კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№13 რატომ უნდა დააწყოთ ლითონის ნივთები საძინებელში

ოჯახის სიმყუდროვისთვის საჭიროა, ერკვეოდეთ, თქვენს სახლში სად არის აღმოსავლეთი, დასავლეთი, ჩრდილოეთი და სამხრეთი მხარე. ასევე, უნდა იცოდეთ, თითოეული კუთხე რომელ ზონას შეესაბამება, საიდან შემოედინება დადებითი ენერგია, გაედინება უარყოფითი და ასე შემდეგ.
სამხრეთ-დასავლეთი სიყვარულის ზონაა, სამხრეთ-აღმოსავლეთი – სიმდიდრის, ჩრდილოეთი – კარიერის. თუ სიყვარულის ზონის გააქტიურება გინდათ, ამ კუთხეში უნდა დააწყოთ მინის სტატუეტები ან ლოტოსის დეკორატიული ყვავილები. ამით, გარანტირებული გექნებათ მეუღლესთან ჰარმონიული ურთიერთობა. ის, ასევე, კარგია საქმიანი ადამიანებისთვის, კარიერული წარმატებების მიღწევის თვალსაზრისით.
სიმდიდრის ენერგიის მოსაზიდად გამოგადგებათ ჩინური მონეტები, რომლებიც მინის ჭურჭელში უნდა ჩაყაროთ და დადგათ შემოსასვლელში. ასევე, კარგია ამავე ადგილას ზარების დაკიდება, რადგან, მისი ხმა ნეგატიურ ენერგიას აფრთხობს. ამით, სახლის აურაც იწმინდება.
ქოთანში ჩარგული ბარაქის ხე სიმდიდრის სიმბოლოა და აუცილებლად სახლის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ანუ სიმდიდრის ზონაში უნდა დადგათ. სახლის აღმოსავლეთი მხარე ოჯახის სიძლიერის  ზონად მიიჩნევა, დასავლეთი კი, შემოქმედებითი ადამიანებისთვისაც ნაყოფიერი ზონაა.  ამიტომ, სამუშაო მაგიდა სწორად ამ ადგილას უნდა დადგათ.
გადატვირთული ოთახები უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ბედსა და გუნება-განწყობაზე. ასევე, აფერხებს ბედნიერების ენერგიის მოზიდვას. ამიტომ, ისე გადაანაწილეთ ავეჯი და ნივთები, რომ ბინაში მეტი სივრცე გამოჩნდეს. ასევე, ხშირად გადააადგილეთ ავეჯი, რომ თქვენს ცხოვრებაში სასიკეთო ცვლილებები შემოვიდეს.
ლითონის ნივთები დააწყვეთ საძინებელსა და სააბაზანოში და მიაქციეთ ყურადღება, ფერს ხომ არ იცვლის. თუ ოჯახში დიდი რაოდენობით უარყოფითი ენერგიაა დაგროვილი, დიდი შანსია, ლითონის ნივთებმა ფერი იცვალოს.
 მეუღლესთან ურთიერთობის დასარეგულირებლად კი ხშირად დაანთეთ იისფერი და ყვითელი სანთლები ლითონის შანდალში და დადგით საწოლ ოთახში. სანთლების ენერგეტიკა აძლიერებს ლითონის ენერგეტიკასა და მაგიურ თვისებებს. ის აუცილებლად დაგეხმარებათ ოჯახური პრობლემების მოგვარებაში.скачать dle 11.3