კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№13 როგორ დაამარცხა სიმსივნე ლელა წურწუმიას ორმა დამ

ნინო კანდელაკი ნინო მაისურაძე


ცოტა ხნის წინ ლელა წურწუმია სოფელში გადასვლაზე ალაპარაკდა. „ამდენი ონკოდაავადება, ბინძური ჰაერის გარდა, საკვებიდანაც არის შემოსული, აღარ ვიცით, რას ვჭამთ. ორივე დას ჰქონდა ონკოდაავადება და ვიცი, რასაც ვლაპარაკობ“. ლელა წურწუმიას ორი და ჰყავს. მისი უფროსი და – ხათუნა ექიმია, ხოლო უმცროსი, ეკა – პედაგოგი. რამდენიმე წლის წინ, წურწუმიების ოჯახი დიდი განსაცდელის წინაშე დადგა, მომღერლის ორივე დას სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, მაგრამ დებმა ეს დაავადება დაამარცხეს.
ხათუნა წურწუმია: ერთ მშვენიერ დღეს მეგობრებთან ერთად ზღვაზე მივდიოდით. შვებულება ერთად დავგეგმეთ და სახლიც ვიქირავეთ. იმიტომ რომ ჩემი მეგობრების უმეტესობა ემიგრაციაშია. გავავსე მანქანის ბაკი ბენზინით და დილით პრევენციის მიზნით, ავიტეხე, ახლა უნდა წავიდე, ფარისებრი შევიმოწმო-მეთქი. მანამდე აღებული მქონდა ჰორმონალური ანალიზი, მაგრამ ფარისებრ ჯირკვალს ფუნქციურად დარღვევა არ ჰქონდა, უბრალოდ, წანაზარდი, რომელიც ფარისებრ ჯირკვალზე გაჩნდა, დამოუკიდებლად იყო და ალბათ, ოდესმე დაარღვევდა ფუნქციას. ეს საყურადღებო სტადია იყო. ექიმს მივაკითხე, ოღონდ, არ ვიცი, წასვლის წინ რატომ. ეტყობა, ზღვაზე არ უნდა წავსულიყავი, თორემ არ ვიცი, ამის გაგრძელება რა იქნებოდა. მართლა პრევენციის მიზნით წავედი და აღმოჩნდა, რომ ფარისებრ ჯირკვალზე მართლაც იყო მესამე სტადიის სიმსივნე – არაფერი გაწუხებს და ამიტომ არის ეს დაავადება ვერაგი. მიუხედავად მესამე სტადიისა, არ არის საგანგაშო, გააჩნია ორგანიზმს რა ბრძოლის რესურსი აქვს.
– როგორი იყო თქვენი პირველი რეაქცია დიაგნოზის გაგებისას?
–  მახსოვს ჩემი ემოცია, დიაგნოზი მეჭირა ხელში და ვფიქრობდი, როგორ დავმალო, რომ სახლში არ გაიგონ-მეთქი. თურმე, ეს არის მომენტი, როდესაც პირველ პლანზე გადმოდიან შენი ახლობლები, რადგან იცი, რომ ამ ამბის გამო შენზე უფრო მეტად შეწუხდებიან. ძალიან დიდი მადლობა მეგობრებს, რომლებიც ღმერთმა გამომიგზავნა. ისინი დღე და ღამე ჩემთან ათენებდნენ, გვერდით მედგნენ. მართალია, ის ერთი წამი მაინც დგება, რომ შენს თავთან მარტო ხარ, მაგრამ იმის მერე მეგობრები აუცილებელია. მახსოვს, ოპერაციის წინა ღამეს მოვიდნენ, ზაფხული იყო და ლისის ტბაზე წამიყვანეს. ახლა ვფიქრობ, მეორე დღეს ოპერაცია მქონდა და რამ წამიყვანა. მაგრამ შემართება და თანადგომა იმ დროს ისეთი იყო, რომ გადამაწყვეტინა, ლისის ტბაზე ავსულიყავი.
– რა სირთულეები გაიარეთ დაავადების მკურნალობის პერიოდში?
– თუ ადრე მიხვდებით და ადრე მიაქცევთ ყურადღებას, ამაში საგანგაშო არაფერია. ჩემი დაავადების სპეციფიკიდან გამომდინარე, აუცილებელი იყო იოდით  თერაპია ჩამეტარებინა, რომელსაც ჩემს შემთხვევაში, ბევრი გართულება მოჰყვა. საკმაოდ მძიმედ გადავიტანე, მაგრამ გადავიტანე. ჩემს დას ეკას, რამდენიმე თვით ადრე ჰქონდა ონკოლოგიური პრობლემა – მეორე სტადია იყო ძუძუზე, რომელიც ასევე, შემთხვევით, პრევენიცის მიზნით მისულებმა აღმოვაჩინეთ. ისეთი სისწრაფით ხდებოდა ყველაფერი, ახლა ამ გადმოსახედიდან მეშინია. ეტყობა, იმ დროს ისეთი ბრძოლის უნარი მქონდა ჩართული, რომ არ მეშინოდა. როცა დამიდგა აუცილებლობა, რომ იოდით თერაპია ჩამეტარებინა, ჩემმა ერთმა კარგმა ექიმმა მითხრა: ხათუნა, არსებობს მეთოდი და რატომაც არა, დაიზღვიე თავი. მე საშინელი წინააღმდეგი ვიყავი, ამას არ ჩავიტარებ-მეთქი, მაგრამ ამ ერთმა სიტყვამ გადამაწყვეტინა და ჩავიტარე. რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს. მე, ჩემი გამოცდილებით, ყველას ვეუბნები, თუ არის საშუალება, უნდა ჩაიტაროთ-მეთქი. დაავადების აღმოჩენიდან,  ერთ თვეში ჩავიტარე ოპერაცია, შემდეგ აქვს რეაბილიტაციის პერიოდი, სანამ ეს იოდი ორგანიზმიდან განიდევნება.
– სასოწარკვეთის მომენტები თუ გქონიათ?
– საკუთარი თავი უკანა პლანზე მყავდა გადაწეული, დედამ არ გაიგოს, შვილმა არ გაიგოს, ლელამ არ გაიგოს. ერთი მახსოვს, რომ ჩემი შვილები დედასთან გავუშვი, მეცოდებოდნენ, მინდოდა, დედის გარეშე ცხოვრებას აქედანვე მიჩვეულიყვნენ. ისე გადავიტანეთ ეს ყველაფერი, დედისთვის არ მითქვამს, ათასნაირი ზღაპარი მოვუყევით. ახლა ეს ინტერვიუ რომ წაიკითხოს, იტყვის, რად გინდოდა ასეთი ტრაგიზმი, არაფერი გჭირდაო. ეტყობა, გონებაში დედა მაინც არ უშვებს შვილზე ცუდს.
– მეუღლისთვის, ალბათ, ძალიან მძიმე იყო ეს ყველაფერი?
– მეუღლე, მგონი, იმ დღეს დაბერდა, როდესაც ეს ამბავი გაიგო. ის რომ იტანჯებოდა, მე კიდევ უფრო ვიტანჯებოდი. სულ ვგრძნობდი მისგან ჩუმ თანაგრძნობას. აი, ბევრ სიგარეტს რომ ეწეოდა, მაშინ ვხვდებოდი, რომ საშინლად ნერვიულობდა. თურმე, სულ ერთად გვივლია, გვერდზე ქუჩაზე, გვერდით სადარბაზოში, მაგრამ გვიან შევხვდით ერთმანეთს. ერთნაირი მანერები, ერთნაირი ჩვევები გვაქვს, ერთნაირად დავდებთ ჭიქას, ერთნაირად შევკრავთ თოკს. ყველას თანადგომა დასაფასაებელია. მე კარგა ხანი არ მყავდა მეუღლე, მარტო ვზრდიდი სანდროს და მახსოვს, რომ საოცარი სევდა მქონდა. ახლა ვხვდები, რატომ ვიყავი ასე – იმიტომ რომ ამის გარეშე ადამიანი საოცრად მოწყენილი ხარ. მაგრამ მეორე მხარეც არის, ეს იმ შემთხვევაში გაკლია, როდესაც იცი, რომ დაბადებულია და ინტუიციით გრძნობ, სადღაც არის და სევდა გაქვს.
– ლელა როგორ გედგათ გვერდით ამ დროს?
– მარტო მაშინ არა, ლელა ყოველთვის გვერდით მიდგას. ჩვენ მართლა განსაკუთრებული დობა გვაქვს. შეიძლება, თვეობით არ ვნახოთ ერთმანეთი, მაგრამ სისხლი ერთია, ხორცი ერთია, დედ-მამა ერთია, ერთია ყველა ტკივილი, სევდა, მონატრება და გაუცხოება არ არსებობს. ერთი სიტყვა არა, სიტყვის ასოც რომ დამცდეს, ეგრევე ჩემ გვერდითაა. იგივეს ვიტყვი მამულიჩაზე, ასეთი დის ქმარი წარმოუდგენელია – ისე მეხმარება, რომ ლელამაც არ იცის. მათ ოჯახში ეს აუცილებლობაა: ჯერ მიხედავენ ლელას ოჯახს, მერე მამულიჩას ოჯახს, მერე სამეგობროს, ეს მათი ცხოვრების წესია.
– როგორი ბავშვი იყო ლელა?
– ლელა ბავშვობიდან ლიდერი, გამორჩეული იყო.  მახსოვს, მისი გამზრდელი ბებია ყვებოდა: თურმე, სამეგრელოში, კედელზე დედას სურათი ეკიდა. ლელა თითს გაიშვერდა ხოლმე, რომ მოატრიალებდნენ, ტანით მოტრიალდებოდა, იმ თითს კი ისევ იქით იშვერდა. იდგა საათობით და ტიროდა. ბებია ამბობდა, ეს საოცარი ბავშვი იქნება, გამოკვეთილი ხასიათი აქვსო. ერთ სკოლაში ვსწავლობდით სამივე და და მახსოვს, ფანჯრიდან რომ გავიხედავდი, ეზოში ლელა იდგა და ბევრი ბიჭი. სულ ჩამოყალიბებული პიროვნება იყო. ხშირად ვჩხუბობდით და ახლა ვეუბნები, რა ვიცოდი, მაშინ ჩემს პატრონს თუ ვურტყამდი-მეთქი. ლელა  იმდენად საოცარი გოგოა, ხანდახან თქვენობით ველაპარაკები. ის უფრო სამეგრელოში იზრდებოდა, მამის მხრიდან ბებია-ბაბუასთან, მე – დედის მხარეს. ლელა ძალიან გათამამებული ბავშვი იყო, ბებია ყველა სურვილს უსრულებდა. მაგალითად, ყველაზე მაღალ ხეზე თუ შემოჯდებოდა ტოროლა ან შაშვი, დაუჭერდნენ. მახსოვს, ერთხელ შაშვი ჰყავდა ლელას დაჭერილი და თამაშობდა. მაშინ  ის სამი წლის იქნებოდა, მე – ხუთ წლამდე, მეც პატარა ვიყავი და მეც მინდოდა, ეს შაშვი ხელში  დამეჭირა, მაგრამ ლელა არ მაძლევდა. ვიდექი ფანჯარასთან და „დაჩის ზღაპრებს“ ვკითხულობდი. ლელას თოკზე ჰყავს გამობმული ეს ჩიტი, გაქაჩავს თოკს, ჩიტი ფართხალებს ქვიშაში, ლელა წრეზე დადის ეზოში, მე ფანჯარასთან ვარ სახლში და რამდენჯერაც ჩემთან ჩამოივლის, ხმამაღლა მღერის, რომ მე გამაღიზიანოს. ცოტა ხანში მესმის ლელას განწირული კივილი. აქეთ ბებიაჩემი მორბის მეგრული შეკივლებით, ჰგონიათ, რომ მე რაღაც დავუშავე. თურმე, ეს შაშვი, კატას წაუყვანია. მე ძალიან ბედნიერი ვიყავი და ზღაპრებს ხმამაღლა ვკითხულობდი, რომ ლელას კივილი გადამეფარა. ასეთი განებივრებული იყო, მაგრამ იმდენად კარგი ხასიათი ჰქონდა, რომ თავში არ ავარდნია. ახლა ისეთი და არის, ყველამ რომ უნდა ინატროს, თბილი, ტკბილი, მოამაგე.
скачать dle 11.3