კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№14 „თორელი“ – „საფილო ჯგუფის“ ახალი ბრენდი საქართველოში

ნინო კანდელაკი ნინო კანდელაკი

ქართველი მომხმარებლისთვის კარგად ცნობილი და საყვარელი მაღაზიათა ქსელი „საფილო“  26 წლის წინ გაჩნდა ქართულ ბაზარზე და ამ ხნის განმავლობაში კომპანიის გუნდი განუწყვეტლივ ზრუნავს მომხმარებლის კომფორტსა და სიახლეების შეთავაზებაზე. ერთი წლის წინ „საფილო ჯგუფმა“, „თორელის“ სახელით, ოპტიკური და მზის  სათვალეების ახალი ბრენდი ჩამოაყალიბა და დღეს თბილისში „თორელის“ უკვე  ორი მაღაზიაა. რებრენდინგის ფარგლებში იგეგმება „საფილოს“  ყველა ფილიალის „თორელად“ გარდაქმნა და დამატებითი ფილიალების გახსნა მთელი ქვეყნის მასშტაბით.

კომპანიის შექმნის ისტორია
ქალბატონმა ია შოთაძემ 1993 წელს გადაწყვიტა, საკუთარი ბიზნესი მისთვის კარგად ნაცნობ – ოპტიკის სფეროში შეექმნა. ამ მიზნით ჩავიდა რომში, სადაც შეხვდა კონტროლის პალატის წარმომადგენელს, რომელმაც  სხვადასხვა გამოფენებთან და მომწოდებლებთან დააკავშირა.
ია შოთაძემ შეარჩია სასურველი კოლექციები და საქართველოში დაბრუნებულმა გახსნა პირველი მაღაზია, სახელწოდებით – „+-20”,  რომელმაც მალევე მოიპოვა მომხმარებლის ნდობა და სიყვარული. 1999 წელს „+-20-მა“, მომწოდებლების თხოვნით, „საფილოს“ სახელით განაგრძო ბაზარზე მოღვაწეობა  და ახალი ფილიალებიც გაჩნდა.  
ია შოთაძე: ჩემი დიდი სურვილი იყო, გამეხსნა საკუთარი მაღაზია, სადაც მომხმარებელს
შესაძლებლობა ექნებოდა, სასიამოვნო გარემოში, კვალიფიციური პერსონალის დახმარებით შეერჩია მსოფლიოში წამყვანი ბრენდების მიერ წარმოებული ოპტიკური და მზის სათვალეები. 2008 წელს ბაზარზე უკვე 9 მაღაზიით ვიყავით წარმოდგენილი.


* კომპანიის მისია
„თორელის“ მისიაა, მისცეს ქართველ მომხმარებელს  შესაძლებლობა, შეარჩიოს სათვალეები მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ბრენდების უახლესი კოლექციებიდან.

* რა გამოარჩევს „თორელს“  ბაზარზე


 „თორელის“  მაღაზიათა ქსელი გამოირჩევა მუდმივად განახლებადი კოლექციებით.

* გუნდი
კომპანიაში ფიქრობენ, რომ გაყიდვების დიდი წილი თანამშრომლების დამსახურებაა. ამიტომ განსაკუთრებით ზრუნავენ მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე, რისთვისაც მათ მუდმივად ატრენინგებენ.
კომპანიის ნებისმიერ ფილიალში შეგიძლიათ, მიიღოთ მაღალი ხარისხის ოფთალმოლოგიური მომსახურება – მაღაზიათა ქსელში დაგხვდებიან კვალიფიციური ოფთალმოლოგები, რომლებიც პარალელურად, სხვადასხვა კლინიკის თანამშრომლები არიან.
ია შოთაძე:
კარგი თანამშრომელი უნდა იყოს ღიმილიანი, ზრდილობიანი და მართალი. ბიზნესში ჩაერთო ჩემი შვილიც, რომელიც ჯერ მხოლოდ 19 წლისაა და სწავლობს.  მიმაჩნია, რომ  გუნდი
მხოლოდ იმ ადამიანებისგან უნდა შედგებოდეს, ვინც საქმეს კარგად ართმევს თავს, თუ ჩემი შვილი ასეთი არ იქნება, სამსახურიდან მასაც გავუშვებ.
ამ ბრენდს მთელი ჩემი ცხოვრება უკავია, სხვა საქმეზე არასდროს მიფიქრია. თითქმის ორი წლის წინ ჩვენს გუნდს შემოუერთდა ნიჭიერი და  კრეატიული ახალგაზრდა, მარკეტინგის მიმართულებით ევროპული განათლებით. გარკვეული პერიოდის შემდეგ, მისი ინიციატივით მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ „თორელის“ სახელით, საქართველოში ჩამოგვეყალიბებინა ოპტიკური და მზის სათვალეების ახალი ქსელი, რაც ისევე შეიყვარა ქართველმა მომხმარებელმა, როგორც თავის დროზე „საფილო“.

* რებრენდინგი

„საფილო ჯგუფში“ დავით ალიმბარაშვილის მისვლის პირველივე დღიდან დაიწყო ორგანიზაციული ცვლილებები,  „საფილოს“ მთლიანი შიდა სტრუქტურის, მათ შორის მომსახურების ხარისხის გარდაქმნა. „თორელის“ შექმნის იდეა ცვლილებების დაწყებიდან 5-6 თვის შემდეგ გაჩნდა. თავდაპირველი ჩანაფიქრის თანახმად, „თორელს“ მხოლოდ მაღალი საფასო სეგმენტი უნდა აეთვისებინა, რადგანაც ჩათვალეს, რომ საქართველოში ეს სეგმენტი აუთვისებელი იყო. საუბარი იყო მდიდრულ ბრენდებზე. იდეა ეტაპობრივად იხვეწებოდა და საბოლოო ჯამში, მივიღეთ ის, რაც  დღეს გვაქვს. დღეს წარმოდგენილი „თორელი“ შედარებით მაღალ საფასო სეგმენტზეა ორიენტირებული, თუმცა, ყველა ტიპის მომხმარებლის მოთხოვნებს პასუხობს.

დავით ალიმბარაშვილი:
2017 წლის დასაწყისში, როდესაც ნიდერლანდებიდან, სადაც სამაგისტრო პროგრამაზე ვსწავლობდი, დროებით ვიყავი ჩამოსული საქართველოში, დამიკავშირდა „საფილო ჯგუფი“ და თანამშრომლობა შემომთავაზა. თავიდან ყველაფერი ბიზნესკონსულტაციით დაიწყო,  ვაძლევდი რჩევებს, ვუგეგმავდი მარკეტინგულ კამპანიებს... შემდეგ შემომთავაზეს გენერალური დირექტორის პოზიცია, რასაც დავთანხმდი და რეალურად იმ პერიოდიდან შევუდექი ამ საქმეს.
ოპტიკის სამყაროში ასეთი თქმულება არსებობს – „ვინც ამ ინდუსტრიაში შემოდის, ის არასდროს არსად  მიდის.“
რაც შეეხება კონკრეტულად „თორელს“, ეს სრულიად ახალი კონცეფციაა და ყველაფერი შევცვალეთ, ბრენდის ფერებიც კი. ვიყენებთ ახალ მარკეტინგულ სტრატეგიებს, გვაქვს ბრენდის ყველა ელემენტი, რითიც შეიძლება, მომხმარებელმა გვიცნოს. თითოეულ წვრილმანში ძალიან დიდ ძალისხმევას ვდებთ.


* ბრენდები
„თორელში“

„თორელმა“ მოკლე პერიოდში მოახერხა, გამხდარიყო ისეთი ბრენდების ოფიციალური წარმომადგენელი,

როგორიცაა  DIOR, ELIE SAAB, JIMMY CHOO, HUGO BOSS, MARC JACOBS, FENDI, MOSCHINO. „თორელი“ ექსკლუზიურად სთავაზობს  მომხმარებლებს ისეთი ბრენდების უახლეს პროდუქციას, როგორიცაა: Gucci, Alexander McQueen, Saint Laurent, Bottega  Veneta, STELLA McCARTNEY,
PORSCHE DESIGN და ასე შემდეგ. „თორელის“ კონკურენტ კომპანიებს აღარ გაუგრძელებიათ აღნიშნულ კომპანიებთან თანამშრომლობა, ასე რომ, „თორელი“ ექსკლუზიურად სთავაზობს უახლეს კოლექციას თავის მომხმარებელს. კომპანიის მაღაზიათა ქსელში შესაძლებელია ნებისმიერი ტიპის კონტაქტური ლინზისა და სათვალისთვის საჭირო ყველა აქსესუარის შეძენა. ქსელში თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ უმაღლესი ხარისხის გერმანული სათვალის ლინზები. „თორელი“ გახლავთ გერმანული კომპანია RODENSTOCK-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში, რომელიც მსოფლიოში ყველაზე მაღალი ხარისხის სათვალის ლინზებს აწარმოებს.

* ფასები
„თორელში“ ყველა საფასო სეგმენტია  ათვისებული. ბრენდული სათვალის ფასი 189 ლარიდან იწყება და 4 ათას ლარამდეც ადის. ასევეა ლინზებშიც – მომხმარებელს შეუძლია, სათვალის
ლინზები 18 ლარად შეიძინოს, თუმცა, შესაძლებელია, ეს ფასი 1 000 ლარამდე გაზარდოს და სპეციალურად მისთვის დამზადებული ლინზები პირდაპირ გერმანიიდან მიიღოს.
კომპანია ცდილობს, მაქსიმალურად ხშირად შესთავაზოს მომხმარებელს პროდუქციაზე ფასდაკლება, რაც ყველაზე მნიშნელოვანია, ფასი აკლდება არა მხოლოდ წინა კოლექციის პროდუქტს, არამედ სათვალეებს ახალი კოლექციიდანაც.
ამ წლის განმავლობაში „თორელმა“ ბევრი ერთგული მომხმარებელი შეიძინა, რომლებსაც კომპანია დღესასწაულზე სხვადასხვა საჩუქრით ანებივრებს.
კომპანიაში ახალი მიდგომაა ფასწარმოქმნაზეც, „თორელში“  მხოლოდ მომწოდებლის ოფიციალურად დადგენილი ფასებით სარგებლობენ. ითვალისწინებენ  მომხმარებლის მსყიდველუნარიანობასაც და მუდმივად ცდილობენ, იმ ფასიდან გარკვეული ფასდათმობებით წაახალისონ და მაღალი  დონის პროდუქციის შეძენა მათთვის უფრო ხელმისაწვდომი გახადონ.


დავით ალიმბარაშვილი:
საქართველოში ჩვენ ვნერგავთ ევროპულ გამოცდილებას. თორელში პროდუქტის შეძენასთან ერთად, მომხმარებელი სწორედ ამ გამოცდილებას ეზიარება.
ჩვენი ერთწლიანი მიზანდასახული ძალისხმევის შედეგად, გავხდით ამ ინდუსტრიაში ყველაზე წარმატებული კომპანიების პარტნიორები. ყოველივე ამან განაპირობა ჩვენი წარმატება დროის მცირე მონაკვეთში.

* სამომავლო გეგმები

სამომავლოდ მოხდება „საფილოს“ არსებული მაღაზიების რებრენდინგი, ყველა მათგანი დაიბრენდება, როგორც „თორელი ოპტიკა“, თუმცა, დარჩება არსებულ საფასო სეგმენტში.   
აქტიურად გრძელდება ქსელის რებრენდინგი და კომპანია მომდევნო წელს „თორელის“ 5 ფილიალით შეხვდება. რებრენდინგი ითვალისწინებს არა მხოლოდ ძველი ფილიალების განახლებას, არამედ ახალი ფილიალების მატებასაც. ჯგუფის მომავალი „თორელია“ – კიდევ უფრო გაუმჯობესებული მომსახურებით და მუდმივი ცვლილებებით.
скачать dle 11.3