.