კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№14 რომელ ადამიანთან კონტაქტი იწვევს აურის დარღვევას და თქვენს ბედზე ცუდ გავლენას

 ენერგეტიკულად უარყოფით ზონებში, ანუ არასასიამოვნო ადგილებში, სადაც საშიში აურა ტრიალებს, ადამიანის დიდხანს ყოფნა, მის ბედ-იღბალზე ახდენს გავლენას და წარუმატებლობას იწვევს. სულაც არ არის რთული, გაარკვიოთ, რამდენად საშიშ ზონაში გიწევთ ყოფნა. უბრალოდ, თუ კონკრეტულ გარემოში აზრების მობილიზებას ვერ ახდენთ, გაწუხებთ აკვიატებული ფიქრები, გტანჯავთ უძილობა და შიშები, სასწრაფოდ უნდა მიიღოთ ზომები. დააკვირდით, როდის გინდებათ განმარტოება, ფიქრი, საკუთარი ცხოვრების დეტალების გაანალიზება, განვლილზე ჩაღრმავება და ასე შემდეგ. ასევე, როცა სიმშვიდისკენ მიილტვით და საკუთარ თავში ჩაკეტვა გინდათ, სწორედ ამ დროს დგას ის პერიოდი, როცა თქვენი ქვეცნობიერი მძაფრდება და მიგანიშნებთ: რაღაც რიგზე ვერ არის. ცუდი განწყობა, უარყოფითი აზრები, წარუმატებლობაზე ფიქრი კოსმოსის სამყაროში იგზავნება და ბუმერანგის პრინციპით, ადამიანს უკან უბრუნდება. საერთოდ, გრძნობები ენერგეტიკული მუხტია, რომელიც არსად იკარგება და უფრო მეტიც, ეს გრძნობა ერთი ადამიანიდან მეორეზე გადადის და სწორედ მასზე მოქმედებს ყველაზე მძაფრად და ძლიერად, ვის მიმართაც გრძნობები გაქვთ.
დაბადების მომენტში ყველა ადამიანს დედამიწაზე საკუთარი წერტილები აქვს და სწორედ ისინი აგებენ პასუხს ჩვენს წარმატება-წარუმატებლობაზე. ასეთ ადგილებში მას აურა და ბიოველი საგრძნობლად ეცვლება. დედამიწაზე არსებობს დადებითი, უარყოფითი და ასევე, ნულოვანი წერტილები. ეს წერტილები იმისთვის არის საჭირო, რომ დედამიწაზე კონკრეტულ ადამიანს თავისი შესაბამისი ადგილი ჰქონდეს. გარკვეულ ადგილებში დიდხანს ყოფნისას, უარყოფითი წერტილების გავლენით, ადამიანის ბედისწერა ცუდისკენ იცვლება. დადებით წერტილზე მოხვედრისას კი, ადამიანს ბედი ეხსნება, წარმატებული ხდება და მისი იღბალი სასიკეთოდაც იცვლება. ამ ადგილებში, თავს მშვიდად და კომფორტულად გრძნობს. იმუხტება დადებითი ენერგეტიკით და დაცულია. უარყოფით ზონებში კი ადამიანი სუსტდება, ღიზიანდება, კარგავს სასიცოცხლო ენერგიას, ირღვევა ფსიქიკა, იფანტება ყურადღება. ნულოვანი წერტილი დედამიწაზე ის ზონაა, სადაც ადამიანი განმარტოვდება და ფიქრებში მიდის. ამ მდგომარეობაში დიდხანს დარჩენა არ შეიძლება, რადგან იქ სასიცოცხლო ენერგია იყინება და არ არის გამორიცხული, ადამიანის ჯანმრთელობას ზიანიც კი მიადგეს. ამიტომ, დააკვირდით, რომელ ადგილას როგორ გრძნობთ თავს – სად ისვენებთ, სად უღრმავდებით ფიქრებს და სად შფოთავთ და განიცდით. თუ იგრძენით, რომ წამოვიდა ცუდი აზრები, აკვიატებული ფიქრები, რაღაცას ავადმყოფურად განიცდით და ვერ ხვდებით, რა არის თქვენი გუნება-განწყობის უარესობისკენ შეცვლის მიზეზი, სასწრაფოდ მიიღეთ შხაპი, ასე სხეულიდან უარყოფითი ზონისგან აკრეფილ ენერგიას „ჩამორეცხავთ“.  
აურაზე და ენერგეტიკაზე, კონკრეტული ადამიანის გვერდით ყოფნაც ახდენს გავლენას და მათაც შეუძლიათ, თქვენს ბედში თავისი ქმედებებით შეიტანონ ცვლილება. კერძოდ, სხვადასხვა წელიწადში დაბადებული ადამიანები შინაგანი ბუნებითა და ნიშან-თვისებებით აბსოლუტურად განსხვავდებიან ერთმანეთისგან. თუ ადამიანის დაბადების წელი იცით, მაშინ ეს დაგეხმარებათ, როგორ გადალახოთ პრობლემები მასთან ურთიერთობისას. ასევე, როგორ გაიიოლოთ ურთიერთობა, როგორც პირად, ასევე, სასიყვარულო და პროფესიული თვალსაზრისით და არც საკუთარი ბედი და აურა დააზიანოთ.
ვირთხის, ხარისა და ტახის წლებში დაბადებული ადამიანები დაბალი მგრძნობელობით გამოირჩევიან. სასიყვარულო და ოჯახურ თანაცხოვრებაში, მათგან თანაგრძნობას ნუ ელით. გადაწყვეტილებების მიღებისას, მათი დახმარების იმედი ნუ გექნებათ. თუ მათთან ერთად, ერთ ჭერქვეშ ცხოვრება გინდათ ან საქმიანი კონტაქტის დამყარებას აპირებთ, ეს ყველაფერი უნდა გაითვალისწინოთ, რომ კონფლიქტებსა და გაუგებრობებს აარიდოთ თავი.
გველის, ცხენისა და თხის წლებში დაბადებული ადამიანები განსაკუთრებული მგრძნობელობით გამოირჩევიან. დამყოლები არიან და მათი გულის მოლბობაც ადვილად შეგიძლიათ. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ ამ წლებში დაბადებული ადამიანები ვერ იტანენ ძალადობასა და მითითებებს.
მაიმუნის, მამლისა და ძაღლის წლებში დაბადებულები ძლიერი ბუნების არიან. ვერ იტანენ, როცა მათ აზრს უგულებელყოფენ და არ უსმენენ. დაუგდეთ ყური, დაფიქრდით და რჩევა ისე მიაწოდეთ, რომ არ აწყენინოთ.
ვეფხვის, კატისა და დრაკონის წლებში დაბადებულების გვერდით თავს ენერგეტიკულად მშვიდად და დაცულად იგრძნობთ. კარგი მეოჯახეები და ერთგული პარტნიორები არიან. ერიდებიან კამათს. მათ აზრს ყოველთვის გაუწიეთ ანგარიში, რადგან ინტუიციურ დონეზე, ზუსტად მოქმედებენ.
скачать dle 11.3