კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№13 როგორ აცნობდა დომენიკ პარსელი ლიკუნა ხაჭაპურიძეს ყველას თავის საცოლედ და რაზე უთხრა მან ცნობილ ვარსკვლავს უარი

ნინო კანდელაკი ხათუნა კორთხონჯია

ცოტა ხნის წინ საქართველოს ერთი კვირით სერიალ „გაქცევის“ მსახიობი დომენიკ პარსელი სტუმრობდა. გავრცელდა ხმები, რომ დომენიკი საქართველოში გადაღებებისთვის ჩამოვიდა, მაგრამ ის, სინამდვილეში, თავის მეგობარ მოდელ ლიკუნა ხაჭაპურიძეს ესტუმრა. დომენიკმა თავისი და ლიკუნას ფოტოები საკუთარი „ინსტაგრამის“ გვერდზე გამოაქვეყნა. მსახიობის თქმით, მას საქართველო უყვარს. რა ხდება დომენიკ პარსელსა და მოდელს შორის, სთხოვა თუ არა მას ხელი, ლიკუნა თავად გვიამბობს:
ლიკუნა ხაჭაპურიძე: დომენიკი ხუთი წლის წინ „ინსტაგრამით“ გავიცანი. ზუსტად მაშინ ვუყურებდით „გაქცევას“ და მისი ფანი ვიყავი. მივწერე: „ჰაი“, მიპაუხა. ძალიან  გამიხარდა, გავგიჟდი... ვლაპარაკობდით და მერე მითხრა: უეჭველი ფეიკ-ინსტაგრამი არის, ასეთ გოგოს ბევრი გამომწერი უნდა გყავდეს, არ მჯერა, რომ ნამდვილი ხარო და სკაიპში დამირეკა. მერე დავმეგობრდით, ხშირად ვკონტაქტობდით. ამასობაში ხუთი წელი გავიდა. გადაწყვიტა, ჩამოსულიყო და პირადად ვენახე.
– როგორი ტიპია?
– ძალიან უშუალო და მეგობრულია, თავში ავარდნილი არ აქვს. ამ ადამიანზე ყველაფერი კარგის თქმა შემიძლია. ინტერნეტის საშუალებით კი ვიცნობდი, მაგრამ  თუ ასეთ უშუალო იყო, მართლა არ ველოდი. ჩემი აზრით, „ჰოლივუდის“ ვარსკვლავი ცოტა სხვანაირი უნდა ყოფილიყო. ზედმეტად უბრალოა, არანაირი ვარსკვლავური მოთხოვნილებები არ ჰქონდა. ქართული ტრადიციები რომ გავაცანი, ყველაფერს ძალიან პატივისცემით და სწორად მიუდგა.
– შენ თვითონ რამდენად ტრადიციული ხარ?
– იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ტრადიციული და მკაცრი ოჯახი მაქვს, ვცდილობ ყველაფერი გავითვალისწინო, მაგრამ მთლად არ გამომდის. არ მოსწონთ თმის შეღებვა, გადაპარსვა... მაგრამ ამ ტრადიციებს რაღაც კუთხით ვიცავ.  ყოველ შემთხვევაში, ვცდილობ.
– რამდენად მოეწონა დომენიკს საქართველო?
– ერთი კვირა იყო საქართველოში. ჩემს დაბადების დღეზე უნდა  ჩამოსულიყო, მერე მისი დაბადების დღე დაემთხვა და „სტამბაში“ მეგობრებთან ერთად, კოქტეილებით და არატრადიციულად აღვნიშნეთ. ძალიან გაერთო. სიმართლე გითხრათ, ბევრი რამ არ დაგვითვალიერებია. მოთხოვნა ჰქონდა: თბილსზე მეტად შენი გადაღებები მაინტერესებს და იქ წამიყვანეო. იმის გამო, რომ ჩემს გადაღებებზე გამომყვა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ გადაღებების გამო იყო
თბილისში ჩამოსული. უბრალოდ, დამყვებოდა, აინტერესებდა, როგორ ვმუშაობდი კამერებთან და რომ დაინახა, კამერებთან კარგად ვმუშაობდი, თვითონ მითხრა, რომ იქნებ მსახიობობა სცადო, რაღაც როლებში ითამაშო, მე დაგეხმარებიო. ქართული კერძებიც მოეწონა. მოგეხსენებათ, როგორ ვჭამთ ქართველები და ვერ უძლებდა. ვერ გაიგო, ამდენს რატომ ვჭამდით. ამბობდა, რატომ მოგაქვთ ამდენი რაღაც, ზედმეტიაო, ორ ლუკმას შეჭამდა და კარგიაო იძახდა.  დღეში ერთხელ ჭამდა და ცოტას. ყველაზე მეტად ნიგვზიანი ბადრიჯანი და ხინკალი მოეწონა. ხაჭაპური არ ჭამა, რადგან ყველი არ უყვარს. ბოლო დღეს ცოტა უკმაყოფილო წავიდა საქართველოდან, მაგაზე ჩხუბი მოგვივიდა. ამბობდა, რომ ძალიან დავიღალე ხალხის ასეთი რეაქციითო და მე
ვუთხარი, რომ ჩვეულებრივი ამბავია, როდესაც პატარა ქვეყანაში ჩამოდის ამხელა ვარსკვლავი, მით უმეტეს, რომ ის სერიალი ყველას ნანახი აქვს-მეთქი. გიჟდებოდნენ და აფრენდნენ. ჩვეულებრივი მომენტია და მაგით ნუ განსაზღვრავ-მეთქი, ვეუბნებოდი. რაღაცები ჩვენს ტრადიციებშიც არ მოეწონა. მაგალითად, 18 წლის რომ ხდებიან, ჩვენთან სახლიდან აგდებენ, თქვენ რატომ ცხოვრობთ მშობლებთან, ისინი რატომ გიხდიან სწავლის გადასახადს, დედები რატომ გირეკავენ ყოველ ხუთ წუთში. მე ამას  ვერასდროს შევეგუებიო და ჩხუბი მოგვივდა. რაც აქ იყო, იმდენად სტრესული და დამღლელი კვირა იყო, ხალხის რეაქციებიდან გამომდინარეც, რომ ვერც გავიგე, როგორ წავიდა. თან არ მინდოდა, რომ შემემჩნია და ჩემგან ცუდად მიეღო.
– ამბობენ, რომ შენი ხელის სათხოვნელად ჩამოვიდა...
– უბრალოდ, მეგობრები ვართ, მაგრამ ეს ხმები იმიტომ გავრცელდა, რომ თვითონ ამბობდა გადამღებ ჯგუფთან: მინდა, ლიკუნა იყოს ჩემი ცოლიო. ძალიან ბევრ ადამიანს უთხრა – ხალხს რომ ვაცნობდი: გაიცანით, ჩემი მეგობარია-მეთქი, ეუბნებოდა, რომ მისი ცოლი უნდა ვყოფილიყავი. მერე შევუსწორე, რომ მსგავსი არაფერია. ჩვენ, უბრალოდ, მეგობრები უნდა ვიყოთ-მეთქი. დამპატიჟა, რომ მასთან წავსულიყავი დუბლინში და მისი მშობლები გამეცნო, მაგრამ ამ ეტაპზე თავი შევიკავე.
– რატომ შეიკავე თავი?
– არ ვიცი. მეც მთხოვა მშობლები გამაცანიო, მაგრამ უარი ვუთხარი და არ გავაცანი. წასვლაზე დავფიქრდი, მას სურვილი ჰქონდა, რომ ჩვენ ერთად ვყოფილიყავით და მერე მეგობრებად დავრჩენილიყავით. ჩემი იქ წასვლა ხელს შეუშლიდა.

– სხვებს რომ ეუბნება, ჩემი ცოლი უნდა იყოსო, პირადად შენთვის არაფერი უთქვამს?

– ჩემთვისაც უთქვამს მსგავსი რაღაცები, წამოდი ჩემთან, ერთად ვიყოთო, მაგრამ ავუხსენი, რომ ჩვენ, უბრალოდ, მეგობრები ვართ. მე ეს ამბავი უფრო მეგობრობისკენ წავიყვანე.
– ბევრი გოგო არ ეტყოდა უარს, რატომ მიგყავს თქვენი ურთიერთობა მეგობრობისკენ?
– ალბათ, უფრო ასაკობრივი ზღვარის გამო. აქ რომ იყო, 49 წლის გახდა, მე – 23-ის. ჰოროსკოპით ორივე მერწყულები ვართ და ერთმანეთს ვგავართ, მაგრამ ალბათ, ეგეც ასაკის ბრალია, ცოტა სიგიჟეები აკლდა. არ მინდა, ცუდად გამომივიდეს, მაგრამ რაღაც თემებში ზედმეტად სერიოზული იყო. ახლოს რომ გავიცანი, დავინახე, რომ ცოტა უცნაური ხასიათი აქვს. ალბათ, ამანაც განსაზღვრა. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ჩემთვის ის ადამიანი „ჰოლივუდის“ ვარსკვლავია, თუ მწვერვალზე დგას. მთავარია, თვითონ ადამიანი და ტიპაჟი მომეწონოს და სიმართლე რომ გითხრათ, რაღაცები ვერ დავიჭირე. ამბობს, რომ აპრილში ჩამოვალო.
– კომპლიმენტებს ხშირად გეუბნება?
 – კი, ხშირად მეუბნება. არადა მე, ზოგადად, ვერ ვიტან, როდესაც კომპლიმენტს მეუბნებიან, არ შემიძლია. თავიდან რომ მეუბნებოდა, ვპასუხობდი: არ მინდა, რომ მითხრა, გთხოვ, ნუ მეუბნები-მეთქი. მერე გადააკეთა და ამბობდა: შენ ლამაზი ხარ ყველაფრით – შენი ჩაცმით, შენი სახით, შენი შინაგანით. დიდი თევზი ხარ პატარა წყალში, ამ ქვეყანას არ შეესაბამები, წამოდი და იქ იყავიო. ყველას იმას ეუბნებოდა: ლიკუნაში ძალიან მომწონს მისი შინაგანი სამყარო, სულ სხვანაირია, სხვებს არ ჰგავსო.
P.S. ფოტოები მოგვაწოდა ზაქარია ჭელიძემ.
скачать dle 11.3