კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№12 რატომ გაუჭირდა ქუთაისელი გოგოს „შებმა“ გიგა კუხიანიძეს და როგორ ცხოვრობდა ის ერთი წელი ჯადოქარივით

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

21 მარტიდან, საქართველოს კინოთეატრებში ახალი ქართული სათავგადასავლო ფილმი გამოჩნდება. „იზი და ჯადოქარი“ Giga Production-ის პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმია. როგორც ფილმის მთავარი პროდიუსერი, გიგა კუხიანიძე ამბობს, ეს ის ფილმია, რომელიც პატარებსაც დააინტერესებთ და დიდებსაც, ხოლო გადაღებები, რეკორდულად მცირე დროში, არც მეტი და არც ნაკლები, 18 დღეში დასრულდა.
გიგა კუხიანიძე: თუ ჩემს პირად ცხოვრებას გადავხედავ, იღბლიანი კაცი ვარ. რაც გულითა და სულით მომინდომებია, ყველაფერი გამომსვლია და წარმატებაც მიგემია. თუმცა, ბედ-იღბალზეცაა დამოკიდებული. ყველაფერს ერთი და იმავე ემოციით ვერ გავაკეთებ. საქართველოს პირობაზე, ჩემს ასაკთან შედარებით საკმაო წარმატება დამიგროვდა. კარიერაშიც ბევრი წარმატებული ნაბიჯი მაქვს გადადგმული, თუმცა არ გაპიარებულა.
– გიგა, შენი წარმატებები, ძირითადად, „ევროვიზიასთან“ ასოცირდება. თუმცა, ამ პროექტს ჩამოშორდი. ეს იყო შენი ნება თუ რაიმე გარემოება უძღვოდა წინ?
– ჩემი ნება არ არის ის, რაც მე მიყვარს, იმას ჩამოვშორდე. იმ პირობებმა, რაც ჩემთვის არ იყო დამაკმაყოფილებელი, გამოიწვია, რომ მე ჩამოვშორდი „ევროვიზიის“ პროექტს, რომელზეც მაქსიმალურად ვიხარჯებოდი. თუმცა, ამ პროექტით ჩემს ქვეყანას ბევრჯერ მოვუტანე წარმატება და ამ კუთხით, ჩემთვის საუკეთესო წლები იყო. არ მიყვარს მიზეზებზე ხმამაღლა საუბარი, თუმცა „ევროვიზიის“ გულშემატკივარი ყოველთვის ვიქნები. მინდა, გითხრათ, უამრავი მიწვევა მაქვს უცხოეთის კარგი ქვეყნებიდან, თუმცა ჯერ ვერ გადავწყვიტე – წავიდე თუ არა. დავაკვირდები მოვლენებს და თუ მივხვდი, რომ განვითარებას ჩემს ქვეყანაშიც ვახდენ, მირჩევნია, აქ დავრჩე, ჩემს სახლში.
– „ევროვიზიიდან“ კინემატოგრაფიაში გადაინაცვლე და გადაიღე ფილმი, რომლის პრემიერაც სულ მალე შედგება. საიდან გაჩნდა იდეა, და რას ფიქრობ, შენს სადებიუტო ნაშრომს როგორ მიიღებს მაყურებელი?
– როცა დავფიქრდი, წელს აღარ ვიმუშავებ „ევროვიზიაზე“-მეთქი, მივხვდი,  უსაქმურად ვრჩებოდი. უფრო სწორად, წვრილმანი საქმეების კეთება მომიწევდა, მე კი ამით ვერ დავკმაყოფილდებოდი, რადგან მიჩვეული ვარ მასშტაბებს. ამიტომ, ფილმის გადაღება გადავწყვიტე. მოკლედ, ფანტასტიკური დამოუკიდებელი ჯგუფი შევიკარით, ჩამოვაყალიბე „გიგა პროდაქშენი“ და გადავიღეთ ფილმი „იზი და ჯადოქარი“. სულ მინდოდა საბავშვო ფილმის გადაღება და გამოვიდა კიდეც. ფილმში კი მონაწილეობენ ფანტასტიკური მსახიობები: ზურა ყიფშიძე, დარეჯან ხარშილაძე, სოსო ხვედელიძე, ბახვა ბრეგვაძე, ანი ბებია, ირაკლი გოგოლაძე, აპოლონ კუბლაშვილი, რუსკა ქარქაშაძე, დათა პავლიაშვილი, ელენე არჩაშვილი, დავით ხიმიკაძე...
– როგორც ვიცი,  გადაღებები ექსტრემალურ სიტუაციებში ხდებოდა და პროდუქტი უმოკლეს დროში იყო მზად.
– გადაღებები წარმოებდა თბილისსა და თბილისს გარეთ, კოჯრის ტყეში, წავკისში, არტ-ვილა „გარიყულას“ ტერიტორიაზე, ასევე, გადასაღებ პავილიონზე. ფილმის გადაღებები 18 დღეს გაგრძელდა. ეს ფილმი ჩემი შვილივითაა და ვხუმრობ ხოლმე, სანდროს მამა ვიყავი და ახლა, ჯადოქრის მამა გავხდი-მეთქი (იცინის). დაახლოებით, 6 დღე კოჯრის ტყეში ვიცხოვრეთ და ღამეებს ვათენებდით. ხან კოღოები გვჭამდნენ, ხან სიცხისგან ვიგუდებოდით და ხან გვციოდა. დამიჯერეთ, 18 დღე და ღამე არ მიძინია და მას მერეც არ მძინავს იმაზე ფიქრით, როგორ მიიღებს ფილმს მაყურებელი. მთელი ჩემი ენერგია ამ ფილმში ჩავდე, ერთი წელი ჯადოქრის ცხოვრებით ვიცხოვრე და ჯადოქარმა შემიწირა (იცინის).
– თქვი, ტყეში მიწევდა ღამეების თენება და 18 დღე არ მიძინიაო. როგორ იტანდნენ ოჯახის წევრები შენს არანორმალურ გრაფიკს?
– ფაქტობრივად, ოჯახურ ცხოვრებას მოწყვეტილი ვიყავი, თუმცა, ოჯახის წევრებმა, ამიტანეს (იცინის). მე და ნინოს ერთი პროფესია გვაქვს და იცის, რას ნიშნავს ახალი პროდუქტის შექმნა. რას ვიზამთ. სახლში რომ დავჯდეთ და ჩაი ვსვათ, ასეთი ცხოვრება არ გვაქვს. სხვათა შორის, ნინომ მისაყვედურა: რა არის, ერთი როლი ვერ გამონახე ჩემთვისო? მაგრამ, მე მას უფრო სახასიათო როლში ვხედავ, ნინო ძოწენიძემ იქ უნდა ითამაშოს, სადაც სიმღერაა საჭირო. მომავალში, აუცილებლად გადავიღებ მიუზიკლს და ვეხუმრები: შენ კინოვარსკვლავობისთვის გამზადებ, მაცალე-მეთქი (იცინის). ჩემი შვილი კი, გადაღებების დროს მეხმარებოდა, გადაღებებზეც დადიოდა, ღამეებსაც ათენებდა და ჩემ გვერდით იდგა.
– ბევრმა არ იცის, რომ ძალიან მოსიყვარულე, მზრუნველი, მეოჯახე და რომანტიკული ქმარი ხარ. თქვი, სახლში ჯდომის დრო არ მაქვსო. ცოლისთვის რომანტიკული დღეების მოწყობას როდის ასწრებ?
– ეს ძალიან ინტიმური საკითხია, მაგრამ ცოლისთვის რომანტიკული საღამოების მოსაწყობად დრო სულ მრჩება. ყველაფერს ვასწრებ – პროდუქტის მოტანასაც, ცოლის ყურადღებასაც, საჭმლის გაკეთებასაც, საკუთარი თავის მოვლასაც, მეგობრების გვერდით დგომასაც და შვილის აღზრდასაც.
– ამდენ ენერგიას საიდან იღებ?
– როცა გულით აკეთებ რამეს, ენერგიას სწორად ანაწილებ, თორემ ხანდახან ისეთი წარმართი ვარ, წყლის დალევაც მეზარება (იცინის). ნინოს ქართული საჭმელები უყვარს, მე და სანდროს – ევროპული. ჰოდა, შევისწავლე, ვამზადებ ვახშამს და ოჯახს ვანებივრებ. როცა ოჯახი მაგიდას მივუსხდებით, ეს ჩემი ჰობიცაა, გართობაც და ურთიერთობაც. სულ ვამბობ, რომ დავბერდები, აღარავის დავჭირდები და სმენას დავკარგავ, ჩემს საკუთარ რესტორანს გავხსნი-მეთქი (იცინის). ასე რომ, თუ პროდიუსერობიდან შეფ-მზარეულობაში გადავინაცვლე, არ გაგიკვირდეთ.
– ფიქრობ, რომ გამართლებული ცხოვრება გაქვს, როგორც მამაკაცს?
– რა თქმა უნდა, მაგრამ ეს არ არის „ფოდნოსით“ მოტანილი გამართლება. ჩემს ცხოვრებაში ადვილად, წინაღობისა და დაბრკოლების გარეშე არაფერი ხდება. სიყვარულშიც გამიმართლა, მაგრამ არც ეს იყო მარტივი – ნინოს ერთი წელი „ვაბამდი“.
– ქუთაისელ, იმერელ ბიჭს, როგორ გაგიჭირდა ქალის „შებმა“?
– ნინოც იმერელია და ხომ იცით, ქუთაისელი ქალები მარტივად არ „იკერებიან“. სანამ ჯადო არ გავუკეთე, ცოლად არ გამომყვა (იცინის). ასე რომ, ჯადომ გაჭრა და დღეს რომ ბედნიერი ოჯახი მაქვს, მისი დამსახურებაა (იცინის). ერთადერთი, შვილი გაჩნდა ადვილად და მისით ბედნიერი ვარ. წარმატების გარეშე ვერ დავიძინებ, მიყვარს, როცა ჩემი შექმნილი პროდუქტი ხალხს მოსწონს. უკან რომ ვიხედები, მაბედნიერებს და ეს ჩემი ცხოვრებაა. ასი მილიონიც რომ მქონდეს, ფეხს ფეხზე ვერ გადავიდებ, ასივეს ეგრევე დავხარჯავ, პროექტებში ჩავდებ და სასწაულებს გავაკეთებ.
скачать dle 11.3