№14 მარტოდმარტო საკუთარ თავთან
არიან ქალები, რომლებიც საკუთარ ცხოვრებაში მამაკაცის დროებით არარსებობას კატასტროფად აღიქვამენ, რაც მათი პიროვნებისთვის და, ზოგადად, მომავლისთვის დამღუპველია: საკუთარი თავის შეცოდებას ქალი იქამდე მიჰყავს, რომ რისკავს, მოხვდეს ერთ-ერთ უკიდურესობაში – ან საერთოდ უარი თქვას მამაკაცებზე და იცხოვროს სულ მარტო, ან პირველივე შემხვედრის (ხშირ შემთხვევაში, ჩვეულებრივი მექალთანის) მკლავებში აღმოჩნდეს.
ეს რომ არ დაგემართოთ გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევები:
* ყურადღება მიაქციეთ საკუთარ თავს
ჯერ ერთი, ეს კარგად აისახება თქვენს გარეგნობაზე, ასევე, ბონუსის სახით, აუცილებლად მიიღებთ ამაღლებულ თვითშეფასებას და… შეიყვარებთ საკუთარ თავს. ეს ძალიან საჭირო რამაა. საკუთარ თავზე შეყვარებული ქალი განსაკუთრებულ ფლუიდებს ასხივებს და მამაკაცს მისკენ გახედვას აიძულებს. ნუ დაინანებთ დროსა და საშუალებებს სილამაზისთვის, მოდური სამოსისთვისა და „ქალური სიხარულებისთვის“ – გაწეული შრომა ასმაგად დაგიბრუნდებათ!
* აკეთეთ საყვარელი საქმე
თავისუფლების ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი საყვარელი საქმის კეთებაა. აუცილებლად გექნებათ რამე ოცნება, მისწრაფება, რაღაცის გაკეთების ან შესწავლის სურვილი. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ქალური საწყისი – ეს შემოქმედებითი საწყისია. სწრაფად გაიხსენეთ, რაზე ოცნებობდით, შემდეგ იმოქმედეთ. ხატვა, მუსიკა, ქარგვა... არჩევანში შეზღუდული არ ხართ და თავად დაინახავთ, ცხოვრება როგორი ნათელი და მრავალფეროვანი გახდება.
* სამსახური, კარიერა
ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ ის, ვინც ოჯახსა და საკუთარ ცხოვრებაზეა ორიენტირებული, ნაკლებად წარმატებული და ამბიციურია კარიერაში. ანუ, თუ ჯერ თავისუფალი ხართ ოჯახური ვალდებულებებისგან, შეუდექით სხვადასხვა პროექტისა და გეგმის შესრულებას. რასაც ჩაიფიქრებთ, აუცილებლად გამოვა, რადგან დროც გაქვთ და ძალაც, რომელთა გამოყენებაც თქვენ სასარგებლოდ შეგიძლიათ.
და ბოლოს – ნუ ჩაჯდებით სახლში. იარეთ გამოფენებზე და კონცერტებზე, კინოში, შეკრიბეთ მეგობრები: შეგიძლიათ, საკუთარ თავს სასიამოვნო ფლირტის უფლება მისცეთ.
არ შეიძლება საკუთარი თავის შეცოდება. მოსაწყენი მტირალები საინტერესონი აღარ არიან არა მარტო გარშემო მყოფთათვის, არამედ საკუთარი თავისთვისაც. ცხოვრებაზე წუწუნი ამცირებს თქვენს თვითშეფასებას.
თავიდან ყველაფერი
კარგადაა
თავიდან ყველაფერი კარგადაა. დიახ, ეს ის პერიოდია, როცა ორივე ბედნიერია იმ მარტივი მიზეზით, რომ ყველაფერს პატიობენ ერთმანეთს. საყვარელი ადამიანისთვის არაფერი ენანებათ. მაგრამ. როგორც ფსიქოლოგები მიიჩნევენ. მყარი და რეალური ურთიერთობა ამით არც იწყება და არც მთავრდება, წინ მთელი ცხოვრებაა. ყოველდღიურობა სავსეა დიდი და პატარა წვრილმანებით, გაუგებრობებით, ინტერესების განსხვავებულობით, რაც შეიძლება, დაპირისპირების მიზეზი გახდეს. გაღრმავდეს და გამოიწვიოს უთანხმოება, შემდეგ – დაშორებაც კი. საინტერესოა, რაზე კამათობენ ყველაზე ხშირად შეყვრებულები. ამ თემაზე სპეციალური კვლევაც ჩატარდა და ასეთი სურათი გამოიკვეთა – ყველაზე ხშირად შეყვარებულები უჩივიან:
* უყურადღებობას;
* გადაჭარბებულ ყურადღებას;
* დაოჯახების სურვილს პარტნიორის მხრიდან.
მათი დასკვნით, ეს ის სამი ძირითადი საკითხია, რაზეც წყვილი ყველაზე ხშირად კამათობს. თუმცა, რამდენი წყვილიც არსებობს, იმდენი მიზეზია საკამათოდ. ზოგჯერ შეყვარებულები ისეთ რამეზე იწყებენ ჩხუბს, სასაცილოდ მოგეჩენებათ.
მაგრამ ჩხუბის გამორიცხვაც არ შეიძლება. კამათის გარეშე ურთიერთობა არანორმალური მოვლენაა. დიახ, თუ არ ჩხუბობთ, ამაზე უნდა ინერვიულოთ. ნორმლურ ჩარჩოებში მოქცეული ჩხუბი აჯანსაღებს ურთიერთობას. უკვე დამტკიცებულია, რომ შეყვარებულები, რომლებიც ერთმანეთში არ კინკლაობენ, საბოლოოდ შორდებიან. რა თქმა უნდა, ურთიერთობის საწყის ეტაპზე იდეალურობა მისაღებია. მაგრამ თუ მომდევნო ეტაპზე წყენის შესახებ ერთმანეთს არ ეტყვით, ყველაფერი სკანდალით დასრულდება.
ყოველთვის შეეცადეთ, არ დახუჭოთ თვალი პარტნიორის ისეთ ჩვევაზე ან ნაკლზე, რომელსაც მერე ვერ შეეგუებით. თავს ნუ მოიტყუებთ. რა თქმა უნდა, უნაკლო არავინ არის, მაგრამ თუ საყვარელი ადამიანის გვერდით თავს კომფორტულად არ გრძნობთ, ადრე თუ გვიან აუცილებლად დაშორდებით.
ასეთი მოსწონხარ
შეიძლება, უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ქალების უმრავლესობას ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს, როგორი ქალები მოსწონთ მამაკაცებს. მაგალითად, არ იციან, რომ ფუშფუშა მკერდი, ძალიან სწორი ფეხები და დაბერილი ტუჩები ყველა მამაკაცს არ მოსწონს.
ქალის სექსუალურობაზე გავრცელებული მოსაზრებაც სტერეოტიპულია. ასე რომ, მამაკაცების გემოვნებაზე არასწორი წარმოდგენა გვაქვს.
მამაკაცების უმეტესობას პატარა, ლამაზი ფორმის მკერდი მოსწონს. იყო დრო, როცა მომცრო მკერდი ქალის დიდგვაროვნებას უსვამდა ხაზს.
მამაკაცის სისუსტე ფეხშიშველი ქალი ყოფილა. უფრო კონკრეტულად – ტერფებმოშიშვლებული ქალი. უნდა იცოდეთ, რომ შიშველი ტერფის გამოჩენა უფრო მეტად აღაგზნებს მამაკაცს, ვიდრე მთლიანად შიშველი სხეული.
მამაკაცებს მრგვალფორმიანი, გემრიელი ქალი უფრო აბედნიერებთ, ვიდრე მეტისმეტად გამხდარი, ძვალზე ტყავგადაკრული არსება. ძალიანაც ნუ მოიკლავთ თავს დიეტებით. იპოვეთ ოქროს შუალედი.
საინტერესო ფაქტი:
* თუ პაემანზე ჩიტივით იკენკებით და კალორიების დათვლით ტვინს უბურღავთ, საეჭვოა, მამაკაცმა კიდევ მოინდომოს თქვენთან შეხვედრა. მათ ძალიანც მოსწონთ, როცა ქალს კარგი მადა აქვს და გემრიელი საკვების ფასიც იცის.