კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№13 რას ამბობს თქვენი სხეული

ნინო კანდელაკი ელენე წულუკიძე

ჯდომის სტილს თქვენი ხასიათის შესახებ ბევრი ინფორმაციის მოცემა შეუძლია. მაგალითად, გაიგებთ  თქვენს  ფარულ განზრახვებზე   და საიდუმლოებებზე.  
ა) მუხლები ერთმანეთზე გაქვთ მიდებული, მაგრამ ფეხები განზე გაწეული, ისე, რომ  ფეხის თითები ერთმანეთისკენაა შებრუნებული.
ფიქრობთ, რომ პრობლემების უგულვებელყოფა მათ თავიდან მოგაშორებთ. ძალიან მცდარი შეხედულებაა.  ყოველთვის ცდილობთ, პრობლემები სხვას გადააბაროთ. თუმცა, თქვენთან ურთიერთობა მარტივია. საკმაოდ საინტერესო, კრეატიული და მომხიბლავი ადამიანი ხართ. ხშირ შემთხვევაში ნათქვამს მხოლოდ მაშინ უფიქრდებით, როცა უკვე გვიანია და რამის შეცვლა შეუძლებელია.
ბ) ჯდომისას ფეხი ფეხზე გაქვთ გადადებული.
მეოცნებე ხართ. მუდმივად კარგი, პოზიტიური იდეები გაქვთ, ამას თქვენ გვერდით მყოფი ადამიანები აფასებენ. გიყვართ მოგზაურობა და ახალი მეგობრების შეძენა. თუ საქმით უკმაყოფილო ხართ, ყველაფრის თავიდან დაწყება არ გაშინებთ. დროს არასდროს კარგავთ  ისეთ ურთიერთობაზე, რომელიც სიხარულს არ განიჭებთ.
გ) ფეხები სწორად გაქვთ, ერთმანეთზე მიდებული.
თქვენთვის კომფორტი ყველაფერზე მნიშვნელოვანია. სანამ რამის ყიდვას გადაწყვეტთ,  რამდენიმე დღე ფიქრობთ. თითქმის  ყოველთვის სწორ არჩევანს აკეთებთ. გინდათ, რომ ყველაფერი იდეალურად იყოს. ზოგჯერ  ძალიან პრეტენზიული ხართ. იცით ცუდ გარემოში როგორ იმუშაოთ. ყურადღების კონცენტრირების პრობლემა  არ გაქვთ.
დ) ფეხები ერთად გიდგათ, მაგრამ ოდნავ გვერდზე გაქვთ გადახრილი.
არ გიყვართ დაგვიანება და ვერც იმას იტანთ, როცა სხვები იგვიანებენ. საკმაოდ ჭკვიანი ბრძანდებით. დისკომფორტს განიცდით, როცა საჯაროდ ბევრი ემოციის გამოხატვა გიწევთ. თქვენთვის  სახლი არის ადგილი, სადაც შეგიძლიათ, სრულად მოდუნდეთ. კრიტიკას ვერ ეგუებით, მიგაჩნიათ, რომ ეს პერსონალური შეტევაა და იმწამსვე თავდაცვის რეჟიმში გადადიხართ, თუმცა ძალიან არ გიყვართ კამათი.
скачать dle 11.3