კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№13 როგორ ვუმკურნალოთ ჰერპესს

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

ჰერპესი ერთ-ერთი ყველაზე ხშირი დაავადებაა, რომელსაც ვირუსი იწვევს. ცნობილია, რომ მსოფლიოს მოსახლეობის 90 პროცენტი ჰერპესის ვირუსითაა დაავადებული.
გამომწვევი მიზეზები: ჰერპესის ვირუსი ჯანმრთელ ადამიანზე კონტაქტური ან ჰაერ-წვეთოვანი გზით გადადის. დაავადებას იწვევს ასევე გადაციება ან გადახურება, ასევე იმუნიტეტის დაქვეითება. სიმპტომები: ტუჩისა და ცხვირის არეში კანის ანთებითი პროცესი, პირის ლორწოვანი გარსის ანთებითი პროცესი, გამონაყარი ლოყებზე, ხელის თითებზე, ზურგზე, გენიტალიებზე, შუბლზე.
ხალხური მეთოდები ჰერპესის სამკურნალოდ:
* ზეითუნის ზეთი – ზეითუნის ზეთი უხვად შეიცავს ანტიოქსიდანტებს და ხშირად გამოიყენება ხალხურ მედიცინაში. ის საუკეთესოა ჰერპესის სამკურნალოდაც. გააცხელეთ ზეთი, დაუმატეთ ცოტაოდენი ლავანდის ზეთი და ფუტკრის ცვილი. გააცივეთ და მიღებული ნარევი ინფიცირებულ ადგილას დაიტანეთ;
* გვირილის ნაყენი – გვირილას ანტი-ვირუსული თვისებები ახასიათებს, ამიტომ შეგიძლიათ, გვირილის ნაყენი სავლებად გამოიყენოთ;
* პროპოლისის ნაყენი – კარგია, თუ წარმოქმნილ ბუშტუკებს სპირტზე დამზადებული პროპოლისის ნაყენით დაიმუშავებთ. ის აშრობს კანს, ხელს უშლის ანთების განვითარებას და სხვა ადგილებში გავრცელებას, ასევე დეზინფიცირებას ახდენს და აჩქარებს შეხორცების პროცესს;
* პიტნის ეთერზეთი – პიტნის ეთერზეთი არა მხოლოდ შესანიშნავად კურნავს, ნივრისგან განსხვავებით, სუნიც სასიამოვნო აქვს და მისი გამოყენება საზოგადოებრივ ადგილებში დისკომფორტს არ შეგიქმნით;
* ყინული – ყინულით მკურნალობა ერთ-ერთი მარტივი ხერხია. ჩაყარეთ ყინული ცელოფანში ან ნაჭრის ქსოვილში და დაიდეთ ის ჰერპესზე. ცოტა ხანში ქავილი და შეშუპება გაქრება;
* სოდა –  სოდა ბამბით მოისვით ჰერპესზე. ის დააჩქარებს ჰერპესის გაქრობის პროცესს;
* ჩაის პაკეტები – შავი ჩაი მდიდარია ტანინით, რომელიც ანტივირუსული და ანთების საწინააღმდეგო თვისებებითაა ცნობილი. ჩადეთ ჩაის პაკეტი ერთ ჭიქა ცხელ წყალში. გაციების შემდეგ ამოიღეთ და დაიდეთ ინფიცირებულ ადგილას 5 წუთით. გაიმეორეთ პროცედურა დღეში ორჯერ ან სამჯერ.
* წყალბადის ზეჟანგი – თუკი ტუჩებზე უკვე გაქვთ პატარა ბუშტუკები, უმჯობესია, ყოველ 2-3 საათში ერთხელ წყალბადის ზეჟანგით დაიმუშავოთ. საღამოს თქვენი სახე უკვე სუფთა იქნება. პროცედურა ცოტა მტკივნეულია, მაგრამ ეფექტური!
* სამედიცინო სპირტი – როგორც კი ქავილის შეგრძნება გაგიჩნდებათ, ის ადგილი მოწვით სპირტით იმდენჯერ, სანამ ქავილი არ გაქრება. ასე ჰერპესი 3-4 დღის შემდეგ გაგივლით, სამკურნალო მალამოებით მკურნალობა  კი 7-10 დღე გრძელდება. არჩევანი თქვენზეა.
ჰერპესი ხშირად დაბალი იმუნიტეტის ფონზე ვლინდება, ამიტომ თქვენი კვების რაციონი გაამდიდრეთ თუთიით, B ჯგუფის ვიტამინებით, რაც ორგანიზმს სწრაფ გამოჯანმრთელებაში დაეხმარება.
ჰერპესით დაავადებულმა ინფექცია სხვასაც რომ არ გადასდოს, მკაცრად უნდა დაიცვას პირადი ჰიგიენა. უნდა ჰქონდეს საკუთარი პირსახოცი, ჭურჭელი, რომელსაც სხვები არ შეეხებიან.скачать dle 11.3