კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№14 რა პრობლემას უქმნის ქალს ნაადრევი დასკვნა და გაუაზრებელი ეჭვიანობა

ნინო კანდელაკი დალი მიქელაძე

ეჭვი ყოველთვის ნეგატიური მოვლენაა, მით უფრო, როცა უსაფუძვლო და მასშტაბურია. წყვილს შორის ურთიერთობა მაშინ არის ჰარმონიული და სტაბილური, როცა ის ნდობას ემყარება. მართალია, „ბრმა“ ნდობასაც არ აქვს გამართლება, მაგრამ როცა პარტნიორზე ვეჭვიანობთ, უნდა გვახსოვდეს, რომ ძალიან ცუდად ვექცევით მის თავმოყვარეობას. თანაც, ამ დავაში „ვითრევთ“ მესამე ადამიანსაც, რომელსაც ეჭვიანობის „ობიექტად“ აღვიქვამთ. ეჭვით დანგრეულ ურთიერთობას ძალიან დიდხანს, წვალებით უნდა გამოსწორება. თუმცა, ზოგჯერ ყველა მცდელობა ამაო ხდება.

ნატა (37 წლის): არასდროს შემინიშნავს, რომ ეჭვიანი ვიყავი. ხუთი წლის განმავლობაში არასოდეს შემპარვია ეჭვი ჩემს ქმარში. მიყვარდა, მჯეროდა, რომ მასაც ვუყვარდი. ვცხოვრობდი მშვიდად და თურმე, მაშინ ვიყავი ყველაზე ბედნიერი. ეჭვი ყველაზე საშინელ სენს ჰგავს. შინაგანად გღრღნის და განგრევს. საკუთარი თავისთვის ვერ მიპატიებია, როგორ გავიმწარე ცხოვრება.
– ეჭვი ხომ შეკვეთით არ ჩნდება. ეტყობა, იყო რაღაც საფუძველი.
– საფუძველი ყველგან შეიძლება, დაინახოთ, თუკი ამას შენში დაუშვებ. ალბათ, ყველა ცოლი ფხიზლად უნდა იყოს, მაგრამ ამის შესახებ ქმარმა არ უნდა იცოდეს. სანამ ეჭვით დავავადდებოდი, ჩემს ქმარზე ახლობელ, სანდო ადამიანად არავინ მიმაჩნდა. დღეს სულ მარტო ვარ. მინდა, ის ძველი დრო დაბრუნდეს, მაგრამ აღარ გამოდის. ჩვენ შორის ისეთი ბზარი გაჩნდა, რა შეავსებს, არ ვიცი. ხუთი წლის წინანდელი ცხოვრება მენატრება, ჩემი სიმშვიდე და იდილია. საკუთარი თავი ხომ დავაზიანე, ქმარი ხომ გამიგარეულდა და ჩვენი ერთსულოვნება დაირღვა, ჩემი უსაფუძვლო და ზღვარგადასული ეჭვიანობით კიდევ ერთი ადამიანი დავაზიანე, რომელიც არანაკლებ მიყვარდა და მიყვარს.
– რომელ ადამიანს გულისხმობთ?
– ჩემს მეგობარს, ჩვენი ოჯახის ახლობელს. ძალიან ვენდობოდი და მჯეროდა მისი. ყველაფერზე შემეძლო, მიმემართა და მეხმარებოდა.
– ანუ, ეჭვი გაგიჩნდათ, რომ ქმარი თქვენს მეგობართან გღალატობდათ?
– თუმცა, მინდა ისიც ვთქვა, რომ მაპროვოცირებელი საბაბი მქონდა. ისე არ ყოფილა, რომ ერთ დღეს ავდექი და მომელანდა რაღაც. ახლა ვხვდები, რომ ზედმეტი სიახლოვე არავისთან არის საჭირო. დგება მომენტი, როცა ეჭვით „იგრუზები“. რაღაც „გამოხტება“, ემოციურად გაგაღიზიანებს და თუ მექანიზმი ჩაირთვება, მერე ამას ვეღარაფერი შველის. ყველას ვურჩევ, ეჭვი სათავეშივე მოკალით, სანამ თქვენ მოუკლიხართ.
– ანუ, რა მოხდა რეალურად?!
– ბავშვი რომ გავაჩინე, ძალიან დატვირთული ვიყავი. სამსახურს თავს ვერ დავანებებდი და ვერც ძიძას ავიყვანდი – ფინანსურად ვერ „გავქაჩავდი“. ჩემმა დაქალმა დახმარება შემომთავაზა და ჩემთვის „მაშველ რგოლად“ იქცა. ყველაფერში მეხმარებოდა. მოდიოდა სახლში, ბავშვის საკვების მომზადებითა და პამპერსის გამოცვლით დაწყებული, ჩემი ქმრის პერანგების დაუთოებით დამთავრებული, ყველაფერში მეხმარებოდა. ისეთი სამსახური ჰქონდა, შეეძლო, დრო თვითონ დაერეგულირებინა. ძალიან რომ ვენდობოდი, ამაზე არ ვილაპარაკებ. ჩემი ქმარიც აფასებდა მის თანადგომას. ერთმანეთს კარგად უგებდნენ, მეგობრობდნენ. სრული იდილია მქონდა და ვერ შევიფერე. რას ვერჩოდი ან მათ, ან საკუთარ თავს.
– რამ ჩართო „მექანიზმი“?
– ოჰ, ეს ყველაზე მძიმე ამბავია, ან მართლა ძალიან ეჭვიანი ვიყავი და ამას არ ვაღიარებდი, ან რაღაც ისეთი მოხდა, რამაც საკუთარ თავზე კონტროლი დამაკარგვინა. მხოლოდ ახლა ვხვდები, რაც მოხდა, ბუნებრივი იყო. როცა ოჯახში ადამიანი ხშირად არის, ის მისი ნაწილი ხდება. ჩემი ქმარიც შეეჩვია, გაუთამამდნენ ერთმანეთს, ეხუმრებოდნენ, ეკონტაქტებოდნენ. მაშინ კი „რაღაც ისეთი“ მოხდა – ჩემმა ქმარმა ჩემს მეგობარს საყვარელი პერანგის დაუთოება სთხოვა, არადა მეც იქვე ვიყავი. თითქოს ფეხქვეშ დედამიწა შემერყა. როგორ გითხრათ, ახსნა გამიჭირდება, რა ვიგრძენი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ქალი ზუსტად იგივე მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა, როგორშიც მე. შიგნით რაღაც მეტკინა. სწორედ ეს გახდა ის ნაპერწკალი, რომელიც მერე ცეცხლად იქცა. ისეთი რაღაცებს ვაკეთებდი, ახლა რომ ვიხსენებ, მრცხვენია. ჯაშუშად ვიქეცი. გავდიოდი სახლიდან და მოულოდნელად ვბრუნდებოდი. ჩემს ქმართან ჩემს დაქალზე საზიზღრობებს ვლაპარაკობდი. ვცდილობდი, „გამეშავებინა“...
– გაშავებაში რას გულისხმობთ?
– ყველაფერს. ოღონდ კი როგორმე ცუდი შთაბეჭდილება შექმნოდა მასზე და არაფერს ვერიდებოდი. სულ დაძაბული ვიყავი. აგრესიული და საჩხუბრად შემართული. ამას მარტო ჩემი მეგობარი არ გრძნობდა, ისეთი გადამდები აღმოჩნდა, სამივე ერთად ჩაგვითრია. ერთ დღეს კი ვერ მოვზომე და ჩემს მეგობარს შეურაცხყოფა მივაყენე. სხვის ქმარზე მონადირე, სხვისი ბედნიერების ქურდი ვუწოდე.
– თქვენი მეუღლეც იქ იყო, როცა ეს მოხდა?
– შემოგვისწრო. ის დაიცვა და მე ამაზე კიდევ უფრო გადავირიე. საერთოდ დავკარგე კონტროლი. ჩემს მეგობარს ხმა არ ამოუღია. მარტო ის მითხრა, ოდესმე მიხვდები, რომ მართალი არ იყავიო და წავიდა. ჩემმა ქმარმა არ დამინდო, ბოლომდე „მომაწვა“ – არ ვამტყუნებ, ჩემი თავი მეც აღარ მომეწონა. მალევე შემაწუხა სინდისმა. საერთოდ არაფერი მქონდა ხელჩასაჭიდი და ჩემი უახლოესი ადამიანები გავიმეტე. ვნანობ, ვნერვიულობ, ვწუხვარ, მტკივა... როგორ გამოვასწორო ის, რაც გავაფუჭე. ჩემი ქმარი მეუბნება, ბოდიში მოუხადეო, თუმცა ბოლომდე ჯერ თვითონაც არ შემრიგებია. ბოდიშის თქმა არ მეძნელება, მაგრამ მეეჭვება, ამან რამე უკეთესობისკენ შეცვალოს.
скачать dle 11.3