კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№13 ვისთან შექმნა მეოთხე ოჯახი მალხაზ ქვრივიშვილმა და რაში „გადაუჯოკრა“ მას ცოლმა

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

იშვიათად მინახავს ისეთი შეყვარებული და რომანტიკული წყვილი, როგორიც მსახიობი მალხაზ ქვრივიშვილი და ჟურნალისტი ხათუნა ფეიქრიშვილია. მალხაზისთვის ეს მეოთხე ქორწინებაა, ხათუნასთვის კი – მესამე. მიაჩნიათ, რომ სიყვარულის უხილავი ძაფები იდუმალად გაება მათ შორის და დღეს სიმშვიდითა და იდილიით ტკბებიან. მალხაზს თავისი ბიზნესი აქვს, თუმცა თვლის, რომ მსახიობობა მისი ცხოვრებაა. ხათუნა კი საქართველოს პარლამენტში, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში მუშაობს. მიუხედავად დაძაბული გრაფიკისა, წყვილს, რომანტიკული საღამოებისთვის სულ სცალია.
მალხაზ ქვრივიშვილი: ნახევარ საუკუნეზე მეტი გავიარე და ამ ხნის განმავლობაში იყო ბევრი ტკივილი, სიხარული, განცდა... ვთვლი, რომ ძალიან საინტერესოდ ვიცხოვრე, ბევრი ვისწავლე, უსამართლობაც ვნახე, ბევრი ადამიანი დავკარგე და ბევრიც შევიძინე. ბევრი ტკივილი იყო, ია-ვარდებით ნამდვილად არ იყო ჩემი ცხოვრება მოფენილი, ეკალ-ბარდებშიც ვიარე. თუმცა, ამ ეკალ-ბარდებში სიარულმა სიფრთხილე, სიკეთე მასწავლა და პასუხისმგებლობა შემძინა. ეს ცხოვრება გამოცდაა, წინ ბევრი ხაფანგია და მეც ბევრჯერ დამიგო მახე. ეს თუ არ გადალახე, ისე ცხოვრების არსს ვერ გაიგებ. გამოცდას უნდა გაუძლო, გადალახო წინაღობები, ბარიერები, სხვაგვარად არ გამოვა. დიახ, ჩემს ცხოვრებაში ბევრჯერ იდგა რთული, დეპრესიული პერიოდები, მაგრამ გადავლახე და დღემდე მოვედი.
– როგორ გადალახე ეს ტკივილები, გამოცდები, წინაღობები და ცხოვრებაში ისეთი შეცდომა თუ დაგიშვია, რასაც ნანობ?
– ბევრჯერ დავუშვი ერთი და იგივე შეცდომა და მას აღარ გავიმეორებ. ბევრჯერ დავკარგე ადამიანების ნდობა, თუმცა ჩემმა პროფესიამ ადამიანების სიყვარული მომიტანა და ამით ბედნიერი ვარ.
– თქვი, ნახევარ საუკუნეზე მეტი გამოვიარე განცდით, სიხარულითა და ტკივილითო. ცხოვრების რა ეტაპზე ხარ ახლა?
– ადამიანს ბევრი ეტაპი აქვს გასავლელი და მეც ბევრი გამოვიარე – მძიმეც, ხალისიანიც და ბედნიერიც. ახლა იმ ასაკში ვარ, როცა სითბო, სიმშვიდე და სიწყნარე მჭირდება. მშვიდი ადამიანი არ ვარ, შემოქმედი ვარ და მიყვარს ბობოქარი ცხოვრება, მაგრამ რაც ადრე მხიბლავდა და მსიამოვნებდა, ის აღარ მიზიდავს. ერთი სიტყვით, ჩემს ცხოვრებაში სიმშვიდის პერიოდი დადგა.
– ამბობენ, გაუმართლებელი სიყვარული ადამიანს დეპრესიაში აგდებს, ოჯახის შექმნის მიმართ შიშს უნერგავს, გაურბის მორიგი ცოლქმრული უღლის პასუხისმგებლობასო. თუმცა, შენ სამი ოჯახი დაგენგრა და ისევ გადაწყვიტე ოჯახის შექმნა.
– ყოველთვის მინდოდა, ერთხელ მყვარებოდა და ცხოვრების ბოლომდე მის გვერდით ვყოფილიყავი, მაგრამ არ გამიმართლა. შეიძლება, ეს ჩემი ბრალიცაა, მაგრამ მოვლენები ისე არ განვითარდა, როგორც მინდოდა. ალბათ, ეს გზაც უნდა გამევლო. იყო ოჯახის დანგრევები, სამი წარუმატებელი ოჯახური თანაცხოვრება, მაგრამ დღეს საყვარელი ადამიანი მყავს გვერდით  და მშვიდად ვარ. რასაკვირველია, გაუმართლებელი სიყვარულების გამო იყო დეპრესიები. ჩემი თავი სასოწარკვეთილიც მახსოვს, უბედურიც, ჩაძირულიც, მაგრამ არა – დაცემული. იმედი ყოველთვის მქონდა და ეს მაძლევდა ძალას. ასე რომ, სამი წარუმატებელი ოჯახის მერე მეოთხე შევქმენი და დღეს ბედნიერი ვარ. ანგელოზივით შვილები მყავს, ყველა ჩემი შვილის დედას უდიდეს პატივს ვცემ და მათთვის ყველაფერზე წამსვლელი ვარ. ხათუნა კი ის ქალია, რომელიც ბედისწერამ მაჩუქა. მის გამო სხვანაირად მიცემს გული და სახლში მისვლა მიხარია. სიყვარულში ასაკსაც მნიშვნელობა აქვს, გამოცდილებასაც და გარემო სიტუაციასაც. ხათუნას წყალობით, ამ ლამაზ ატმოსფეროსა და სამყაროში მოვხვდი, რასაც ვერც ვინატრებდი. ზაფხულში გაიბა სიყვარულის უხილავი ძაფები ჩვენ შორის, თუმცა, მანამდეც ვიცნობდით ერთმანეთს. ისე უცბად დაგვატყდა თავს სიყვარული, რომ არ ველოდი. ხუთწლიანი პაუზის მერე ოჯახის შექმნას არც კი ვფიქრობდი.
– ხათუნა, მართალია, რომ არა შენი აქტიურობა, მალხაზი დაოჯახებას არ ფიქრობდა და შენი დამსახურებაა, რომ დღეს ის ბედნიერია? მალხაზს, მექალთანის იმიჯი აქვს, სამი ოჯახი ჰქონდა და შენი მხრიდან, მის გვერდით ყოფნა ერთგვარი რისკი არ იყო?
ხათუნა ფეიქრიშვილი: ჩვენი სიყვარული მეგობრობით დაიწყო. სიყვარული უცებ დაგვატყდა თავს, მართლა რომ არ ველოდით, მაშინ. გეთანხმებით, მალხაზი რომ დღეს ბედნიერია, ვფიქრობ, ჩემი დამსახურებაა. რომ  შევამჩნიე გრძნობა ჰქონდა და რაღაც აბრკოლებდა, არ მინდოდა ამ ადამიანის დაკარგვა და ვიაქტიურე. ზოგადად, ამ მხრივ, არ ვარ აქტიური ქალი. კაცისკენ პირველი ნაბიჯი მე არასოდეს გადამიდგამს. მალხაზი კი გამონაკლისი აღმოჩნდა. ძალიან მომწონდა, თუმცა შორიდან სულ სხვა იმიჯით ვიცნობდი და ვერ წარმოვიდგენდი, თუ სიყვარულს ასე სერიოზულად უდგებოდა. მეც იმ ასაკში ვარ და ორჯერ არ გამიმართლა. აღარც მეგონა და მჯეროდა, რომ ასეთი ადამიანები არსებობდნენ. ჰოდა, რომ დავინახე, გავიცანი და მისგან გრძნობა ვიგრძენი, ვთქვი, რატომაც არა. თუ არ გამიმართლა, ამასაც გადავიტან, თუ არა და  მალხაზი, მესამე და სამართალი იქნება-მეთქი (იცინის).
მალხაზი: ადრე, ერთმა ჟურნალისტმა რომ მკითხა, მექალთანე ხართო? არ ვიცოდი ამ სიტყვის მნიშვნელობა, დავიბენი და ვუთხარი: რას ნიშნავს ეს-მეთქი. მიპასუხა: ქალის სიყვარულსო. ჰოდა, მეც ვუთხარი: ღმერთო ჩემო, ღმერთმა კაცად იმიტომ გამაჩინა, რომ ქალი მიყვარდეს–მეთქი (იცინის).  მექალთანეობაში თუ ღალატს გულისხმობენ, არასდროს ვყოფილვარ მოღალატე კაცი და არცერთი ცოლისთვის არ მიღალატია.   ქალის მოყვარული, დამცველი და პატივისმცემელი კი სულ ვიყავი და ვარ. მეზიზღება სიტყვა – მექალთანე და ღალატი. ხათუნა ძალიან თბილი ადამიანია და მის გვერდით თავს ძალიან კარგად ვგრძნობ.
ხათუნა: საოცარი ადამიანია მალხაზი. დილით ყავას მახვედრებს, მანებივრებს. ცდილობს, ყოველი დღე გამილამაზოს. ისეთი სიურპრიზი  მომიწყო დაბადების დღეზე, შოკში ჩამაგდო. ისე მშვიდად იქცეოდა, ცხვირი ჩამოვუშვი, „დავიგრუზე“. ვიფიქრე, არ ახსოვს ჩემი დაადების დღე-მეთქი და ისე მოხერხებულად შეკრიბა ჩემი მეგობრები, შვილი, სიძე, შვილიშვილი, ისე მოტყუებით მიმიყვანა საოცრად გალამაზებულ გარემოში და ისე გამაოცა, რომ ვიხსენებ, დღემდე გული ცუდად მიხდება, შოკი მემართება (იცინის). ამაში მისი ქალიშვილი დაეხმარა – ლიკა, თავისი სამსახიობო ნიჭიც გამოიყენა, დამიდგა სპექტაკლი და სიურპრიზი ნამდვილად გამოუვიდა.
მალხაზი: არც შენ გამიკეთე ნაკლები სიურპრიზი დაბადების დღეზე, შენც დამიდგი სპექტაკლი და დამშოკე (იცინის). ხათუნასაც ჩემი შვილი, ლიკუნა დაეხმარა. ორი გოგო „შეიკრა“ და ისეთი დაბადების დღე მომიწყვეს, არასდროს დამავიწყდება. ჩემს ოფისში შემიკრიბა მეგობრები, მოტყუებით მიმიყვანა მეც და ბუშტები, ანთებული სანთლები, ტორტი რომ დამხვდა, კინაღამ გადავირიე. მოკლედ, მეგონა, ოფისში პრობლემა იყო, გიჟივით გავვარდი... და  ხათუნას წყალობით, ნათელში მოვხვდი (იცინის).
ხათუნა: ისეთი ბედნიერი იყო, მისი ემოცია არასდროს დამავიწყდება. ეჭვიც არ მეპარება, ეს სიყვარული ცხოვრების ბოლომდე გაგვყვება. ახლა მწყდება გული, რაც იწერებოდა მახოზე. არადა, ასეთი ერთგული, მამაკაცური, რომანტიკული, თბილი, მშვიდი ადამიანი, მე ჯერ არ შემხვედრია. ერთი სიტყვით, მახო  რომანტიკული ქმარი, კარგი მამა და თბილი ბაბუაა. მართლა არ მეგონა, რეალობაში ასეთი კაცი თუ არსებობდა, ასე ძალიან თუ შემიყვარდებოდა და შევუყვარდებოდი. დღითიდღე მაოცებს მისი ქცევები. რომ მეგონა, მაგარი დედა ვიყავი, მახოს რომ ვუყურებ, როგორ ექცევა თავის პატარა შვილს, ანდრიას, ვხვდები, „გადამიჯოკრა“ (იცინის).
– როდის გეგმავთ ამ სიყვარულის დაკანონებას? თუ თვლით, რომ გრძნობასა და სიყვარულს ფურცელზე ხელმოწერა არ სჭირდება?
– ძალიან მინდა მახოსთან ჯვრისწერა, მინდა, კურთხეული ოჯახი მქონდეს, მაგრამ მესამე ჯვრისწერა არ გამოდის. სამოქალაქო ქორწინებას კი ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს.
მალხაზი: აუცილებლად მოვაწერთ ხელს, რომ მავანნი დამშვიდნენ. ჯერ არ გვეჩქარება და ამაზე არც მიფიქრია.
ხათუნა: შენ არ გიფიქრია, მაგრამ მე მინდა, მე! (იცინის). არ მინდა, ჩვენს ურთიერთობას კუდები გამოაბან, რადგან ჯვრისწერა არ გამოდის, ხელს აუცილებლად მოვაწერთ. მე ორჯერ ვარ ჯვარდაწერილი, მახოც – ორჯერ და სხვა გზა არ არის, ხელი უნდა მოვაწეროთ. ძალიან რომ არ მყვარებოდა, მხოლოდ  იმის გამო, რომ მშვიდი ცხოვრება მქონოდა და უი, რა კარგი ბიჭია, როგორ მეფერება-მეთქი, ამ ნაბიჯს ვერ გადავდგამდი. ჩემთვის ყოველი დილა სიყვარულით იწყება, თუ ეს მაკლია, გამოფიტული ვარ, მახო კი ამ სიყვარულის ენერგიით „მმუხტავს“.
მალხაზი: ხათუნა ძალიან მაგარ ლექსებს წერს, თუმცა ჩემთვის ჯერ არ მოუძღვნია და სულ ვეკითხები, რატომ არ მიწერ ლექსს-მეთქი (იცინის).
ხათუნა: ჯერ ვერ მოვიცალე, მაგრამ აუცილებლად მოგიძღვნი. ლექსს მაშინ ვწერდი, როცა ჩემს ცხოვრებაში არაფერი ხებოდა, ამით ვივსებდი სიცარიელეს. ჰოდა, ოღონდ ამ ადამიანის გვერდით ვიყო, აღარ მინდა ლექსების წერა, (იცინის). ამ ასაკში რომ ბედნიერებას იპოვი, ეს მართლა ღმერთის საჩუქარია. ბედნიერი ვარ, რომ ის აღმოვაჩინე და დღეს ჩემი ნახევარი ჰქვია.
მალხაზი: ადრე 40 წელს გადაცილებულ ქალს ვერ აღვიქვამდი, თურმე, სწორედ 40 წლის მერეა, ქალი საინტერესო. ჩემთვის ეს მითი დაიმსხვრა და ამაში ხათუნაა „დამნაშავე“ (იცინის). ასაკს არ აქვს მნიშვნელობა, მთავარი გრძნობა, ურთიერთობა და თანხვედრაა.
ხათუნა: ასე რომ, თუ ტოტალიზატორში დაიდო ფსონი: „გაშორდება თუ არა მალხაზ ქვრივიშვლი მეოთხე ცოლს“, გირჩევთ ფსონი „არ გაშორდებაზე“ დადოთ (იცინის).
скачать dle 11.3