კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№14 მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: ჩემს ახლობელთან კონფლიქტი მომივიდა და აღარ ველაპარაკები. როგორც მითხრეს, მომდურაობა ცოდვაა. მაინტერესებს, რატომ არის ცოდვა, თუ იმ ადამიანთან არ მსურს ლაპარაკი, ვინც ტკივილი მომაყენა?
პასუხი:
„მოგვიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა...“ – ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უფალს შევთხოვოთ, როგორც ჩვენ ვაპატიებთ სხვებს ცოდვებს, ისე გვაპატიე ჩვენცო. მომდურავ და მძულვარე გულში უფალი ვერ დაივანებს. ყოველი ადამიანი ცოდვილია უფლის წინაშე. მომდურაობის დროს მოძღვარმა რომ გაზიაროთ, შესაძლოა, კურთხევის ნაცვლად ეს სასჯელადაც გექცეთ.
კითხვა: დღეს, ამ საერთო გაჭირვების ჟამს, ბევრი მოძღვარი დაჰქრის ძვირად ღირებული მანქანით. იესო ქრისტე კი, ცხენზე არ ჯდებოდა თავმდაბლობის გამო და ვირით გადაადგილდებოდა. რამდენად მისაღებია სასულიერო პირების ამგვარი საქციელი?
პასუხი:
არიან მოძღვრები, ვინც ავტომანქანით დადიან, ასევე, არიან ისეთი სასულიერო პირები, ვინც საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილდებიან, გარდა ამისა, არსებობენ ბერები, რომლებიც მონასტერში არიან დაყუდებულნი და არსად მიდიან. დღევანდელი ტემპი მოითხოვს, რომ ადამიანი სწრაფად მოძრაობდეს და დრო მაქსიმალურად გამოიყენოს. ამისთვის კი ავტომობილია საჭირო. მოძღვარს რაც მეტი დრო დარჩება მრევლისთვის, უკეთესია. ასე რომ, მანქანა შესაძლებელია, სასულიერო პირსაც ჰყავდეს, ისიც საზოგადოების ჩვეულებრივი წევრია და გარეგნულად ისევე ემორჩილება ცხოვრების წესს, როგორც ნებისმიერი ადამიანი. ავტომანქანით სიარული არაფერს ცვლის. მთავარია, მოძღვარი უფლისგან მინიჭებულ მოვალეობებს პირნათლად ასრულებდეს.
კითხვა: ვიცნობ ადამიანს, რომელსაც იესო ჰქვია. ცოდვა ხომ არ არის ბავშვისთვის უფლის სახელის დარქმევა?
პასუხი:
ქართველი კაცი უფლის სახელს ყოველთვის კრძალვით უყურებდა და ამ სახელის დარქმევა ამიტომ არ არის ქართული ტრადიცია. უფლის სახელს ქართველები ჩვეულებრივ მოკვდავებს არ არქმევდნენ, თუმცა იესოს დარქმევა აკრძალული არ არის. მაგალითად, ეს სახელი საბერძნეთში ფართოდ იყო გავრცელებული.
კითხვა: რამდენად აქვს მეგობრობას სარწმუნოებრივი მსაზღვრელი?
პასუხი:
რა თქმა უნდა, მეგობრობა – ეს არის სულთა კავშირი, სადაც ორი ან რამდენიმე ადამიანი ცდილობს, ერთმანეთის სიყვარულითა და სიახლოვით გაიუმჯობესოს საკუთარი თავი. მეგობრობაში მთავარია ნდობა და, ასევე, ამ ადამიანების გულები ღია უნდა იყოს ერთმანეთისთვის და მათში სუფევდეს გულწრფელობა. ზირაქის სიბრძნე გვამცნობს, რომ ერთგული მეგობარი ცხოვრების წამალია.
კითხვა: რითია სასარგებლო სეფისკვერისა და ნაკურთხი წყლის მიღება?
პასუხი:
როდესაც ადამიანი სეფისკვერსა და ნაკურთხ წყალს იღებს, მას არაწმიდა სული აღარ ეკარება. სული და ხორცი იკურთხება, გონება უფლის სამსახურისთვის ნათდება და ადამიანი განეწყობა ლოცვისთვის, მარხვისთვის და ბევრი კეთილი საქმისთვის.скачать dle 11.3