№14 ანეკდოტები
სიდედრი ურეკავს სიძეს.
– გუჯიკო, გაზის სუნი მცემს სახლში და რა ვქნა?
– შენ მორწმუნე ქალი ხარ, სანთელი აანთე და ილოცე...
***
სვანი ფარდას აუთოვებდა და ფანჯრიდან გადმოვარდა.
***
– მამი, მამი! მოდი გადავიდეთ ამ სახლიდან.
– რატომ, შვილო.
– ძიძამ მითხრა, აქ მოჩვენებები არიანო.
– ჩაალაგე ტანსაცმელი!
– რატომ, მამა?
– არ გვყავს ძიძა.
***
მეგრელმა ოქროს თევზი დაიჭირა.
აკვირდება ოქროს თევზი, სანამ მეგრელი სურვილებს მოიფიქრებს.
– მეგრელი ხარ? – ეკითხება.
– კი...
– ჯობია, შემწვი..
სხარტულები
* ვინც ადრე დგება, ყოველთვის ნანობს, რომ გვიან დაწვა.
* სიყვარული ორი ადამიანისგან შედგება, მაგრამ ზოგმა თვლა არ იცის.
* ადამიანები მოდიან, იმედებს ტოვებენ და მიდიან.
* დილით – ზამთარი, დღე – ზაფხული, საღამოს – შემოდგომა. გამარჯობა, ეს მე ვარ მარტი!
* გუშინ ქორწილში ასეთი ჩხუბი იყო, ხაჭაპურში ყველი იწელებოდა.