კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№14 ავთო აბესლამიძე პირველი ქართველია, რომელიც თურქეთში „ოქროს პალმით“ დააჯილდოვეს

ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი

ნიჭიერი მომღერლის, ავთო აბესლამიძისთვის წაგება უცხო თემაა, რადგან ის ნებისმიერი კონკურსიდან მუდმივად გამარჯვებული ბრუნდება. მას ჯერ კიდევ ბავშვობაში არაერთ მუსიკალური კონკურსი აქვს მოგებული. ცოტა ხნის წინ ავთომ თურქ პროდისუერებთან დადო კონტრაქტი, ახალი სიმღერა ჩაწერა და კლიპიც გადაიღო, რომელიც თურქეთში საკმაოდ პოპულარულია. რაც ყველაზე მთავარია, ავთოს სიმღერამ, MOONLIGHT, თურქეთში Golden Palm Awards-ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე, ნომინაციაში – „წლის ჰიტი“ – გაიმარჯვა.
ავთო აბესლამიძე: როგორც იცით, თურქი პროდიუსერები მყავს. ცოტა ხნის წინ ჩავწერე რუმინეთში სიმღერა, შემდეგ კაპადოკიაში, ბოდრუმსა და სტამბულში გადავიღეთ კლიპი, რომლის პრემიერაც ნოემბერში იყო. ჩემს სიმღერას თურქეთის რადიო „ნამბერ ვან“ ატრიალებდა, ძალიან მოთხოვნადი იყო, გაჰიტდა. მეექვსე წელია, რაც ეს დაჯილდოება ტარდება. რადგან ჩემი სიმღერა ძალიან პოპულარული იყო, წარადგინეს ნომინაციაზე – „წლის ჰიტი“. რა თქმა უნდა, სხვა სიმღერებიც იყო წარდგენილი, რომლებიც სხვადასხვა რადიოს მუსიკალურ ჩარტებში პირველ ადგილს იკავებდნენ. Golden Palm Awards-ის დაჯილოდება ძალიან პოპულარულია და მიხარია, რომ ჩემმა სიმღერამ „ოქროს პალმა“ მოიგო.
– ელოდებოდი ასეთ წარმატებას?
– არ ველოდებოდი, თან, ჩემი სახელი ჯერ თურქულად გამოაცხადეს და ვერ გავიგე. ჩემმა პროდიუსერმა მითხრა: ადექი, შენ გაიმარჯვეო. რა თქმა უნდა, ავედი სცენაზე, ვიმღერე და პლუს, მონიტორზე ჩემი სიმღერის კლიპიც გაუშვეს. ერთი თვის წინ ვიცოდი, რომ სიმღერა ამ ნომინაციაზე იყო წარდგენილი, მაგრამ თავიდან არ გამიჟღერებია. წამოსვლამდე 10 დღით ადრე ვთქვი, რომ ასეთი კარგი სიახლე მქონდა. დიზაინერმა გოგა ნიქაბაძემ იზრუნა ჩემს გარეგნობაზე, უცხო და ძალიან საინტერესო კოსტიუმი მეცვა. ღონისძიება სასტუმროს დიდ დარბაზში უმაღლეს დონეზე ჩატარდა. ძალიან ბევრი ჟურნალისტი იყო, რადიოები, ტელევიზიები. შოუს ესწრებოდნენ ცნობილი მსახიობები, მომღერლები, მოკლედ, თურქეთში პოპულარული ადამიანები. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ აცხადებენ გურჯისტანს და ადიხარ სცენაზე, ყველა იგებს შენ შესახებ, საქართველოს შესახებ. შოუს, ასევე, ესწრებოდნენ მენეჯერები, აგენტები, რაც მომღერლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გამარჯვების შემდეგ ინტერვიუები, ჩაწერები მქონდა. სასიხარულია ისიც, რომ პირველი ქართველი ვარ, რომელიც ასეთ დაჯილდოებაზე ასეთ ნომინაციაზე წარადგინეს და პლუს, დააჯილდოვეს. ჩემს პროდიუსერებს, ჩემ გარდა, კიდევ რამდენიმე მომღერალი ჰყავთ, რომლებთანაც ხუთწლიანი ურთიერთობა აქვთ და წელს მხოლოდ მე ვიყავი ნომინირებული. თან, ჩვენ ერთწლიანი ურთიერთობაც არ გვაქვს და შესაბამისად, ეს მათთვისთაც ძალიან დიდი სტიმულია. თან, თურქულ ბაზარზე ბიჭი მომღერლის დამკვიდრება რთულია, გოგო უფრო „ქაჩავს“, გაყიდვაში გოგონები უფრო მეტი არიან. პლუსი ჩემი ტემბრი გახდა. თავიდან, მოსმენები რომ მქონდა, ხშირად მამღერებდნენ და უკვირდათ: ბიჭს ასეთი „თხელი“ ხმა, როგორ აქვსო. აქ ქალებსაც უფრო „მსუყე“, „მამაკაცური“ ხმები აქვთ. მათთვის ჩემი ხმა უფრო ეგზოტიკაა. სულ ვამბობ, ღმერთს ვუყვარვარ-მეთქი, ისე კარგად მიდის ყველაფერი. მიხარია და თან, მეშინია კიდეც – ხომ არ ვჩქარობ-მეთქი, უცნაური გრძნობა მეუფლება ხოლმე და არ მინდა, ავყვე, რადგან ძალიან ემოციური ვარ. ამიტომაც ვთოკავ ხოლმე თავს.
– ფულადი ჯილდოც ხომ არ მოგცეს?
– არა, ფულადი ჯილდო არ ყოფილა. ეს ცოტა უხეშად რომ ვთქვათ, „ოსკარებივით“ ღონისძიებაა, რადგან თურქეთში ძალიან პრესტიჟული და მნიშვნელოვანია. ისეთი ხალხი დადის, ისინი რომ მღერიან, ხალხი ტირის. ტარკანს, მურატ ბოსს და კიდევ სხვებს აქვთ ეს ჯილდო აღებული.
– ერთგვარი თურქული „გრემია“.
– კი, თურქული გრემია. უბრალოდ, „ოსკართან“ იმიტომ ვავლებ პარალელს, რომ ამ ღონისძიებაზე აჯილდოებენ ცნობილ მსახიობებსაც, პროიდუსერებს, მენეჯერებს, ანუ ჯილდოს იღებენ ადამიანები იმ დამსახურებისთვის, რაც მათ თავის სფეროში აქვთ გაკეთებული. შესაბამისად, ეს ჩემთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანია და დასაფასებელია. „ოქროს პალმაც“ მაჩუქეს და ვამბობ: ნელ-ნელა ჩემი ჯილოდების ხარისხი იხვეწება-მეთქი.
– როგორ აღნიშნეთ შენი წარმატება?
– ვახშამი გვქონდა, კარგად გავერთეთ. პროდიუსერებიც ძალიან გახარებულები არიან. თურქები ნაკლებად ემოციური ხალხია. თურქი რომ გეტყვის: ვა, მაგარია! ეს ქართულად ნიშნავს: საღოლ, ძალიან მაგარიაო! მიხარია, რომ ეს გადაწყვეტილება მივიღე, ერთი წამით არ ვნანობ. შეზღუდულიც არ ვარ, უბრალოდ, ორი წლის განმავლობაში სხვასთან კონტრაქტის გაფორმება არ შემიძლია. სხვა მხრივ, ყველაფერი კარგად არის, სიმღერა მაქვს და კლიპი, რომელიც უცხოეთში ტრიალებს, პოპულარულია. ახლა ახალი სიმღერის დაწერა იგეგმება, რომელსაც აუცილებლად მოჰყვება კლიპი. წინა კლიპი არა მხოლოდ თურქეთში, არამედ რუმინეთშიც ტრიალებს.
– ვფიქრობ, შენთვის დამარცხება უცხოა.
– სადაც მივდივარ, ყველგან ფსიქოლოგიურად ვემზადები, რომ შეიძლება, რაღაც ისე არ მოხდეს, როგორც მე მინდა ან წარმომიდგენია. ეტყობა, რაღაცნაირად ვერგები ხოლმე სიტუაციას. იმ ჟანგბადს ვსუნთქავ ხოლმე, რასაც სხვები და ზედმეტი რაღაცები არ მჩვევია.
– პირადში არ გაქვს სიახლეები?
– ამ ეტაპზე არაფერი ხდება. ზოგადად, თუ რამეს დავისახავ, იმას აუცილებლად მივაღწევ. გრძნობებშიც რადიკალური ვარ. თუ შემიყვარდება, ბოლომდე შემიყვარდება. გამიციქციქებს ხოლმე გულში და გაციქციქება ისევ გაციქციქებად რჩება. რაღაცნაირად, არ ვითარდება ხოლმე ეს გრძნობა. თუმცა, არ ვფიქრობ, რომ გრძნობა, ურთიერთობა ჩემს კარიერაში შემიშლის ხელს. მას, ალბათ, წინასწარ ეცოდინება, რა ცხოვრება მაქვს და არ მგონია, ხელი შემიშალოს. ერთის წარმატება ორივეს წარმატება უნდა იყოს. უნდა ენდო ადამიანს, თუ მას ღალატი უნდა, სახლშიც რომ დასვა, ჩავა მაღაზიაში და გიღალატებს. არ ხარ ვალდებული, რომ ვინმეს რამე აუკრძალო, ან შეზღუდო.
– რა არის შენი ყველაზე დიდი შეცდომა?
– შეცდომებიც საჭიროა და მინდა, რომ დავუშვა შეცდომები, რადგან ეს უფრო მეტ გამოცდილებას მომცემს. ძალიან გიჟი ვარ და ჩემს არცერთ ნაბიჯს არ ვნანობ. ამ გადასახედიდან არც არაფერს შევცვლიდი. ყველაფრისთვის ღმერთის მადლობელი ვარ. ალბათ, იმ შეცდომების გამო ვარ ახლაც სტამბოლში და იქიდან გესაუბრები. ჩემი სიგიჟე იმით გამოიხატება, რომ არ მიყვარს ერთ ადგილზე ყოფნა, ემოციური ვარ და არავის გიჟური, სულელური ქცევა არ მაღიზიანებს. შეიძლება, პირიქით, მივბაძო, მხარი ავუბა. მოუნდა და გააკეთა. მეც როცა ემოციები მაწვება, ვაკეთებ, ოღონდ ზრდილობის ფარგლებში. გოგო, ვინც ჩემ გვერდით იქნება, გიჟი უნდა იყოს, რადგან ცხოვრება ისე სწრაფად, ისე გიჟივით მიდის, რომ ამ რიტმს თუ არ აჰყევი, თუნდაც ემოციურად, ყველაფერი გვერდით ჩაგივლის. გიჟი უნდა იყო, რომ ბოლოს გიჟური შედეგი მიიღო. ცხოვრება არ დაგიძახებს: მოდი, მივდივარ, რამე გააკეთეო.
скачать dle 11.3