კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№14 რატომ ეშინოდათ ლადო აფხაზავასი მასწავლებლის გლობალურ ჯილდოზე წარდგენილ სხვა მასწავლებლებს

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

„მასწავლებლის მსოფლიო ჯილდოს“ დაჯილდოებიდან დაბრუნებულ ჩიბათის საჯარო სკოლის მასწავლებელს, ლადო აფხაზავას სამშობლოსა და მშობლიურ სკოლაში დიდი ემოციებით დახვდნენ.
ლადო აფხაზავა: ბოლო დღე ძალიან ემოციური იყო. არა იმიტომ, რომ ჩვენ ვერ გავიმარჯვეთ, ისეთი მომენტებით, რამაც გული გაგვითბო. ჩემს ჩანთაში აღმოვაჩინეთ წამლები, რომლებიც იქ ჩემმა მოსწავლეებმა ჩადეს, წერილებით: ლადო მას, ეს დალიეთ, თუ გული აგტკივდათ; ეს გაციების წამალია; თავს გაუფრთხილდით და ასე შემდეგ. ბოლო დღეს ვნახე ეს წერილები და მათმა მზრუნველობამ გული ამიჩუყა. იქ იყვნენ მასწავლებლები, მაგალითად, იაპონიის წარმომადგენელი, რომელმაც თქვა, ჩემს ქვეყანაში საერთოდ არ იციან, სად წამოვედიო. თურმე ერთი ნიუსიც არ დაწერილა იმის შესახებ, რომ ათეულში მოხვდა და არც არავინ ახლდა. იცოდნენ, რომ ჩვენს ქვეყანაში სხვანაირი დამოკიდებულება იყო და ამ კონკურსს ჩემი პატარა ცნობადობაც მოჰყვა. ჩემს ვიდეოს გლობალის გვერდზე ათასობით ნახვა და გაზიარება აქვს, მათსას – 12-13 და ამ ყველაფრით რაღაცნაირად შეშინებულები იყვნენ. პირველ დღეს დიდი ოვაციებით ნამდვილად არ შეგვხვდნენ და ჩვენ რომ ყველას თბილად ვექცეოდით, უკვირდათ. მერე მიხვდნენ, რომ საქართველომ ცხრავე მათგანი აღიარა. ამის შემდეგ დაიწყეს ჩვენდამი სითბოს გამოხატვა და ერთ ოჯახად ვიქეცით.
– როგორც ჩანს, კონკურენცია ცოტა აშინებდათ.
– სანამ ჩავიდოდი, რატოღაც მათგან მოდიოდა ეს დამოკიდებულება. მაგრამ მე კონკურენტის როლი არ მქონდა მორგებული, ჩემთვის ათ საუკეთესოში მოხვედრა უკვე წარმატება და გამარჯვება იყო. მნიშვნელობა არ ჰქონდა, ამ ათიდან ვინ გაიმარჯვებდა. მთავარი იყო, ვინ სჭირდებოდა მსოფლიოს უფრო მეტად. ამის შეფასება არც ვარკის ფონდს ეშლება და არც გლობალური ჯილდოს ჟიურის. მათ უფრო მეტად იციან, ვინ უფრო შთამბეჭდავია და ვისი საჭიროებაა იმ წელს მსოფლიოში მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციისთვის. ამიტომ ძალიან მიხარია, რომ პიტერმა გაიმარჯვა. ამ ბიჭს შთამბეჭდავი ისტორია ჰქონდა. კენიაში, უმძიმეს პირობებში მართლა ნათელი წერტილია. ძალიან ბევრი მოსწავლე ჰყავს, მათგან ზოგს საჭმელი არ აქვს, ზოგს – სახლი. იქ ყოველი მესამე ბავშვი ობოლია, ათასი დაავადებაა და ეს ბიჭი ამ ყველაფერს უმკლავდება, რაც გმირობა და ძალიან დიდი საქმეა. მან დამსახურებულად მოიგო ეს ჯილდო და ჩვენც უნდა ვისწავლოთ, სხვისი გამარჯვების აღიარება.
– როგორი იყო დუბაიში წინასწარი განწყობა, სანამ გამარჯვებულის ვინაობა გახდებოდა ცნობილი?
– ყველა საქართველოს დროშას ხატავდა და როდესაც ათეული შემოვყავდით, ძალიან დიდი კორიდორი გამოვიარეთ, რომელიც ხალხით იყო გადავსებული, ყველა „ჯორჯიას“ ყვიროდა, ჩვენც გაგვაკვირვა ასეთმა განწყობამ. ყველა აღნიშნავდა, რამდენი გულშემატკივარი ჰყავს საქართველოსო, მაგრამ ერთი წუთითაც არ გვიფიქრია, რომ ჩვენ გავიმარჯვებდით და მიხარია, რომ მოლოდინები არ შევიქმენით, მერე შეიძლება, რთული ყოფილიყო. ხალხი კი გიჭერს მხარს, მაგრამ მთავარი ვარკის ფონდია, ვინც მილიონ დოლარს გამოყოფს. ეს კონკურსი არაა მხარდაჭრაზე დამოკიდებული. აქ მთავარია, ვინ სჭირდება მსოფლიოს და ეს მათ უკეთ იციან.  
– თუმცა მხარდაჭერას უნდა მოპოვება.
– რამდენიმე ქვეყანამ ისეთი რესურსები ჩამოიტანა, თვალითაც რომ არ მქონდა ნანახი. ჩვენ იქვე ამოვხიეთ ოთხი ფურცელი და მასზე ავაგეთ ჩვენი მასტერკლასი, რომლის დიდი ნაწილიც წინასწარ არც გვქონდა შეთანხმებული და სპონტანურად ვმოქმედებდით, იქვე დავდგით ყველაფერი. ჩემს გაკვეთილზე ასეა, მოსწავლეები აღფრთოვანებაში უნდა მოვიდნენ, ისე უნდა გაერთონ და მოეწონოთ საგაკვეთილო პროცესი, რომ ზარის გაგონებაც კი არ უნდოდეთ. ამ მასტერკლასშიც ზუსტად ეს იდეა ჩავდეთ და გაამართლა. როგორც ჩემი მოსწავლეები წამოხტებიან ხოლმე და აღფრთოვანებას გამოხატავენ გაკვეთილების ბოლოს, ზოგი ტაშს უკრავს, ზოგი კი სიტყვებით გამოხატავს, იქაც ანალოგიური მუხტი წამოვიდა. ზოგი მხიარული თამაში იყო და თბილისიდან წამოვიდა კომენტარები, რატომ ხტუნავს ეს კაცი, ამით რას ასწავლისო? იქ მარტო ხტუნვა არ იყო. ამ პროცესში ბევრი რამაა ჩადებული, თუნდაც ის, როგორ მოვიყვანოთ ენერგიაზე დაღლილი ბავშვი. თუმცა, ამის გარდა, ბევრ ძალიან სერიოზულ თემაზე ვისაუბრეთ და მნიშვნელოვანი პროექტებიც განვიხილეთ. იქ ჩვენი განათლების სპეციალისტებიც გვახლდნენ, ესწრებოდნენ ამ მასტერკლასს და არავის ეგონა, თუ ასეთ მაღალ ხარისხს დავდებდით. ჩვენ არ ვიცოდით და თურმე, ამ მასტერკლასებს დამსწრე 179 ქვეყნის მასწავლებელი აფასებდა. ყველაზე მაღალი ქულა ჩვენ მიგვიღია და პირველი ადგილი დავიკავეთ, მეორეზე ამერიკა იყო, შემდეგ ინდოეთი, იაპონია... თუმცა ამის შესახებ გვიან გავიგეთ. რომ გვითხრეს, პირველი ადგილი აიღეთო, დავიბენით.
– ჰიუ ჯეკმანთან შეხვედრაც გავიხსენოთ, „ჰოლივუდის“ ვარსკვლავთან, რომელიც ამ ცერემონიას უძღვებოდა.
– სამი დღე ერთად ვიყავით და რეპეტიციებს გავდიოდით. ძალიან დავახლოვდით, სულ ერთ ოთახში გვიწევდა ყოფნა. უბრალო და უშუალო ადამიანია, უკვე ჩემი კოლეგა მეგონა. როგორც სკოლაში ვესაუბრებით ერთმანეთს მეგობრული ჟესტიკულაციებით, ისე ვსაუბრობდით მასთანაც. ძალიან მაგარი ადამიანია და ცერემონიაზე საოცარი სიურპრიზი გააკეთა, მისი შთაგონებით მოეწყო ეს შოუ, საოცარი ცეცხლი დაანთო და ყველა შოკში იყო. იქ დედამიწის მაკეტი გვქონდა და ძალიან ხშირად მივუთითებდი ხოლმე საქართველოს შესახებ. ასე რომ, უკვე ყველას ახსოვს ჩვენი დროშა. იციან რომელ კონტინენტზე ვცხოვრობთ და ასევე, ყველამ იცის, რა არის ყაბალახი. როცა ყაბალახით მხედავდნენ, ყველა მეუბნებოდა, რა მოდური აქსესუარი გაქვსო და ვუხსნიდი, რომ ეს ჩემი კუთხის ტრადიციის ნაწილია, ყველა აღაფრთოვანა.
– ეს ამბები რომ დაიწყო, დაიწყო ბულინგიც თქვენი მისამართით.
– იმდენი რამ წავიკითხე და ჩემზე ისეთები გავიგე, სიცილიც აღარ შეგვეძლო. მე სკოლაში სიტყვის თავისუფლებას ვასწავლი და, კი ბატონო, ნებისმიერ პირს, ვინც სოციალური ქსელით თავის ჭიას ახარებს, ნებისმიერი რამის დაწერა შეუძლია. გულთან არ მიმიტანია და ოდნავადაც არ მინერვიულია. სასწაულებს წერდნენ, შეურაცხყოფაც ბევრი იყო, მაგრამ ერთი კომენტარიც არ გამიკეთებია. მარტო მე კი არა, მათ საქართველოს მიაყენეს შეურაცხყოფა. როდესაც ადამიანი საქართველოს მსოფლიო ასპარეზზე წარმოადგენს და შენ მას ლანძღავ, ამით შენს ქვეყანას ურტყამ, მე საერთოდ არაფერი დამშავებია. პირიქით, უფრო პოპულარული გამხადეს. მაგათ შემოვევლე, ნეტავ კიდევ გააგრძელებდნენ. ამით უფრო ვძლიერდები. მე ლანძღვა-გინებისა და ცილისწამების არა, ადამიანი რომ დაუმსახურებლად გაქებს, ამის მეშინია. საშინელი სიტყვები წავიკითხე ჩემზე, მაგრამ მათთვის პასუხის გაცემა საჭიროდ არ ჩავთვალე. არც თავის მართლებას დავიწყებ, არც ჭკუას ვასწავლი ვინმეს, ყველას მის საქმეში გაუმარჯოს. ყველას აქვს თავისუფალი ნება და სიტყვის თავისუფლება... ყველაზე სამწუხაროა, რაც რამდენიმე თბილისელმა მასწავლებელმა იკადრა – ჩემს მოსწავლეებს ეს სისულელეები პირადში მოსწერეს. თავიდან, ჩემმა მოსწავლეებმა აქტიურად დაიწყეს ჩემი დაცვა და მათ პირადში საშინელი სიტყვებით უპასუხეს. უკვე ლადო აფხაზავა კი არა, მოსწავლე გადაიქცა მასწავლებლების მხრიდან ბულინგის მსხვერპლად. 2017 წელს, როცა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გავხდი, მაშინ განვაცხადე, რომ პროფესიით არ ვარ მასწავლებელი, რომ ეკონომისტის დიპლომი მაქვს და სასულიერო სემინარია დავამთავრე. მერე ვიღაც ბლოგერებმა ჩაატარეს „ჟურნალისტური გამოძიება“ და გამოიკვლიეს: აუ, ლადო აფხაზავას მასწავლებლის დიპლომი არ ჰქონიაო – ამერიკა აღმოაჩინეს. მე ამას თავიდანვე ვამბობდი და შემდეგაც – ინტერვიუებში, დამალული არაფერი ყოფილა. წერდნენ იმასაც, სოროსი აფინანსებსო. ნეტა, მართლა ვინმე მაფინანსებდეს, ხანდახან გზის ფულიც კი არ მქონდა.
– სოციალურ ქსელში დაიწყო კამპანია „მილიონი ლადო აფხაზავასთვის“ – თითოეულ მხარდამჭერს შეუძლია, თითო ლარი გადმორიცხოს თქვენი გეგმების განსახორციელებლად, რასაც დიდ მხარდაჭერასთან ერთად, კრიტიკაც მოჰყვა.
– მე არაფერ შუაში ვარ. ამის შესახებ რომ გავიგე, თავიდან მეგონა, რომ ვიღაც ხუმრობდა. მე და ჩემი სკოლის მოსწავლეებს გაგვიწევია მსგავსი ტიპის კამპანია, ყოველ ახალ წელს და აღდგომას მივდივართ სხვადასხვა მეწარმესთან და ვაგროვებთ ტკბილეულს აქციისთვის – „ტკბილეული ყველა ბავშვს“, რასაც შემდეგ მრავალშვილიან ოჯახებში ვარიგებთ. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, წამოიწყოს ასეთი კამპანია. ზოგი ეთანხმება, ზოგი – არა, ყველას თავისი აზრი აქვს. თუ ვინმემ ჩემთვის წამოიწყო, მადლობის მეტი არაფერი მეთქმის, მაგრამ არც ის მინდა, ის ადამიანი უხერხულობაში ჩავარდეს. თუმცა, არა მგონია, ამაში რამე ცუდი იყოს. მე, მაგალითად, ვეხმარები ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს, მაგრამ ამის შესახებ არასდროს მიყვირია. თუ თანხა გროვდება, ის მოსწავლეებსა და საგანმანათლებლო სივრცეს მოხმარდება.  უკვე ვარკის ფონდის ელჩი ვარ და შეიძლება, ქართველი მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის ფინანსები სხვადასხვა დონორი ორგანიზაციებიდან მოვიძიო. ასეთი აყალმაყალი თუ ატეხა ყველამ, არ ვიცი რა ვქნა?! ვფიქრობ, საქართველოში არ ყოფილა პრეცედენტი მასწავლებლისთვის ინიციატივების გასახორციელებლად ვინმეს თანხის შეკრება დაეწყოს და თუ ამაში საზოგადოებამაც მხარი აუბა, მგონი, ამაში ცუდი არაფერია. ერთი ლარი არავის არ დააზარალებს. როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს ლანძღვა-გინება?! დალხინებული ცხოვრება არ მქონია და რკინის არ ვარ, მეც ადამიანი ვარ.
скачать dle 11.3