კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№13 როგორ აპირებს ნიკოლოზ ხომასურიძე სტალინისა და ჰიტლერის შეხვედრის „ორგანიზებას“ და რომელი ცნობილი ვარსკვლავების გადაღებას გეგმავს ის ახალ ფილმში

ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი

ცოტა ხნის წინ თბილისს მსახიობი დოლფ ლუნდგრენი ეწვია, რომელიც ერთ-ერთი კომპანიის სარეკლამო რგოლში გადაიღეს. ცნობილ მსახიობს მასპინძლობას ნიკოლოზ ხომასურიძე უწევდა, რომლის დახმარებითაც საქართველოს არაერთი ცნობილი მსახიობი სტუმრობდა და მომავალშიც გეგმავს ამ კუთხით სიახლეებს. აღსანიშნავია, რომ მის მიერ გადაღებულმა „ექვთიმემ“ განსაკუთრებული წარმატებით ჩაიარა.
ნიკოლოზ ხომასურიძე: „ექვთიმემ“ ძალიან წარმატებულად ჩაიარა. ბევრმა ნახა ფილმი და დიდ უმრავლესობას ძალიან მოეწონა. ბედნიერი ვარ, რომ ექვთიმე თაყაიშვილის, ჩვენი საყვარელი გმირის მიმართ პატივისცემა ქართველ ხალხთან ერთად გამოვხატეთ. ახლა განვითარების შემდეგ ეტაპზე უნდა გადავიდეთ. ამისთვის მთავარია, უფრო დიდი მასშტაბისა და ბიუჯეტის ფილმი გადაიღო, რომ განვითარდე როგორც რეჟისორი, შემოქმედი, პროდიუსერი, სცენარისტი. საქართველოში ეს, ფაქტობრივად, შეუძლებელია, რადგან კინო არ აღიქმება, როგორც საქმიანი მიმართულება. კინოცენტრი არ ზრუნავს იმაზე, რომ კინო საქმიან მიმართულებად გადაიქცეს. თანამედროვე კინომიმართულებისგან შორს არის ის თემები, რომლებიც დღეს ფინანსდება. პირადად ჩვენ უარი გვითხრეს ახალ პროექტზე – „საქართველოზე“, რომელიც ქართულ ცეკვაზე, სიმღერასა და ღვინის ისტორიაზეა. „ექვთიმეზე“ ორჯერ გვითხრეს უარი, ახლაც და ერთ-ერთი მიზეზი იყო ის, რომ წინა ფილმის წარმატება არ არის გარანტია, რომ მომდევნო ფილმიც წარმატებული იქნებაო. თუ სხვებისთვის არის გარანტია, ჩვენთვის რატომ არ შეიძლება, გარანტია იყოს. ერთ წრეზე ტრიალებენ და ჩემთვის კინოცენტრი ზნეობადაკარგული ორგანიზაციაა, რომელსაც ადამიანური ღირებულებები და კოლეგიალური არაფერი შერჩა. ერთი და იგივე პროდიუსერი და რეჟისორი რამდენჯერ უნდა დაფინანასდეს, არასწორია, სხვასაც ხომ ეკუთვნის?! მე ზუსტად ვიცი, რომ აღარასდროს მივიღებ ასეთ კონკურსებში მონაწილეობას. „ექვთიმეს“ შექმნის ერთი  პროცენტი იყო, მაგრამ ჩვენ შევძელით, გადაგვეღო. 81 ჩვენება გვქონდა კინოთეატრის გარეთ. ბოლოს ორი ჩვენება ნიუ-იორკში მოეწყო, რომლის ორგანიზატორიც ცუცა კაპანაძე იყო – დიდი მადლობა მას ყველაფრისთვის. ქართველი ემიგრანტები დაესწრნენ, ისიამოვნეს, ბევრი იტირეს. ჩემთვის ყველაზე მთავარია: გაბედე ოცნება და არასდროს დანებდე!  – მე ამ გზავნილს ბოლომდე მივყვები.
– სად აპირებ ახალი ფილმის გადაღებას?
– სცენარიდან გამომდინარე, გადაღებები საქართველოშიც იქნება და ლას-ვეგასშიც. ლას-ვეგასელი შოუ-რეჟისორი „იუ თუბში“ ნახულობს ქართულ ცეკვას, ფარიკაობას, რომელიც ჯუთას ხეობაშია გადაღებული და ჩამოდის საქართველოში. ქართველი ემიგრანტების შთამომავალია, რომელშიც ქართული გენეტიკა, სისხლი იღვიძებს. ეს ერთგვარი გზავნილია ჩვენი ემიგრანტების მიმართაც. უკვე გვქონდა ქასთინგები, 68 მოცეკვავე შეირჩა, 10 ცეკვა გვაქვს დადგმული და შემდეგ ეტაპზე უნდა გადავიდეთ. გადაღებებისთვის ვეძებთ თანხებს. ფილმში რამდენიმე ცნობილი უცხოელი მსახიობიც მიიღებს მონაწილეობას.
– ვინ გყავს როლებისთვის შერჩეული?
– ვინსენტ პერესი, ჯეისონ ფლემინგი და დოლფ ლუნდგრენი, რომელიც ცოტა ხნის წინ საქართველოში გვყავდა ჩამოყვანილი. ერთ-ერთ ლუდის რეკლამაში გადავიღეთ და ფილმზეც ვესაუბრეთ. ძალიან დაინტერესდა, რადგან ეს არ არის მისთვის დამახასიათებელი როლი. მისთვის გამოწვევასავით არის და შესაბამისად, აინტერესებს. როლის თანახმად, დოლფი ერთ-ერთი შოუს პრომოუტერია, ლას-ვეგასელი, რომელიც ხელს გვიწყობს, რომ დიდი წარმოდგენა შედგეს. ვინსენტ პერესი მთავარ როლზე გვყავს წარმოდგენილი. მათ უკვე წაკითხული აქვთ სცენარი, გავლილი გვაქვს ყველაფერი და კინოცენტრისგან განსხვავებით, მათ ძალიან მოსწონთ სცენარი. ვინსენტის გარდა, ორივე საქართველოშია ნამყოფი. საქართველოზე არაფერი იციან ხოლმე და შემდეგ ამდენ ინფორმაციას რომ იღებენ, რამდენი რამის შემქმნელია ეს პატარა ერი, რა თქმა უნდა, აფასებენ. ჩვენც ხომ უნდა დავაფასოთ ამდენი ტანჯვა-წამებისა და სისხლისღვრის შემდეგ ამხელა კულტურა და ცივილიცაზია რომ დაგვიტოვეს ჩვენმა წინაპრებმა. ყველა ერი, სახელმწიფო ცდილობს საკუთარი ისტორია გააცოცხლოს და საქართველოში ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ეს თემა არ გააშუქო. სერიოზულ კამპანიას ვიწყებ ამ მიმართულებით. გასარკვევია, ვინ ბლოკავს ამ ყველაფერს.
– როდის გაიცანი ვინსენტ პერესი და როგორ სიტუაციაში?
– ჩემი კლასელის მეუღლე შვეიცარიაში ცხოვრობს და მან გამაცნო. შარშან მის ფესტივალზე ვიყავი, მანამდე „ექვთიმეზეც“ დაგვიჭირა მხარი. ძალიან კარგი პიროვნებაა, პლუს, ევროპული კინოს ლეგენდაა და მისი ჩართულობა ევროპულ სოლიდურ ფესტივალებზე ბევრ კარს გაგვიღებს. მთავარია, ფილმიც კარგი იყოს. მან უკვე ბევრი რამ იცის საქართველოს შესახებ, ვიდეოლინკებსაც ვუგზავნით ხოლმე და ბევრ რამეზეა ინფორმირებული. ამ ფილმში რეზო ჩხიკვიშვილიც მიიღებს მონაწილეობას, მეღვინის როლს შეასრულებს, რომელიც არქეოლოგიურ ექსპედიციებშია ჩართული. საკმაოდ საინტერესო პროექტია. რა თქმა უნდა, პარალელურად, არც ვჩერდები. ახლა გადავიღეთ მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი „მღვდელი და მხატვარი“. სტალინი და ჰიტლერი ერთმანეთს ოფიციალურად არასდროს შეხვედრიან. ერთადერთი შანსი, რომ ისინი შესაძლოა, ერთმანეთს შეხვედროდნენ, ეს არის ვენაში, მატარებლის ვაგონში, 1907 წელს. ჰიტლერი ძალიან კარგად ხატავდა, ვენის სამხატვრო აკადემიაში არ მიიღეს და განაწყენებული მოდის სადგურში. ამ დროს სტალინი სემინარიიდან არის გამორიცხული, უკვე რევოლუციონერია. შტუტგარტში იმართება სოციალ-დემოკრატების ყრილობის მეორე კონგრესი და იქ მიდის. რკინიგზა ვენაზე გადის და იქ ვახვედრებ ერთმანეთს. 12-წუთიანი ფილმია და ვფიქრობთ, ისტორია განვავრცოთ, განვავითაროთ.
– დოლფ ლუნდგრენის საქართველოში ვიზიტის შესახებ მომიყევი.
– ერთ-ერთი კომპანია დამიკავშირდა, რომელთან ერთადაც განვახორციელეთ ეს ვიზიტი. დავეკონტაქტე მის სააგენტოს, ამ კუთხით ბევრი კონტაქტი მაქვს და დავითანხმე, რომ მონაწილეობა მიეღო. ჩამოვიდა, ოთხი დღე იყო საქართველოში. დოლფი ერთ-ერთი ყველაზე ინტელექტუალი მსახიობია, განათლებული. მაგარ ჯანზეა. 61 წლის არის და მშვენიერ ფორმაშია.  ლეგენდარული მსახიობია, რომლის ფილმებზეც გავიზარდეთ. მასთან ურთიერთობა ჩვენთვის დიდი გამოცდილება იყო. მისი თითოეული გამოხედვით, მოძრაობით, მოქმედებით ხვდები, რომ პროფესიონალთან გაქვს საქმე.
скачать dle 11.3