№12 ანეკდოტები
ცოლი – ქმარს:
სად წაიღე ჩემი სარბენი ბილიკი?
– გადავაგდე.
– რატომ?
– დავიტანჯე, მაგის დედაც... ყოველდღე ვუყურებ, როგორ გარბიხარ და მაინც სახლში ხარ...
***
ქმარი ფეხაკრეფით შეიპარა საძინებელში, შუქი არ აანთო, ჩუმად გაიხადა და ფრთხილად შეწვა ლოგინში. ცოლს არაფერი უთქვამს. გადავრჩიო, იფიქრა, მაგრამ უცებ მობილურმა „დააკაკუნა“, ტუკ-ტუკო. სახე დაეჭყანა, ხელი მოაფათურა, ტელეფონი აიღო და ტუალეტში გაიპარა.
„ხომ მოგეწონა ჩემთან სექსი, ძვირფასო?“ – ეწერა ესემესში.
„ღვთაებრივი იყავი“, – მისწერა პასუხი, ნაჩქარევად გულიც დაუსტიკერა და საწოლ ოთახში ისევ პარტიზანივით შეიპარა.
– სად გავარდი? – ხანძარივით შემოენთო ცოლის ნამძინარევი, მოთენთილი ხმა...
– ტუალეტში გავედი, – მიუგო დამნაშავის ხმით და გაიტრუნა...
– მერე ჩემს ტელეფონს რაღას მიარბენინებდი?!
***
ერთმა სომეხმა თქვა: შავი დღისთვის იმდენი ფული გადავინახე, დედა როდის მეტირება, ერთი სული მაქვსო...
***
– რომ მეუბნებოდა, ღამე 3-4-ჯერ შემიძლიაო, ჭამაზე ამბობდა თურმე მაი მოსასპობი...
***
მეგობრების საუბარი:
კინოში უბილეთოდ როგორ შედიხარ?
– დაცვა სვანია და „ზადნით“ რომ შევდივარ, ჰგონია, რომ გამოვდივარ.