კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№12 რატომ ვერ სწავლობს საკუთარ შეცდომებზე თინათინ მაღალაშვილი და რას აპარებს ის მეუღლეს ნელ-ნელა

ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი

დიზაინერი თინათინ მაღალაშვილი მუდმივად მონაწილეობს სხვადასხვა ქვეყანაში გამართულ მოდის კვირეულებზე. ძირითად შემთხვევებში, მას საპატიო სტუმრის სტატუსით იწვევენ. თინათინი ცოტა ხნის წინ მარბელადან დაბრუნდა, სადაც ძალიან წარმატებული ჩვენება ჰქონდა. მარტის ბოლოს კი ბერლინში მიემგზავრება, სადაც ქართველი დიზაინერებისთვის არტგალერეას რუსა მაკოვსკი ხსნის. შემდეგ კი უზბეკეთში, ქალაქ ბუხარაში აქვს ჩვენება, ხოლო სექტემბერში გრანადას მოდის კვირეულში მიიღებს მონაწილეობას.
– ბოლო პერიოდში განსაკუთრებულად დატვირთული ხარ, დაფრინავ და სხვადასხვა ქვეყანაში გამართულ მოდის კვირეულებზე მონაწილეობ.

თინათინ მაღალაშვილი: ბოლო ორი წლის განმავლობაში ძალიან „ავიწყვიტე“, თუმცა მანამდეც არ ვაკლებდი. ოქტომბრის თვეში ჩვენი მოდის სახლი 10 წლის გახდა. ამ ხნის განმავლობაში, ფაქტობრივად, არასდროს გავჩერებულვარ. ბევრი რამ მაძლევდა სტიმულს. თუნდაც, აქაური მოდის კვირეულის მიერ ჩემი უარყოფა გახდა იმის სტიმული, რომ მოდის კვირეულებზე უცხოეთში წავსულიყავი.
– რას გულისხმობ უარყოფაში?
– ორჯერ მივმართე „თბილისის მოდის კვირეულს“ და ორჯერვე უარი მითხრეს. პირველად – წლების წინ, როცა მოდის სახლი კოსტავაზე მქონდა და მეორე – ორი წლის წინ. დასაბუთებული უარი მომწერეს: თქვენი კოლექცია არ შეესაბამება ჩვენს კრიტერიუმებსო. მაშინ გამეცინა. რადგან ჩემი ელექტრონული ფოსტა, რომ გახსნათ, ძალიან ბევრ მოწვევას ნახავთ სხვადასხვა ქვეყნის მოდის კვირეულებიდან. გარდა ამისა, დიზაინერებმა კარგად იციან, რომ როცა მოდის კვირეულებზე მიდიან, საწევრო გადასახადს იხდიან და მე ბოლო სამი წლის განმავლობაში სადაც ვიყავი, ყველგან საპატიო სტუმრის სტატუსით მიმიწვიეს, ყველანაირ ხარჯს საკუთარ თავზე იღებენ. შეიძლება, მხოლოდ ბილეთის ფული გადავიხადო, ისიც – იშვიათ შემთხვევაში. ერთადერთი გამონაკლისი მხოლოდ „მოსკოვის მერსედეს-ბენცის მოდის კვირეული“ იყო. ახლა მარბელაში, მოდის კვირეულზე რომ ვიყავი, საერთაშორისო დიზაინერის სტატუსი მოგვცეს. აქაური კრიტერიუმები კი, რატომღაც, ვერ დავაკმაყოფილე. ამ თემაზე ასე ხმამაღლა არასდროს მისაუბრია, რადგან არ მიყვარს კონფლიქტური სიტუაციები. უბრალოდ, ჩემამდე მოვიდა ხმა, რომ თითქოს თინათინი არ კადრულობს ქართულ მოდის კვირეულებსო. „მერსედეს-ბენცის“ მოდის კვირეულსაც ორჯერ მივწერე, მაგრამ ორჯერვე იგნორი მივიღე – არც კი მიპასუხეს. ანალოგიური იგნორი გაუკეთეს საქართველოში რამდენიმე დიზაინერს. თუმცა ჩემთვის ასეთი წყენა თუ წიხლი ყოველთვის დიდი სტიმული იყო. უბრალოდ, საკუთარი თავის შეფასება მაინტერესებდა: იქნებ არ არის ჩემში ისეთი რამ, რაც  ქართველი ხალხისთვის საინტერესო იქნება. სიმართლე გითხრათ, დიდი მოდის კვირეულებს შეგნებულად არ ვეკარები, რადგან არ მინდა, ჩემი საქმე ბიზნესად იქცეს. მე თმის ღერიდან ფეხის ფრჩხილამდე ხელოვანი ადამიანი ვარ. როდესაც მქონდა მცდელობა, სამოსი სერიებად შემეკერა, მივხვდი: როგორც ხელოვანი, მოვკვდი.
– სახლში არ გიპროტესტებენ, ამდენს მუშაობ, დაფრინავ და ოჯახში ბევრი ფული არ შემოგაქვსო?
– გამამართლა, რომ ოჯახს ჩემი მეუღლე ინახავს. მეუღლის მხრიდან პროტესტი ჩემს ფრენებს მოჰყვება ხოლმე: დავიღალე შენი გაცილება-ჩამოსვლით, აღარ გაგაცილებო. მარტის ბოლოს ბერლინში მივფრინავ და მომავალ გეგმებს ნელ-ნელა ვაპარებ. შემომთავაზა: იქნება აეროპორტთან ახლოს ერთოთახიანი ბინა გვეყიდა და იქ დარჩენილიყავიო.
– ხშირად რომ არ ხარ სახლში, ამას არ აპროტესტებს?
– ხელოვანი ადამიანია და ფანტასტიკურად ესმის ჩემი. თან, ოჯახში ვინ სად დაფრინავს, ვერ გაიგებ. ჩემი მეუღლეც დაფრინავს ხოლმე გამოფენებზე, მაგრამ ხშირად არა. დიდად არ უყვარს, თბილისში ყოფნა ურჩევნია. სულ ვთავაზობ: თოკა, არ გინდა, გამოფრინდე-მეთქი და მისი რეაქციაა: ახლა თქვენი ჩემოდნები მათრევინეო. არადა, როცა სადმე მივდივართ, საქართველოდანვე გეგმავს, სად უნდა წავიდეთ, რა უნდა ვნახოთ. მე, როგორც ბატი, ისე დავყვები ხოლმე.
– ოჯახში როგორ გაქვთ საქმეები გადანაწილებული?
– ზოგადად, თუ მეორე ნახევარი არ გიწყობს ხელს, რთულია ბალანსის შენარჩუნება. ყოველთვის ბევრს ვმუშაობდი, ოჯახს კი ყურადღება სჭირდებოდა და მე ოჯახს ამდენ ყურადღებას ვერ ვაქცევდი. თუმცა, დღემდე ტელეფონზე ვკიდივარ: სად ხარ, რას აკეთებ... ყოველთვის ვაკონტროლებდი შვილებს. ჩემი მეუღლე სხვა პროფესიის რომ ყოფილიყო, აქამდე სახლიდან ვეყოლებოდი გამოგდებული. შეიძლება, სახლი თავდაყირა იდგეს, ვერ მოასწრო დალაგება ან სურვილი არ გქონდეს, დაღლილი იყო და ამ დროს ჩაიბურტყუნოს: როდის უნდა დალაგდეს ეს სახლიო. ბუნებით არ ვარ ოჯახის ქალი და ძალიან რთულია ჩემთვის. საჭმელს რომ ვაკეთებ, შეიძლება, არც გამოდის გემრიელი, მაგრამ იძულებულები არიან, ჭამონ. ჩემი ბიჭი თავის მეგობარს ეუბნებოდა: ჩვენთან საჭმელი იმიტომ კი არ იჭმევა, რომ ვინმეს შია, უბრალოდ, ვალდებულება გვაქვს დედაჩემის წინაშეო. ეს ერთგვარი დაფასებაა. თავიდან პროტესტი მქონდა: რატომ არ ჭამთ-მეთქი. ახლა უკვე მიეჩვივნენ ჩემს უგემურ საჭმელებს. როდესაც „ტუსოვკებზე“ მეპატიჟებოდნენ, მაშინ ჩემს მეუღლეს ჰქონდა ხოლმე პროტესტი: მთელ დღეს სახლში არ ხარო. ახლა აღარ დავდივარ, შეიძლება, მომბეზრდა კიდეც. მთლიან ოჯახურ ჰარმონიას რამდენიმე წლის წინ მივაღწიეთ. ჩემთვის ბედნიერება სულიერი სიმშვიდეა. მაშინ ვარ მშვიდად, როცა ვიცი, სად არიან ჩემი შვილები, ჯანმრთელები რომ არიან და მე ამ დროს ვმუშაობ. როცა ტელეფონს არ პასუხობენ, აი, მაშინ საშინლად ვნერვიულობ.
– და როცა მეუღლე არ პასუხობს ტელეფონს?
– მეუღლე ჭკვიანია, ვიცი, რამე შარში არ გაეხვევა. ეჭვიანობის მომენტიც არასდროს მქონია. მას ჰქონია, მაგრამ უკვე 20 წელია, ერთად ვცხოვრობთ. კონფლიქტებიც გვქონდა, თვითდამკვიდრების მომენტი, როცა ქალს უნდა, თავისი საქმე ჰქონდეს. თუმცა, როცა პირველი მოდის სახლი გავაკეთე, შემომთავაზა: მოდი, ოჯახური ბიზნესი გავაკეთოთო. მაგრამ, როგორც წესი, საქართველოში ეს საქმე ბიზნესი არ არის. მივხვდი: ჯობია, ჩემმა ქმარმა შეინახოს ოჯახი, ბიზნესი აკეთოს და მე ჩემი მქონდეს, რომ ოჯახი ჩემს ბიზნესზე არ იყოს დამოკიდებული-მეთქი. მაშინ გავყავით ჩვენი ოჯახური ბიზნესი. რა თქმა უნდა, უმტკივნეულოდ. ვუთხარი: ნუ ჩაერევი. გამოვა – გამოვა, არ გამოვა – არ გამოვა. პროფესიონალი მხატვარი ვარ, სამხატვრო აკადემია წითელ დიპლომზე მაქვს დამთავრებული და ოჯახის წევრები ამბობდნენ: უფრო მაგარი მხატვარი ხარ, ვიდრე დიზაინერი. ხატე, ნუ ფლანგავ დროსო. მაგრამ ბოლოს დანებდნენ, მიხვდნენ, რომ დიზაინერიც მაგარი ვარ და მე უფრო მეტად მიყვარს ჩემი საქმე, ვიდრე ოჯახის. მოკლედ ჩემი ქმარიც  დარწმუნდა, რომ მაგარი ვარ – დიდი ხანია, მაღიარა.
– შენ რაში დანებდი?
– არაფერში დავნებებივარ, რადგან ეს ჩემი საქმე არ არის. მთელი ცხოვრება მუდმივად მიწევდა ბრძოლა, ვა-ბანკზე მივდიოდი. თუმცა ჯერ ისე არ დავჭკვიანებულვარ, რომ საკუთარ შეცდომებზე მესწავლა. ვიღაცა შეცდა? შეცდეს, მე ამით არაფერი დამაკლდება. მე ჩემი სიამოვნებისთვის ვაკეთებ იმას, რაც მიკეთებია და ღმერთთან ვარ მართალი. მთავარია, აკეთო შენი საყვარელი საქმე და ბოროტება არასდროს გააკეთო – ეს ქმნის ჰარმონიას.
скачать dle 11.3