კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№14 ქმარს ვუღალატე, მაპატია, მაგრამ შვილებმა მომიძულეს

არასდროს მიმუშავია, მაგრამ ჩემმა ქმარმა ჯანმრთელობის გაუარესების გამო სამსახური რომ დაკარგა და ოჯახს გაუჭირდა, უცხოეთში წასვლა გადავწყვიტე. ვიფიქრე, ვიმუშავებ და იქიდან დავემხარები-მეთქი. სამი ბიჭი მივატოვე, სახლის საქმეები ქმარს ჩავაბარე და თურქეთში გავყევი მეზობლის ქალს, რომელიც იქ დიდი ხანია, მუშაობს. თან, შორი არ არის და ვიფიქრე, თუ ვერ გავძლებ ან სამსახური არ მომეწონება, უკან ადვილად დავბრუნდები-მეთქი. შვილები ჩემი წასვლის წინააღმდეგები იყვნენ, მაგრამ ქმარი დავიყოლიე და მაინც წავედი. იქ ჩასულს, ისეთი ვითარება დამხვდა, კინაღამ იმწამსვე უკან გამოვბრუნდი. მეზობლის ქალმა, რომელსაც ოჯახში დამლაგებლად უნდა მოვეწყვე, ისეთ სიტუაციაში ამომაყოფინა თავი, კინაღამ გავგიჟდი. რომ მეგონა, მხოლოდ სახლის დალაგება-დასუფთავება და საჭმლის მომზადება მევალებოდა, აღმოჩნდა, რომ ლოგინად ჩავარდნილი მოხუცისთვისაც უნდა მომევლო. ბევრს აღარ გავაგრძელებ, იქ ჩასული სახლში მარტო აღმოვჩნდი, მოხუცთან ერთად, რომელიც საშინელი მოსავლელი იყო. მისი შვილი ახლოს ცხოვრობდა და ხშირად მოდიოდა. თავიდან თბილად მექცეოდა, ფულსაც დროულად მაძლევდა და ამის ხათრით ვჩერდებოდი. თუმცა, როცა მივხვდი, რა განზრახვაც ჰქონდა, ჩემი იქ ყოფნა გაუსაძლისი გახდა. მავიწროვებდა, მთხოვდა მასთან დავწოლილიყავი. ვუხსნიდი რომ ქმარ-შვილი მყავს, აქ სამუშაოდ ვარ ჩამოსული და არა საფლირტაოდ, მე ვერ ვუღალატებ ჩემს ოჯახს-მეთქი. რაში აინტერესებდა ჩემი მდგომარეობა? მითხრა, რასაც გიხდი, იმას დავამატებ ჩემთან დაწოლის თანხასაც, ოღონდ დამთანხმდიო. იმდენი ქნა, ისე შემავიწროვა, არ მომეშვა, სანამ მასთან სექსუალური კონტაქტი არ დავამყარე. ჩემი თავი მეზიზღებოდა, მაგრამ ის მამშვიდებდა, რომ ფულს ვუგზავნიდი ოჯახს და გაჭირვებაში აღარ იყვნენ. სამი თვის მერე, რამდენიმე დღით შინ დაბრუნება მომიწია. ჩემი ქმარი საშინელ მდგომარეობაში დამხვდა – ინფარქტგადატანილი. შვილებმა მითხრეს, აღარ განერვიულეთ და არ გითხარით, ვიცოდით, არ გაჩერდებოდი, გამოქანდებოდი, ჩვენ კი ფული უფრო გვჭიდებოდა, ვიდრე შენი აქ ყოფნაო. მოკლედ, ისევ დავბრუნდი უკან და სხვა გზა არ მქონდა, ვწვებოდი იმ კაცთან, ისიც სათანადოდ მიხდიდა და მეც იმ თანხას ქმარს ვუგზავნიდი. ერთი წლის მერე, მივხვდი, ოჯახს ქალის გარეშე გაუჭირდა, საოჯახო საქმეებს ვეღარ აუდიოდნენ, ვიფიქრე, ჯანდაბას, დავბრუნდები, ჩემს ქვეყანაში მოვუვლი მოხუცს ან ძიძად დავიწყებ მუშაობას, შემოსავალი ნაკლები მექნება, მაგრამ ჩემების გვერდით ვიქნები-მეთქი. ასეც მოვიქეცი. ჩამოსულმა ძიძად დავიწყე მუშაობა – დღე გასული ვიყავი, საღამოს კი ოჯახის წევრებს რომ ვხედავდი, უბედნიერესი ქალი ვიყავი. მაგრამ, გულში მღრღნიდა ის, რომ ჩემს ქმარს ერთი წელი ვღალატობდი. ერთ დღესაც თავად მითხრა, რამე ხომ არ მოხდა, კარგ ფულს გიხდიდნენ და რატომ დაბრუნდიო. ვეღარ დავუმალე, ავუხსენი, რომ ეს მათ გამო ჩავიდინე, მოვუყევი რა საშინელ პირობებში მიწევდა იქ ყოფნა. მართალია, გადაირია, რამდენიმე დღე არ მელაპარაკებოდა, მაგრამ, მერე შემირიგდა. იცის, რომ მოღალატე არ ვარ და ამას მათი კეთილდღეობისთვის ვაკეთებდი. მან კი მაპატია, თუმცა შვილებმაც გაიგეს და დღესაც არ მელაპარაკებიან. მეუბნებიან, შენ თუ იქ კაცთან დასაწოლად წახვედი, იმ ფულს რა ნამუსით გვიგზავნიდი. რა გამოდის, შვილებს და ქმარს თავზე გადაგვიარე, თავმოყვარეობა შეგვილახეო. მართალია, ბიჭებისთვის რთულია ამის გაგება, მაგრამ ჩემმა ქმარმა მაპატია. იმედია, დრო რომ გავა, ისინიც მიხვდებიან, რომ სხვა კაცთან წოლა იძულებით მიწევდა, რომ სანაცვლოდ ფული ამეღო და ოჯახი მერჩინა.
ქეთი, 46 წლის.скачать dle 11.3