კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№15 ყველას ვატყუებდი, რომ ქმარი ზრუნავდა ჩემს გაბედნიერებაზე

ნინო კანდელაკი დალი მიქელაძე

იდეალური არაფერი არსებობს, არც ადამიანები არიან იდეალურები. თუ ვინმე ცდილობს, გვერდით იდეალური პარტნიორი იყოლიოს, ეს აუცილებლად კრახით დასრულდება. ქალები არცთუ იშვიათად, საკუთარ ქმრებს იდეალურობის იმიჯს უქმნიან და ამით იმ სიცარიელეს ავსებენ, რომელიც მეუღლესთან ურთიერთობაში აქვთ. ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ ბედნიერი ქალები არ აფიშირებენ, როგორი კარგი ქმარი ჰყავთ, საჯაროდ არ ყვებიან ბედნიერი თანაცხოვრების დეტალებს. არც მეუღლის საჩუქრებს გამოფენენ საჯაროდ. თუ ქალი ამას აკეთებს, ის, უპირველესად, საკუთარ თავს ვნებს. რადგან აუცილებლად მოუწევს, დაინახოს რეალობა. ქმრის ყალბი იდეალურობა აუცილებლად დააზარალებს.
ეკა (43 წლის): ცხოვრებაში პირველად ვიწყებ საუბარს იმ პრობლემაზე, რომელმაც უკვე რეალურად შემაწუხა. ყველაფაერი მარტო ჩემი ბრალია. ახლა იძულებული ვარ, მითთან ერთად ვიცხოვრო. საკუთარ თავს მე შევუქმენი ისეთი გამოუვალი სიტუაცია, რომელსაც მხოლოდ უნდა შევეგუო, სხვა აღარაფერი დამრჩენია.
– რა პრობლემაა ისეთი, რომელსაც უნდა შეეგუო?
– ერთი სიტყვით ამის გადმოცემა რთულია. წინასწარ არაფერი დამიგეგმავს. უბრალოდ, მართლა მეგონა, რომ არსებობენ იდეალური ქმრები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ ცოლის ბედნიერებისთვის. დამავიწყდა ადამიანების ბუნება, უფრო ლტოლვა – იცხოვრონ გამოგონილ სამყაროში. მე უკვე ვხვდები ამ ქალების ჭეშმარიტ სურვილს, იმასაც, როგორი ცხოვრება აქვთ სინამდვილეში. რადგან ახლა მეც სწორედ ასეთი ცხოვრება მაქვს. მყავს აბსოლუტურად ჩვეულებრივი ქმარი, ასე ვთქვათ, ნორმალური. გეტყვით, ნორმალურობაში რასაც ვგულისხმობ: ჩემიც ზუსტად ისეთია, როგორც მამაკაცების უმეტესობა – ძალიან, ძალიან ჩვეულებრივი.
– ვერ გავიგე, „ჩვეულებრივი“  „არაჩვეულებრივი“... კონკრეტულად რას გულისხმობთ?
– აგიხსნით. სულ მინდოდა, ქმარს ისე ვყვარებოდი, ჩემთვის ცხოვრება დღესასწაულად ექცია. რა თქმა უნდა, ასეთი არაფერი მომხდარა. ის კი არა, დაქორწინების შემდეგ ელემენტარული ყურადღების ნიშნებიც გაქრა. სანამ შეყვარებულის როლში იყო, კიდევ ახერხებდა ყვავილების ყიდვას და კინოშიც მივყავდი, ისიც ჩემი წუწუნის შემდეგ. ქმარი რომ გახდა, ყვავილების მოტანა დაბადების დღეზეც კი ეზარებოდა. ფულს მაძლევდა, შენ თვითონ იყიდე საჩუქარიც და ყვავილებიცო. თავიდან ამაზე ისე ვმწარდებოდი, ვეჩხუბებოდი და ძალიან მაგრადაც, მაგრამ მერე მივხვდი, რომ აზრი არ ჰქონდა და ამის გამო ოჯახს ხომ არ დავანგრევდი. ჯობდა, მისი პლუსებით მენუგეშებინა თავი.
– ქმრის პლუსებით? კარგია, როცა ცოლი ქმრის პლუსებს ხედავს და აღიარებს.
– დიახ, მე ამას ვახერხებ. თუმცა, ნერვები მაინც ძალიან მეშლებოდა. მშურდა იმ ქალების, რომლებსაც დაბადების დღეზე ეზოში გაბანტული მანქანები ხვდებათ და მერე ამით თავი მოაქვთ.
– მართლა გშურდათ?
– დიახ. ადამიანები ვართ, ყველას უჩნდება შურის განცდა. ყვავილების თაიგულები კართან, ძვირფასი სამკაული, კრუიზის ბილეთები... სულ ვფიქრობდი, რით დაიმსახურეს ამ ქალებმა, რომ ქმრები ზედ ჰყვებიან-მეთქი. გული მტკიოდა და გადავწყვიტე, ჩემთვის „იდეალური“ ქმარი მომეგონებინა. იმითაც მადლობელი ვიყავი, ამ ყველაფერში ხელს რომ არ მიშლიდა. ვდებდი საჯარო სივრცეში ყვავილებისა და სუნამოების ფოტოებს, რომლებსაც თავად ვყიდულობდი. ფეხსაცმელები, ჩანთები, სათვალეები „ჩამომქონდა“ უცხოეთიდან. ვიღაც-ვიღაცებს უკვე ჩემიც შურდათ: როგორ გაუმართლა, როგორი მაგარი ვინმე ჰყავსო. ჩემმა ქმარმა კი ამის შესახებ საერთოდ არაფერი იცოდა. არასდროს ინტერესდებოდა, რით ვიყავი დაკავებული. ერთი სურათიც კი არ უნახავს სოციალურ ქსელში. სამაგიეროდ, როგორც უკვე ვთქვი, ხელს საერთოდ არ მიშლიდა და არც ფულს მითვლიდა.
– ჩემი არაფერი აინტერესებდაო... სხვა რა ინტერესი ჰქონდა? თქვენ ფიქრობთ, რომ სხვა ქალით იყო დაინტერესებული?
– ამას ვერ ვიტყვი. თავის ნაჭუჭში იყო ჩაკეტილი. თუმცა, არ ვიცი, იქნებ იყო კიდეც. არაფერს მიშლიდა, ფულს მაძლევდა და ეგონა, ამით ვალს იხდიდა.
– ცოლქმრობა ვალდებულებაა?
– ჩემი ქმარი ამბობს, რომ – კი. როცა ერთ დღეს ეს ყველაფერი ყელში ამომივიდა და ძალიან სერიოზულად ვეჩხუბე, მითხრა: რა პრეტენზია გაქვს, რა არ გყოფნის, რას ითხოვ და ვერ იღებო. ვცადე, ამეხსნა, როგორ მჭირდება მისი ყურადღება, მისი სიყვარულის გამოხატვა, მაგრამ ჯერ სიცილი დაიწყო, მერე კი გაბრაზდა – ამხელა ქალი რა პატარა ბავშვივით იქცევი. შეირგე, რაც გაქვს და ნერვებს ნუ მიშლიო. საქმე იქამდე მივიდა, რომ რამდენიმე დღე ერთმანეთს აღარ ველაპარაკებოდით. მინდოდა, ერთხელ მაინც მას გაეკეთებინა ის, რასაც მე მის ნაცვლად ვაკეთებდი და ყველას ვატყუებდი, რომ ქმარმა იზრუნა ჩემს გაბედნიერებაზე.
– ალბათ, უფრო საკუთარ თავს ატყუებდით.
– ასეც არის. რა საჭირო იყო „იდეალის“ ხელოვნურად შექმნა და ამით ტრაბახი. ვცხოვრობდი ნორმალურად ჩემს ოჯახში და დავჯერებოდი რეალობას, ქმართან ურთიერთობა ხომ არ დამეძაბებოდა. მის თვალში იმიჯიც გავიფუჭე. ღირდა ეს ყველაფერი ვიღაცების გასაღიზიანებლად? მე ხომ არაფერი მომიგია. ბედნიერადაც ვერ ვგრძნობდი თავს, პირიქით, სულ დაძაბული და გაღიზიანებული ვიყავი. ახლაც ვერ ვარ მშვიდად. ალბათ, ასე ცხოვრობს ყველა „ჩვეულებრივი“ ცოლი „იდეალური“ ქმრის გვერდით. დარწმუნებული ვარ, ყველა ქალი, რომელიც საჯაროდ აცხადებს, რომ ქმარი აღმერთებს, ჩემსავით, სავსეა პრობლემებით.

скачать dle 11.3