კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№14 ჭეშმარიტების გზაზე

სული და ხორცი
დრო  ფრინველია, რომელიც ჭრელი ფრთებით გამკობს, მაგრამ ოდესღაც ის გაფრინდება და ფრთებსაც თან გაიყოლებს; და თუ შენი სული ზედმეტად მიეჯაჭვება მათ, მაშინ რაოდენ საზიზღარი შესახედავი იქნება ფრთებისგან განმოსილი მისი სიშიშვლე!
საღვთო ბორბალი
დიდი ბორბალი ნელა ტრიალებს, მაგრამ ის ეწევა მასზე მცირეს, რომელიც უფრო სწრაფად ტრიალებს. რაც უფრო დიდია ბორბალი, მით უფრო ნელია სვლა და ნაკლებია ღრჭიალი, ხოლო რაც უფრო მცირეა ბორბალი, მით სწრაფია სვლა და ხმამაღალია ღრჭიალი.
ადამიანის სულის დიდი „ბორბალი“ არის ღმერთი. მისი სიდიადის დანახვა შეუძლებელია, მისი სვლა არ ისმის მრავალი მცირე ბორბლის ხმაში. როდესაც სულის პატარა ბორბლები თავის სრბოლას შეანელებენ და გაჩუმდებიან, სულ ჭვრეტს თავის თავს განუზომელ საღვთო ბორბალში, რომელიც მოიცავს ცასა და ქვეყანას. და მაშინ, ჭვრეტის ამ მოულოდნელ და იშვიათ მომენტებში, სული გრძნობს გამოუთქმელ სიხარულს.
დიდი ადამიანი
სანამ თავს მკვდრად არ მიიჩნევ, დიდი ადამიანი ვერ გახდები, შეუძლებელია, დიდი გახდე მანამ, სანამ ღმერთზე მეტად რამე ან ვინმე გიყვარს და სანამ შენს სიკვდილს მომავალში კი არა, წარსულში არ იხილავ.
დუმილი
ნუ იჩქარებ, იმსჯელო შემდეგ სამ საგანზე:
ღმერთზე, სანამ რწმენაში არ განმტკიცდები, სხვის ცოდვებზე, სანამ შენსას არ გაიხსენებ და მომავალ დღეზე, სანამ განთიადს არ იხილავ.
სიძაბუნე
დანაშაული ყოველთვის სისუსტეა. დამნაშავე – მშიშარაა და არა გმირი. ამიტომ უყურე შენს შეურაცხმყოფელს, როგორც დაძაბუნებულს. როგორც ბავშვის მიმართ შურს არ იძიებ, ასევე ნუ მიაგებ ნურავის წყენინების წილ. რამეთუ შეურაცხყოფა სიძაბუნისგან იშვება და არა ბოროტებისგან. ასე შეინარჩუნებ შენს ძალას და იქნები ზღვასავით მშვიდი, რომელიც არასდროს გადმოვა ნაპირებიდან იმისათვის, რომ დაახრჩოს უგნური, რომელმაც მისთვის ქვის სროლა გაბედა.
ბრჭყვიალა ქიმერა
თვალი არასდროს გაძღება ხილვით, ყური არასდროს გაძღება სმენით.
მთელი სამყარო, ზოგადად, ბრჭყვიალა ქიმერაა, მაგრამ კერძოდ – დიდი მწუხარება; გმირული სიმამაცე – ზოგადად, და თაგვის შიში – კერძოდ; ცხოვრების აულაგმავი დინება და სიკვდილის უიმედობა მარტოობა... და მთელ ამ ბრჭყვიალა ქიმერას არ შეუძლია, გააძღოს არც ერთი თვალი და არც ერთი ყური; არ შეუძლია, ჩააქროს ხორციელი ვნების წყურვილი და კიდევ უფრო ნაკლებად შეუძლია მას დაარწყულოს სულიერი წყურვილი.
როგორც მწყურვალე მოგზაურის ენაზე დაცემულ ერთ წვეთ წყაროს წყალს არ ძალუძს მისი დარწყულება, ასევე ემსგავსება მთელი ჩვენი სამყარო წყაროს წვეთს, რომელიც ეცემა ადამიანის მწყურვალე სულს, მაგრამ ამით მხოლოდ გონების დაკარგვამდე უძლიერებს და უღვივებს წყურვილს.
ჭეშმარიტად, სამყარო არსებობს ადამიანის სულის წყურვილის გასაღვივებლად.
დიალოგი
გულწრფელი შეკითხვა მეცნიერისა ბუნების მიმართ შეიძლებოდა ყოფილიყო ასეთი: „ბუნებავ, მითხარ, ვინა ხარ შენ, რათა გავიგო, ვინ ვარ მე?“
გულწრფელი შეკითხვა ისტორიკოსისა ისტორიის მიმართ შეიძლებოდა ყოფილიყო ასეთი: „ისტორიავ, მითხარ, ვინა ხარ შენ, რათა გავიგო, ვინ ვარ მე?“
გულწრფელი შეკითხვა მღვდლისა ღვთის მიმართ შეიძლებოდა ყოფილიყო ასეთი: „უფალო, მითხარ, ვინა ხარ შენ, რათა გავიგო, ვინ ვარ მე?“
უშეცდომო პასუხი ყველა ამ სამ შეკითხვაზე შეიძლება ყოფილიყო ასეთი: „ადამიანო, შენში მომიძიე მე!“
წმიდა მღვდელმთავარი
ნიკოლოზ სერბიскачать dle 11.3