№13 ბრძნული აზრები
მანერჰეიმი: თავდაცვაში უზარმაზარი თანხის დახარჯვამდე ხალხს ცხოვრების ისეთი პირობები უნდა შეუქმნათ, რომლის დაცვის სურვილიც მათ ექნებათ.
ჩაპლინი: სარკე ჩემი საუკეთესო მეგობარია, არასოდეს იცინის, როცა ვტირი.
ჟვანეცკი: აზროვნება რთულია, ამიტომ უმრავლესობა მხოლოდ განსჯის.
ლაო ცზი: მე არ მწყინს, როცა ადამიანებს ჩემი არ ესმით, მე მწყინს, როცა მე არ მესმის მათი.
კონფუცი: წვრილმანებში თავშეკავებულობა დიდ საქმეს დაღუპავს.
შამფორი: დიდ საქმეებში ადამიანები გამოიყურებიან ისე, როგორიც არ არიან, პატარა საქმეებში კი – როგორიც არიან.
ჰიუგო: უბედურია ის, ვისაც უყვარს სხეული, ფორმები, შეხედულება. სიკვდილი ართმევს მას ყველაფერს. ეცადეთ, გიყვარდეთ სულიერება და თქვენ იპოვით ბედნიერებას.
რილკე: კითხვით უნდა იცხოვრო. შესაძლოა, ერთ შორეულ დღესაც თანდათანობით აღმოაჩინო, რომ პასუხი იპოვე.
ნიცშე: ურჩხულებთან მებრძოლს მართებს ფიქრი იმაზე, რომ თავად არ იქცეს ურჩხულად.
ოთარ ჭილაძე: ქართველი ხალხი კი არ არის ასეთი ბნელი, არამედ ბნელი, უვიცი, ხარბი და სულგაყიდული პიროვნებები ამოატივტივა დრომ ცხოვრების ზედაპირზე. რატომღაც ისინი წარმართავენ ჩვენს ბედს და ჩვენი დანაშაული ამის მოთმენაა მხოლოდ.
დოსტოევსკი: ის, ვინც ხშირად იტყუება, ვეღარ ხედავს სიმართლეს საკუთარ თავში ან მის გარშემო და საკუთარი თავისა და გარშემო მყოფების პატივისცემას კარგავს. ის, ვინც პატივისცემას კარგავს, კარგავს სიყვარულის უნარს.
ვოლტერი: ადამიანი მძიმე დღეებს ითვლის, ბედნიერ დღეებს – არასოდეს.
ილია: წარმატება შენს მიწაზე მყარად დგომაა.
ვოვენარგი: ბევრი უყურებს ღმერთს, როგორც მოსამსახურეს, რომელიც მოვალეა, მათთვის შავი სამუშაოები აკეთოს.
ემეცი: რომ ამოყვინთო, მინიმუმ, უნდა იცოდე, რომ იხრჩობი, მანამ ადამიანი არ გაიგებს ამის მიზეზს და არ მოიშორებს იმ ზედმეტს, რაც ფსკერისკენ ექაჩება.
იურსკი: მოხდა უდიდესი გარდაქმნა – ხელოვნება გათავისუფლდა მაყურებლისგან.
ჩესტერტონი: მთავარი ის კი არაა, წესები დავიცვათ, არამედ პასუხისმგებლობები რომ შევასრულოთ.
ტოლსტოი: ახალგაზრდობაში ვცხოვრობთ იმისთვის, რომ გვიყვარდეს, ხოლო სიბერეში გვიყვარს იმისთვის, რომ ვიცოცხლოთ.
მოლიერი: ზოგს ჰგონია, რომ თუ ქალი ჩუმად არის, მას პრობლემები აქვს. სინამდვილეში, როდესაც ქალი ხმას არ იღებს, პრობლემები თქვენ გაქვთ.