კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№13 მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: როგორც ვიცი, ჩემს წინაპარს დიდი ცოდვა აქვს ჩადენილი – ეკლესიების ნგრევაში იღებდა მონაწილეობას. ამას ძალიან განვიცდი და ძალიან მინდა, სანაცვლოდ ეკლესიის აგება, თუმცა ამის მატერიალური შესაძლებლობა არ მაქვს. მინიმალური, რაც შევძელი, ეკლესიას ხატები შევწირე. კიდევ რით შემიძლია, დავეხმარო წინაპრის სულს?
პასუხი:
უფალი აუცილებლად დაინახავს თქვენს გულისთქმას, თქვენს სურვილსა და მონდომებას. რაც შეეხება უშუალოდ ამ ცოდვას, ეს მართლაც უმძიმესი ცოდვა და დანაშაულია, ამიტომ ეპისკოპოსთან უნდა მიხვიდეთ და მას სთხოვოთ ლოცვის წაკითხვა თქვენი ოჯახისთვის, რომ მასზე წყევლა არ იყოს.
კითხვა: ისეთი ცოდვა გავიმეორე, რაზეც უფლის სახელი მქონდა დაფიცებული, რომ აღარ ჩავიდენდი. ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვარ, როგორ ვუშველო თავს?
პასუხი:
არ არსებობს ცოდვა (თვითმკვლელობის გარდა), რომელსაც გულწრფელი სურვილის შემთხვევაში ვერ მოინანიებთ, მიმართეთ მოძღვარს, იცხოვრეთ ეკლესიურად და გამოსავალს თვით ყველაზე კრიტიკული სიტუაციიდანაც იპოვით. რაც შეეხება დაფიცებას, უფალი გვიკრძალავს, რადგან ჩვენი სიტყვა მართალი უნდა იყოს და ფიცი არ სჭირდებოდეს.
კითხვა: როგორ ვისწავლოთ ნებისყოფის გამომუშავება?
პასუხი:
თავი შეიკავეთ ცნობისმოყვარეობის მოძალებისგან, განსაკუთრებით იმ საკითხებში, რომლებიც საერთოდ არ გეხებათ ან მცირედ გეხებათ. ადამიანი ზოგჯერ ისეთ ინფორმაციას იგებს, რომ სულს უფორიაქებს. მაგალითად, ზოგჯერ გულში ჩავარდნილი ერთი სიტყვა, როგორც თვალში მოხვედრილი ნამცეცი უშლის ხელს ლოცვასა და სულიერი საქმეების აღსრულებაში. ზოგჯერ სწორედ ის ერთი სიტყვა აკარგვინებს ადამიანს სულის სიმშვიდეს.
კითხვა: როგორ უყურებს ეკლესია ისეთ ადამიანებს, ვინც საყვარელი ადამიანის შენარჩუნებისთვის მაგიას, მჩხიბაობას მიმართავს?
პასუხი:
ეს არის მომაკვდინებელი ცოდვა და რაც უნდა გულით გინდოდეს, ადამიანი არ დაკარგო, ამაში მაგიის ჩართვას გამართლება არ აქვს. ჯერ ერთი, ყოველ ადამიანს აქვს საკუთარი ნება და საკუთარი არჩევანი, რისი შეზღუდვის უფლებაც არავის აქვს. მერე მეორე და მთავარი, როდესაც ადამიანი მაგიას მიმართავს, ამით ის ბოროტ, ბნელ ძალებს უკავშირდება და საბოლოოდ იღუპავს სულს. ეს დაუშვებელია.
კითხვა: თითქმის 25 წელია, მე და ჩემი მეუღლე დაქორწინებულები ვართ, გვყავს მოზრდილი შვილები. გვინდა, ჯვარი დავიწეროთ. ამასთან დაკავშირებით რაიმე წინააღმდეგობა ხომ არ არსებობს?
პასუხი:
არავითარი წინააღმდეგობა არ არსებობს, თუ ორივეს სურვილია, აუცილებლად უნდა დაიწეროთ ჯვარი. ამ რიტუალით თქვენი ოჯახი უფრო მყარი გახდება და უფლისგან იქნება დალოცვილი.скачать dle 11.3