კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№14 როგორ გადმოსცა ნახატის მეშვეობით საკუთარი ცხოვრება მამუკა ონაშვილმა და რატომ არის მისი ნახატები შიშით შექმნილი

ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე

ყველასათვის საყვარელი მომღერლის, მამუკა ონაშვილის ცხოვრებაში ახალი გამოწვევის დრო დადგა. ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება სცენიდან გესაუბრებოდათ, ახლა უკვე, საკუთარი ნახატებითაც გეტყვით სათქმელს. საკუთარ თავს მხატვარს არ უწოდებს, რადგან თვითნასწავლია, თუმცა მისი ნამუშევრების ნახვის შემდეგ გაოცებას ვერ დამალავთ. როგორ ქმნის ის „ტილოსთან საუბრის“ შემდეგ ხელოვნების ნიმუშებს, ინტერვიუდან შეიტყობთ.
მამუკა ონაშვილი: ხატვის ნიჭი, როგორც დედა და ჩემები მეუბნებიან, ბავშვობიდან მქონდა. თუმცა, მერე დავანებე თავი. იმდროინდელი ნახატებიც არ მაქვს. ოჯახის წევრებს შენახული ჰქონდათ, თუმცა გადაბარგება-გადმობარგების პროცესში დაიკარგა. ყოველთვის მინდოდა, დამეხატა და ჩემთვის ვამბობდი ხოლმე: აუ,  ეს რა კარგი დასახატია, რა კარგი ფერებია და ასე შემდეგ. მიუხედავად ამისა, ჩემი მთავარი საქმიანობა სიმღერაა, რომელსაც ცხოვრებაში თავს არ დავანებებ. საქართველოდან დიდი ხნით ვიყავი წასული –  რუსეთსა და თურქეთში ვმუშაობდი. ნოსტალგიამ საქართველოში ჩამომიყვანა. ჩამოვედი და ვფიქრობდი, რა შეიძლება, გამეკეთებინა. სახლში აღმოვაჩინე ძველი „გუაშები“, ფუნჯები და დავჯქი სახატავად. პირველად ქაღალდზე ვხატავდი, მერე ტილოზე გადავედი. პრეტენზია არ მაქვს, რომ მხატვარი ვარ, რადგან არ მისწვლია – თვითნასწავლი გახლავართ. მეგობრებმა და მხატვრებმა ჩემი ნამუშევრები რომ ნახეს, მითხრეს: მამუკა, შენი ხედვა და შენი ფერები გაქვსო. ამან სტიმული მომცა და უფრო თამამად დავიწყე მუშაობა. თავიდან ამ პროცესს სირთულეები ახლდა, მერე გამიადვილდა და ზეთს და აკრილს შევეჭიდე. რაღაც გავიკითხე, რაღაც ვნახე, რაღაცას დავაკვირდი და მერე ჩემი ხედვაც ჩამომიყალიბდა.
– როგორია მუშაობის პროცესი?
– ვიდრე დავიწყებ ხატვას, მანამდე ტილოს ვუყურებ. ის  მელაპარაკება და მაძლევს მიმართულებას. არის მეორე ვარიანტი, როცა იცი, რა უნდა დახატო, ამ დროს იწყებ მასზე მუშაობას, ფერების დალაგებას და ასე შემდეგ. ბოლოს მიდიხარ იმ დანიშნულების წერტილამდე, რაც ჩაფიქრებული გაქვს. როცა წინასწარ არ იცი, რა უნდა დახატო, ძალიან საინტერესო პროცესია. შეიძლება, საღებავი სადღაც გაგექცეს და წავიდეს. აი, ეს ერთი შტრიხი ისეთი ლამაზი გამოდის, რომ მერე ხელს აღარ ახლებ და ტოვებ. ბევრი ნახატი სწორედ ასე შევქმენი – სულ სხვა რაღაც მინდოდა და სულ სხვა გამოვიდა. თუმცა, მაქვს ჩაფიქრებული ნახატებიც – მაგალითად, პორტრეტები.
– ანუ, ამ საქმეს სერიოზულად მოჰკიდეთ ხელი?
– კი. ნამდვილად. თავიდან ვერც ვიფიქრებდი ამას. ნახატებში ჩემი ხასიათი და განწყობაა გადმოცემული. მეკითხებიან ხოლმე, რა ჰქვია კონკრეტულ ნახატსო. არაფერიც არ ჰქვია. ნახატი არის ნახატი. სახელი თავად მნახველმა დაარქვას. შეიძლება, მან სულ სხვა რამ დაინახოს მასში. ჩემი თავიც მაქვს დახატული, თუმცა ეს არ არის პორტრეტი – ცხოვრების მონაკვეთებია აწყობილი, სადაც ჩანს გიტარა, სცენა, მუსიკა, სიყვარული, ქალი, მსახიობობა, კაზინო, ვისკი და ასე შემდეგ.
– გამოფენაზე რას გვეტყვით?
– გამოფენის გაკეთებას არ ვაპირებდი, რადგან ვფიქრობდი, რასაც დავხატავ, სახლში დავკიდებ, აქ არ დაეტევა, სოფელში წავიღებ. ვისაც მოეწონება, ვაჩუქებ და ასე შემდეგ-მეთქი. ნელ-ნელა დაგროვდა ნაუშევრები, მერე „ფეისბუქზეც“ დავიწყე ატვირთვა და მოწონება დაიმსახურა. მწერდნენ გამოფენა გამეკეთებინა და მეც დავფიქრდი. მადლობა იმ ადამიანებს, ვინც ამის ბიძგი მომცა – ეს აუცილებელი იყო ჩემთვის. დავიწყე ადგილის ძებნა, თუმცა ფინანსებიდან გამომდინარე, ვერ შევძელი. ბოლოს, ისევ და ისევ, ჩემმა ძმებმა და მეგობრებმა, კობა ბერიძემ და ზაზა გოგავამ დამიჭირეს მხარი, რომლებიც
თბილისში არსებული ტაქტიკური ცენტრის, Battleground-ის ხელმძღვანელები არიან. ამ ტაქტიკურ ცენტრში არის კაფე „კაფენტო“, რომელიც სრულიად უსასყიდლოდ და უანგაროდ დამითმეს. თან, გამოფენას რაც სჭირდებოდა, ყველაფერში დამეხმარნენ. ჩემი ნამუშევრები აქ 10 აპრილამდე  იქნება გამოფენილი და მსურველებს შეუძლიათ, მოვიდნენ, ნახონ, დაათვალიერონ და შეაფასონ.
– გყავთ მუზა?
– მუზის გარეშე ვხატავ (იცინის). ჩემი მუზა მე და ღმერთი ვართ – ზემოდან რასაც გამოუშვებს, იმას ვხატავ. ეს გამოშვებული რაღაც შეიძლება ღამე დამეჯახოს, ავდგე და დავიწყო ხატვა. ამ საქმით ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო.  ასევე,  მინდა, მოვსინჯო მინანქარზე, ვერცხლზე, ოქროზე მუშაობა. უკვე ხელოვნებაში გავცურე (იცინის). ვნახოთ რა გამოვა, წინასწარ არაფრის თქმა არ მინდა.
– რატომ არ ჩანდით წლების განმავლობაში?
– არ ვიყავი საქართველოში. 2011 წელს წავედი მოსკოვში, იქ ვმუშაობდი. მერე თურქეთიდან მქონდა მოწვევა, სადაც დაახლოებით სამი წელი დავყავი. ბოლოს ისევ მოსკოვში დავბრუნდი, მაგრამ ნოსტალგიამ ძალიან შემაწუხა, მღრღნიდა და მჭამდა. მშვენივრად ვიყავი, სამსახური მქონდა. არაფერი მაკლდა. ერთ დღეს ვთქვი, არ შემიძლია და აღარ მინდა აქ. სახლი და საქართველო მენატრება, ის რაც არის ჩემი, ჩემი სახლი, ჩემი ლოგინი, ჩემი ოთახი, ჩემი ქალაქი-მეთქი.  მოვუხადე ყველას ბოდიში, დაუფიქრებლად ჩავალაგე ბარგი, ჩავჯექი თვითმფრინავში და წამოვედი. რაც დავბრუნდი, მას შემდეგ, სულ ვფიქრობდი, რაღაც ახალი უნდა დავიწყო, ახალი უნდა გავაკეთო-მეთქი. სრულიად მოულოდნელად ავიღე ფუნჯი და რასაც ახლა ვაკეთებ, არის სიმშვიდე. როცა ვხატავ, „მომსახურების ზონიდან“ გავდივარ. ეს პროცესი მაწყნარებს და მამშვიდებს.  როგორც იტყვიან, ჩემთვის „ვკაიფობ“. თუმცა, ეს ნახატები შიშით არის დახატული.
– რას გულისხმობთ?
– მხატვრებმა იციან ასე თქმა: ნუ გეშინია დახატვის და რამეს გაფუჭებისო. თავიდან რომ დავიწყე, მეშინოდა, რომ არ გამომსვლოდა. უკვე ერთი წელია, რაც ვხატავ და ხელიც მიეჩვია. ბევრი რამე ვისწავლე და ახლა თავისუფლად ვხატავ.
скачать dle 11.3