კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№14 ტკბილი სიმართლე

ნინო კანდელაკი ელენე წულუკიძე

ნამდვილად „ტკბილი“ ტესტია, აარჩიეთ ნამცხვრის ნაირსახეობა, რომელსაც სიამოვნებით მიირთმევდით და გაიგეთ, როგორი ხასიათი გაქვთ. ტესტი საკმაოდ რეალურია.
* თაფლის ნამცხვარი;
* ბლინები შოკოლადით (მურაბით);
* ნაპოლეონი;
* ტირამისუ;
* ჩიზქეიქი;
* მთვრალი ალუბალი;
* ხილის ტორტი.

ნახეთ, რაზე მეტყველებს თქვენი არჩევანი:
თაფლის ნამცხვარი: სიამოვნებისთვის ხართ გაჩენილი გიყვართ სიცოცხლე. ვიღაცებს ჰგონიათ, რომ ბედის ნებიერი ხართ. თუმცა მხოლოდ  თქვენ იცით, როგორი მნიშვნელოვანია ადამიანისთვის ცხოვრების თითოეული მომენტით ტკბობა და რა გიჯდებათ „ზედაპირზე ტივტივი“.
ბლინები შოკოლადით: საოცარი ფანტაზია, ულევი ენერგია და მუდმივად რაღაცის კეთების სურვილი გაქვთ. სამსახურში ლიდერი ბრძანდებით. ზოგჯერ თავს მარტო გრძნობთ, თუმცა ეს მხოლოდ თქვენთვის არის ცნობილი. იყავით გულახდილი საკუთარ თავთან, ეს აუცილებელია.
ნაპოლეონი: ესთეტი ხართ. გართობაში მუხრუჭებს არ აღიარებთ. ახლობლები ხშირად გეუბნებიან, რომ ეგოისტი ხართ. ასე არ არის, უბრალოდ, გიყვართ, სიამოვნებაში გაატაროთ დრო და ზოგჯერ თუ ეს საკუთარი თავის სიყვარულს ჰგავს, ამაში ცუდი არაფერია.
ტირამისუ: გიყვართ სამომავლო გეგმების დაწყობა. მხიარული და კეთილი ხართ. ხშირად იცინით და გჯერათ, რომ უკეთესი დღეები წინ გაქვთ.
ჩიზქეიქი: გიყვართ ექსპერიმენტები, თანაც, ყველაფერში. მიგაჩნიათ, რომ ცხოვრებაში უმთავრესი სიყვარული და შინაგანი თავისუფლებაა. სიძნელეებს, წლებს არაფრად აგდებთ. თქვენთვის გულის ტკენა ძალიან ადვილია.
მთვრალი ალუბალი: ყველაფერი უცხო, პიკანტური და გამორჩეული გიყვართ. არაერთხელ გტკენიათ და დაცემულხართ, მაგრამ ყოყველთვის როცა ცხოვრებას თავიდან იწყებთ, წარმატებასაც აღწევთ. დროა, თქვენი ცხოვრების მთავარი მიზნისკენ სერიოზული ნაბიჯი გადადგათ.
ხილის ტორტი: ძალიან გულწრფელი ხართ როგორც საკუთარ თავთან, ისე გარშემო მყოფებთან. თქვენთვის მთავარი ოჯახია. ახლობლებისთვის პოზიტივისა და სასიცოცხლო ენერგიის ამოუწურავი წყარო ხართ.
скачать dle 11.3