კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№15 შავი ზღვის მსურველები

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

ანუ ალყაში

დაპირისპირება არა მხოლოდ ხმელეთზეა (თითოეულ გოჯზე გავლენის მოსპოვებლად), არამედ წყალზეც და ამ ორომტრიალში თვით შავი ზღვაცაა ჩართული. ან კი როგორ არ იქნება, როდესაც მისი ნაწილი „ნატოს“ ქვეყნებისაა, ნაწილი – რუსეთის, ნაწილი კი – დასავლეთის მოკავშირე უკრაინისა და საქართველოსი, იმის პარალელურად, რომ საქართველოსა და უკრაინის კუთვნილი რუსეთმა მიითვისა, იქით – ყირიმი, აქეთ – აფხაზეთი. საქმეს ისიც ართულებს, რომ შავ ზღვაში შემოსასვლელი სრუტეები თურქეთისაა, რომელიც ფორმალურად კვლავ რჩება „ნატოს“ წევრად, რეალურად კი, მოცემულ მომენტში, რუსეთს მოკავშირეობს.
   იმდენადაც კი, რომ რუსული შეიარაღების შეძენას გეგმავს (თვით საზენიტო-სარაკეტო დანადგარების), ამიტომაც აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა (მაიკ პენსმა) „ნატოს“ საიუბილეო სხდომაზე (70 წელიც გასულა), თურქეთს საკითხი ასე დაუყენა: ან ჩვენ, ან რუსული რაკეტებიო. მაიკ პენსს თურქმა კოლეგამ (ვიცე-პრეზიდენტმა ფუად ოქტაიმ) უპასუხა: ან თურქეთის მოკავშირეობა, ან ქურთი ტერორისტების მხარდაჭერაო.
   საქმეს ერთი შეხედვითაც ეტყობა, რომ ნერვების ზღვარზე თამაშია და თურქეთის პრეზიდენტმა ისეთი კომბინაცია უნდა დასვას, რომ ქურთებიც დააშოშმინოს და „ნატოც“ შეინარჩუნოს. ხოლო ამასობაში „ნატოში“ აშშ-ს წარმომადგენელმა (ქეი ჰაჩისონმა) განაცხადა, რომ „ნატო“ უკრაინის სამხედრო გემების ქერჩის სრუტეში უსაფრთხოდ გაყვანას უზრუნველყოფსო (ესე იგი, თავის სამხედრო გემებს განალაგებსო).
    მოგეხსენებათ, ყირიმის ნახევარკუნძული რფ-მ იმიტომაც მიითვისა, რომ ზურგი გაიმაგრა, მაგრამ ქერჩის სრუტე ძვალივით აქვს გაჩხერილი, ამიტომაც უკრაინულ მცურავ საშუალებებს არ ატარებს.
    ერთი სიტყვით, შავი ზღვისთვის ბრძოლა გაჩაღებულია და მხოლოდ ის უნდა ვისურვოთ, რომ ახლებური კომბინაცია ჩვენს უსაფრთხოებას დამატებით ხინჯს არ შეჰმატებს, პირიქით – ჩამოაკლებს!
скачать dle 11.3