№15 ფეხშიშველი თვითმპყრობელები
ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე
ანუ აკადემიურად ტყაპუჭიანები
რუსეთის სახელმწიფო სტატისტიკის სამსახურმა კვლევის შედეგები გამოაქვეყნა და დაადგინა, რომ თვითმპყრობელი რფ-ის მოსახლეობის ერთ მესამედს, ანუ 45 მილიონ ადამიანს თანხა არ ჰყოფნის ფეხსაცმლის შესაძენად, ხოლო 80 პროცენტი (110 მილიონზე მეტი) ვერ ახერხებს საკვებისა და პირველადი მოთხოვნილების ნივთების ჯეროვანი რაოდენობით შეძენას.
ამ არც თუ სასიამოვნო მონაცემებს მიწების შემგროვებლის მრევლის შესახებ პრ. პუტინის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი გამოეხმაურა.
კერძოდ, განაცხადა, რომ შეისწავლეს რა როსსტატის განმარტებები კვლევის შესახებ, მივიდნენ დასკვნამდე, რომ ეს უფრო აკადემიური დასკვნებია, ვიდრე გამოყენებითი, იმიტომ რომ იქ, კრემლში ვერ გაუგიათ კვლევის კრიტერიუმები.
აკადემიურია თუ ოკუპანტური, ისედაც ცნობილია, რომ რუსეთის მოსახლეობა შეჭირვებულია და, თუმცა ჩვენ ეს არ გვწყინს, მაინც ვერ უნდა გვქონდეს საქმე გულდასამშვიდებლად, იმიტომ რომ, რაც უფრო შიშველ-მშიერია, მით უფრო გაურბით ტანკ-რაკეტები სხვების მიწებისკენ!