კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№13 კვირაში მინუს 4 კილოგრამი – შიმშილის გარეშე

ნინო კანდელაკი ანი რევია

ამ დიეტის რაციონი, ძირითადად, ბოსტნეულისგან, ხილისგან და ცილებისგან შედგება. ცილა ნებისმიერი დაბალანსებული დიეტის შემადგენელი ნაწილია. ხორცის, თევზისა და რძის პროდუქტების (რძის პროდუქტების ცხიმიანობა 1 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს) მიღებით კი, თქვენ მოიშორებთ ზედმეტ კილოგრამებს, ამასთანავე, არ დაკარგავთ კუნთოვან მასას და არც შიმშილის გრძნობა შეგაწუხებთ. დიეტის დროს, რაციონიდან ამოიღეთ ბანანი და ყურძენი. შეგიძლიათ, დღეში 1-2 ცალი სხვა ხილი მიიღოთ. მიირთვით ნებისმიერი ბოსტნეული, კარტოფილის გარდა. ივახშმეთ დაძინებამდე 4 საათით ადრე. უარი თქვით ალკოჰოლზე. სასმელებიდან დასაშვებია მხოლოდ გაზგასული მინერალური სასმელი და უშაქრო მწვანე ჩაი. ყოველდღიურად მიიღეთ, მინიმუმ, 2 ლიტრი წყალი. გამორიცხეთ მარილი და შაქარი.
ორშაბათი
საუზმე – ხორბლის ფაფა რძით.
სადილი – ორთქლზე მომზადებული ბოსტნეული და 1 ჭიქა ასკილის წვენი ან პიტნის ჩაი.
სამხარი – ხილი.
ვახშამი – მოხარშული წიწიბურა.
სამშაბათი
საუზმე – შვრიის ფაფა და ხილის სალათი.
სადილი – სოკოს წვნიანი და ზეითუნის ზეთის შეზავებული ჭარხლის სალათი.
სამხარი – ხილი.
ვახშამი –  ბოსტნეულის ტოლმა.
ოთხშაბათი
საუზმე – ბრინჯის ფაფა.
სადილი – ორთქლზე მომზადებული ყვავილოვანი კომბოსტო და 200 გრამი თევზი.
სამხარი –  ხილი.
ვახშამი – ზეითუნის ზეთით შეზავებული სტაფილოს სალათი.
ხუთშაბათი
საუზმე – ხილის სალათი, შეზავებული იოგურტით.
სადილი – ბოსტნეულის წვნიანი.
სამხარი – 1 ჭიქა დაბალპროცენტიანი კეფირი.
ვახშამი –  ბოსტნეულის სალათი და 1 ნაჭერი მოხარშული ქათმის ფილე.
პარასკევი
საუზმე – მოხარშული გოგრის ფაფა.
სადილი – ბორში ან მოშუშული ბოსტნეული.
სამხარი – ხილი.
ვახშამი – მოხარშული ბრინჯი და ბოსტნეულის სალათი.
შაბათი
საუზმე – 100 გრამი ხაჭო  და უშაქრო მწვანე ჩაი.
სადილი – ორთქლზე მომზადებული თევზი და სალათის ფურცლები.
სამხარი – ხილი.
ვახშამი – კომბოსტოს სალათი და მოხარშული ქათმის ფილე
კვირა
საუზმე – 2 ცალი თოხლოდ მოხარშული კვერცხი.
სადილი – ზეითუნის ზეთით შეზავებული ჭარხლისა და სტაფილოს სალათი.
სამხარი – 1 ჭიქა დაბალპროცენტიანი კეფირი.
ვახშამი – ორთქლზე მოშუშული ბოსტნეული და 200 გრამი თევზიскачать dle 11.3