კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№13 როდის არ თვლის ქალი ღალატს დანაშაულად და როგორ აგრძელებს ის ქმართან ურთიერთობას

ნინო კანდელაკი დალი მიქელაძე

არსებობს იდეალური ურთიერთობა? უნდა ვაღიაროთ, რომ იდეალურობის მოთხოვნას ხშირად ჩიხში შევყავართ. ადამიანებს გვავიწყდება, რა უნდა იყოს ურთიერთობის მთავარი „ხაზი“ – ნერვიულობენ წვრილმანებზე, აქვთ გადაჭარბებული მოთხოვნები პარტნიორის მიმართ, ერთგულებაზე კი  – სტერეოტიპული წარმოდგენები. ძნელია, ვინმეს მზა რეცეპტი უკარნახო. მთავარია, მოუსმინო შინაგან ხმას და ისე მიიღო გადაწყვეტილება.

თეა (37 წლის): მინდა, ღალატზე ვისაუბრო. რომელ ქალს არ უნდა, რომ ქმარი მისი ერთგული იყოს. კაცები გაცილებით მშვიდად არიან ამ მხრივ. ფიქრობენ, რომ ცოლის ერთგულება გარანტირებული აქვთ. თითქოს კანონია, რომ ცოლი ქმრის ერთგული უნდა იყოს. ბევრი ქმარი არც კი უშვებს იმას, რომ შეიძლება, მისმა ცოლმა სხვისკენ გაიხედოს.
– რატომ, ქალებიც ხომ ღალატობენ ქმრებს?
– იმ რაოდენობით არა – ეს ერთი და მეორე – უმეტეს შემთხვევაში, კაცები ამას საერთოდ ვერ ხვდებიან, ვერ იგებენ ღალატს. ქალს შეუძლია, ღალატი ოსტატურად შენიღბოს. ასე რომ, ამ მხრივ, კაცებს კომფორტი აქვთ. ცოლებმა კი რამდენ რამეზე უნდა ვიფიქროთ და ვიდარდოთ. კაცის ერთგულება პირობითი თემაა. თუ სულ ჩასაფრებული იქნები, შეიძლება, ვერ გამოგეპაროს „გაძვრომა“, მაგრამ ნევროზი გარანტირებული გაქვს, ჩვეულებრივ ფსიქოპათად იქცევი. საკუთარი თავი თვითონვე არ მოგეწონება. ეჭვიანობა დამანგრეველია. რაღაც პერიოდი ვიყავი ასე და დამეჯერება. მერე მივხვდი – რამდენიც უნდა ინერვიულო, რამდენიც უნდა აკონტროლო, თუ ღალატი ჩაიფიქრა, მაინც გიღალატებს და თუკი მოსახდენი მაინც მოხდება, ნერვები რატომ უნდა აიშალო.
– ამბობთ, რომ ნებაზე უნდა მიუშვა?
– რას ნიშნავს, ნებაზე მიუშვა, არც ასეთი უკიდურესობაა აუცილებელი, მაგრამ მე საკუთარი ტაქტიკა გამოვიმუშავე. ამ თემაზე საერთოდ აღარ ვამახვილებდი ყურადღებას, ჩვეულებრივად ვცხოვრობდი.
– დინებას მიჰყვებოდით?
– არა. ასეც ვერ ვიტყვი. უბრალოდ, ბევრი ვიფიქრე და მივხვდი, რომ ღალატი დანაშაული არ არის. უფრო სწორად, ღალატსაც გააჩნია. ჩვენ ყველაფერს ღალატს ვეძახით.
– ღალატი ღალატია... მისი კლასიფიკაციაც ხდება?
– რა თქმა უნდა. ვფიქრობ, ღალატი ის არის, როცა კაცი საყვარელს იჩენს, როცა ქრონიკულად იტყუება. სახლიდან რომ არ მიდის, მაგრამ იმასაც რომ არ სცილდება. ორ ოჯახად რომ ცხოვრობს და ჯიუტად არ აღიარებს ამას. კაცს თუ ერთხელ „წაუცდა“, ცუდია, მაგრამ ქვეყნის აღსასრული არ არის. მე ასე მიმაჩნია და სხვათა შორის, რეალობამ მიჩვენა, რომ მართალი ვარ.
– ანუ, თქვენმა მეუღლემ ერთხელ გიღალატათ და ამას ღალატი არ დაარქვით?
– სახელს რა მნიშვნელობა აქვს. მთავარია, რა მოხდა ამის შემდეგ. სხვათა შორის, საკმაოდ სწრაფად მივხვდი, რა ხდებოდა იქამდე, სანამ ამას თავად აღიარებდა. ჩასაფრებული ცოლი არ ვარ, მაგრამ არც სულელების რიცხვს მივეკუთვნები. თუ ცოტა ყურადღებიანი ქალი ხარ, ასეთი ამბავი არ გამოგეპარება. რა თქმა უნდა, ტრაგედიად არ გადამიქცევია ქმრის საქციელი და ისეთ მდგომარეობაში ჩავაგდე, პატიებას ყელის გამოწევით ითხოვდა.
– ასეთი რა გაუკეთეთ?
– განსაკუთრებული – არაფერი. დავანამუსე. ისტერიკა არ გამიმართავს, პირიქით, საკმაოდ მშვიდად ვიყავი და ღირსეულად მივახვედრე, რომ ყოვლად უზნეოდ, არაკაცურად მოიქცა. სამწუხაროა, რომ ჩემი უსაზღვრო ნდობა ასე გათელე ფეხქვეშ-მეთქი. რამდენიმე დღე საერთოდ არ ვცემდი ხმას. მისკენ არ ვიხედებოდი და სინანულში ჩავაგდე. სიმშვიდითა და ზუსტი „დარტყმებით“ გამომივიდა. პატიების სანაცვლოდ კი  სრული კაპიტულაცია მოვითხოვე.
– სრული კაპიტულაცია, ანუ...
– აღიარა დანაშაული და თავის პირად სივრცეზე აბსოლუტური წვდომა მომცა. მოვთხოვე, რომ მთელი თავისუფალი დრო ოჯახში გაეტარებინა. უფრო აქტიურად ჩართულიყო საშინაო საქმეებში. გამოვუცხადე: მე შენ ბევრი თავისუფალი პირადი სივრცე დაგიტოვე, კომფორტი შეგიქმენი და ღალატით მიპასუხე, ამიტომ ახლა სხვანაირად იქნება-მეთქი და ხმა ვერ ამოიღო. ახლა თვალებში მიყურებს. ძალიან ბევრი საქმე ავკიდე და ვერც აპროტესტებს. ყველაფერზე უსიტყვოდ მეთანხმება. ორჯერ უკვე ვყავდი სამოგზაუროდ, მაგრამ ეს არ არის მთავარი. უფრო მნიშვნელოვანი მისი შეცვლილი დამოკიდებულებაა ჩემ მიმართ. მე მოვთხოვე, ყოველი დღე უნდა ვიგრძნო, რამდენად ძვირფასი ვარ შენთვის-მეთქი და „წელში წყდება“, ასეა – უნდა დამიმტკიცოს, რომ მის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი მიკავია.
– ურთიერთობა ხელოვნური არ არის. თქვენი ქმარი დაიღლება და შეიძლება, საერთოდ გაგექცეთ.
– არსად გაიქცევა. მე არაფერს ვაიძულებ. უბრალოდ, არჩევნის საშუალება მივეცი და ეს ვარიანტი აირჩია. შეეძლო, საერთოდ წასულიყო, რადგან ეს არ გააკეთა, გამოდის, ჩემი მოთხოვნის შესრულება არ უჭირს. ესე იგი, ერთმანეთი ისევ გვიყვარს.
скачать dle 11.3