№13 სხარტულები
* სიამაყემ სიმაღლეში არ უნდა გაგასწროს.
* რაც მეტ სიყვარულს გასცემ, მეტ ადამიანს კარგავ.
* მოწევა კლავსო, მაგრამ რადგან არ ეწევი, ეგ იმას არ ნიშნავს, რომ არ მოკვდები.
* იმდენჯერ მიღალატეს, თავი სამშობლო მგონია.
* გაზაფხული, ხანძარი, შემოდგომა, ზამთარი.
* იცით, რა მაინტერესებს? სიტყვა ქინძმარში ასო ძ ქინძს ეკუთვნის თუ ძმარს?
* საქართველო – აცდენ სასწავლებელს სამსახურის გამო, რომელშიც დაიწყე მუშაობა იმისთვის, რომ სწავლის ფული გადაგეხადა.