კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№13 დაინახე განსხვავება

ნინო კანდელაკი ნინო წულუკიძე

ყველა თანხმდება, რომ ქალი მამაკაცისგან  განსხვავდება და პირიქით. სპეციალისტები არაერთი კვლევის შედეგად მივიდნენ დასკვნამდე, რომ  ქალსა და მამაკაცს, მინიმუმ, ასამდე  ნიუანსი განასხვავებს. ვნახოთ რამდენიმე მათგანი:
ანატომიური განსხვავებები:
* დავიწყოთ იმით, რომ მამაკაცის ტვინი ქალისაზე ორასი-სამასი გრამით მძიმეა, მაგრამ ამას ინტელექტთან არანაირი კავშირი არ აქვს. ამაში დასარწმუნებლად გეტყვით იმას, რომ ყველაზე მძიმე ტვინი გორილას აქვს;
* შეიძლება, არ იცით, რომ ჩასახვისას ნებისმიერი ორგანიზმი მდედრობითი სქესისაა, მხოლოდ მუცლადყოფნის მეექვსე კვირას იძენს მამაკაცურ ნიშნებს;
* ქალის სახსრები გაცილებით მოძრავი და მოქნილია, განსაკუთრებით – ჰორმონული სიმწიფის ასაკსა და ორსულობის პერიოდში. ეს ქალის სასქესო ჰორმონების, ესტროგენების, დამსახურებაა, რომლებიც მყესებს ძლიერ ელასტიკურობას სძენს და ეს ბუნებრივია – ქალმა ხომ ბავშვი უნდა გააჩინოს. საშუალო სტატისტიკური მამაკაცი საშუალო სტატისტიკურ ქალზე 10 პროცენტით მაღალი და ამდენივე კილოთი მძიმეა;
მამაკაცის ფილტვების სასიცოცხლო ტევადობა 20 პროცენტით აღემატება ქალისას, ხოლო გულის მუშაობის ინტენსივობა – 15 პროცენტით;
* გოგონები გაცილებით სწრაფად იზრდებიან. მათი ზრდა ნელდება გარდატეხის ასაკში. ვაჟები  კი  ზრდას 18-20 წლამდე აგრძელებენ;
* დადგენილია, რომ ქალები კაცებზე მეტხანს ცოცხლობენ, თუმცა, მათი კანი გაცილებით სწრაფად ბერდება. პრობლემა ის არის, რომ  ქალის კანის ზედა ფენა, ეპიდერმისი, გაცილებით მგრძნობიარეა ულტრაიისფერი სხივებისა და სხვა გარეგანი ფაქტორების მიმართ;
* გარდა ამისა, ალკოჰოლისადმი ქალის წინააღმდეგობის უნარი გაცილებით სუსტია, რადგან მის ორგანიზმში ალკოჰოლის დამშლელი ფერმენტები მამაკაცისაზე 2-ჯერ სუსტი და ნაკლებად  აქტიურია.
* საინტერესო ფაქტია ის, რომ მამაკაცებს თავის ტვინის ნახევარსფეროები მეტად დიფერენცირებული აქვთ, ამის წყალობით, ისინი უკეთ ახერხებენ სივრცეში ორიენტირებას, ადვილად კითხულობენ სქემებს, რუკებს, გეგმებს. სამაგიეროდ, ქალებს გაცილებით მჭიდრო კავშირი აქვთ ტვინის მარჯვენა და მარცხენა ნახევარსფეროებს შორის, რაც მათ უცხო ენების შესწავლას უადვილებს;
* თმის ცვენა და გამელოტება უმეტეს წილად მამაკაცების პრობლემაა, რაშიც გადამწყვეტ როლს ყველაზე მძლავრი მამაკაცური ჰორმონი – ტესტოსტერონი ასრულებს. ქალები გაცილებით უკეთ ხედავენ მარჯვენა თვალით და უკეთ ესმით მარჯვენა ყურით, მამაკაცებთან ეს  – პირიქითაა;
* გოგონები გაცილებით ადრე ითვისებენ მოძრაობებს. ისინი ფეხს 11-12 თვის ასაკში იდგამენ, ბიჭები, ძირითადად – 12-14 თვის ასაკში.
* ქალების წინააღმდეგობის უნარი ზოგიერთი დაავადების მიმართ გაცილებით სუსტია. მაგალითად, ოსტეოპოროზით დაავადებულთა 90 პროცენტი ქალია, რაც ესტროგენების „დამსახურებაა“.
* ტესტოსტერონის გავლენით, მამაკაცები გაცილებით აგრესიულნი არიან;
* ქალის ორგანიზმს ნაკლებად აზიანებს ათეროსკლეროზი, რადგან ესტროგენები ამუხრუჭებენ სისხლძარღვების შევიწროებას და აადვილებენ ღვიძლიდან ქოლესტერინის გამოდევნას. იოლი მისახვედრია, რატომ ემართებათ მამაკაცებს 2-ჯერ უფრო ხშირად მიოკარდიუმის ინფარქტი.
ფსიქოემოციური განსხვავებები:
* ფაქტი პირველი – გოგონები ვაჟებზე ადრე იწყებენ ლაპარაკს;
* ქალებს გაცილებით უკეთ აქვთ განვითარებული ყნოსვა მიუხედავად ამისა, დახვეწილი პარფიუმერიული ნაწარმის 80 პროცენტი მამაკაცების შექმნილია;
* როდესაც საუბარს აწყვეტინებენ, მამაკაცები ისე მწვავედ არ რეაგირებენ ამაზე, როგორც მათი მშვენიერი მეორე ნახევრები;
* ქალებს გაცილებით უკეთ აქვთ განვითარებული მუსიკალური სმენა, აქ მათი უპირატესობა 6:1-ზეა.

მოდი, ვიმეგობროთ

ვინც ქალისა და მამაკაცის მეგობრობას სკეპტიკურად უყურებს, გვინდა, იმედი გავუცრუოთ – უამრავი ადამიანის გამოცდილებაზე დაყრდნობით შეიძლება, ვთქვათ, რომ ქალისა და მამაკაცის მეგობრობა არა მარტო შესაძლებელი, არამედ საკმაოდ გავრცელებული მოვლენაცაა. ბევრი ქალი მიიჩნევს, რომ მამაკაცი გაცილებით სანდო და ერთგული მეგობარია – მას შენი არ შურს, არ გეჯიბრება,  არ ცდილობს, კაცი „აგახიოს“, შენზე არ იჭორავებს  და არ შეეცდება, გამოგიყენოს. თუმცა, ბევრი მეცნიერი  ამტკიცებს, რომ ქალები ცდებიან. რომ მათ მხოლოდ ჰგონიათ, რომ „უბრალოდ მეგობრებად” დარჩენა შესაძლებელია. მეგობრებს შორის  რომანის დაწყების ალბათობა ყოველთვის არსებობს.
საქმე ისაა, რომ ქალები და მამაკაცები სხვადასხვანაირად უყურებენ მათ შორის მეგობრობის საკითხს. კაცებს საკმაოდ ხშირად იზიდავთ  მეგობარი გოგონები, მაგრამ ამ თემაზე დუმილს ამჯობინებენ,  სანამ  ქალი ნაბიჯს თავად არ გადმოდგამს.
გარდა ამისა, მამაკაცების უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ მის მიმართ რომანტიკული გრძნობები მეგობარ ქალსაც აქვს.
სოციოლოგებმა დაადგინეს, რომ ქალებს, როგორც წესი, არ იზიდავთ მეგობარი მამაკაცები. გარდა ამისა, ისინი დარწმუნებული არიან, რომ მეგობრობის გარდა არც მამაკაცებს აქვთ რაიმე გრძნობა. ანუ, მამაკაცებისათვის უფრო რთულია მხოლოდ მეგობრის სტატუსის შენარჩუნება და მათთვის სრულიად მისაღებია მეგობრობის გადაზრდა ინტიმურ ურთიერთობაში.
რა პასუხი გვაქვს კითხვაზე – შესაძლებელია ქალისა და მამაკაცის მეგობრობა?  მოკლედ, თუ ამ საკითხს ქალის თვალით შევხედავთ – პასუხი დადებითი იქნება. მაგრამ თუ კაცის გადმოსახედიდან ვიმსჯელებთ, უმრავლესობას არაფერი ექნება საწინააღმდეგო, თუკი მეგობრობა რომანტიკულ ურთიერთობაში გადაიზრდება.скачать dle 11.3