№13 ანეკდოტები
– გოგონა, თქვენ ბუნებრივად ქერა არ ხართ, ხომ?
– წარბებით მიხვდით?
– არა, ულვაშებით.
***
– მე შენ მოგიწყვეტ ვარსკვლავს... გაჩუქებ მზეს... მთვარეს...
– ფული „ვაბშე“ არ გაქვს?
***
გორელი ისეთი მთვრალი იყო ტროტუარზე დადიოდა.
***
პატარა ბავშვს ეკითხება მამა.
– გინდა, განახო ძამიკო, რომელიც წერომ მოიყვანა.
– ძამიკო კი არა, წერო მანახე!
***
მეგობარი – მეგობარს:
– ჩემთან, სამსახურში სამი მაკაა. რომ არ ამერიოს, ასე მივმართავ: მაკა-1, მაკა-2 და მაკა-3.
– ალბათ, მკერდის ზომით...
– სწორად მიხვდი. ისინი „კოტე თორმეტს“ მეძახიან.
***
ჭიჭიკია, სად არის შენი ქერა ნაშა?
– გაბრაზებულია ჩემზე.
– რატომ?
– ჩემმა მეორე ნაშამ მოუყვა, რომ მესამე ნაშა მყავს.