№12 ბრძნული აზრები
ჩერჩილი: ძლიერები არ უყვართ, რადგან მათი მართვა შეუძლებელია.
რემარკი: მთავარი ის კი არ არის, როგორი ბავშვობა გქონდათ თქვენ, მთავარია, როგორ ბავშვობას აჩუქებთ თქვენს შვილებს.
ფონტენი: მოთმინება და დრო მეტ საქმეს აკეთებს, ვიდრე ძალა და მძვინვარება.
სენეკა: დაინტერესებული იყავი შენი პატივისმცემლების არა რაოდენობით, არამედ ღირსებით: ცუდებისგან დაწუნება ადამიანის საქებარია.
მორავია: ადამიანები ვერასოდეს ამჩნევენ, რას აკეთებთ, ისინი მხოლოდ იმას ხედავენ, რას არ აკეთებთ.
პრესლი: სიმართლე მზეს ჰგავს, შეგიძლია, დაემალო, მაგრამ ის არსად გაქრება.
ჯობსი: უნდა წახვიდე იქით, საითაც ცხოვრება მიდის და არა იქით, სადაც ის ცოტა ხნის წინ იყო.
ვოლტერი: კუჭი ტვინზე ჭკვიანია, მას შეუძლია, უკან დააბრუნოს, რაც არ მოეწონება, ტვინი კი ყველაფერს ყლაპავს.
ბალზაკი: რწმენა არის ყველანაირი ძალადობის უარყოფა.
ჰემინგუეი: ენდე, ვინც გენდობა და არ მოატყუო, ვინც გატყუებს.
ოლქოტი: იყავი სიყვარულის ღირსი და თვითონ მოვა.
თაგორი: ვინც ბევრს ფიქრობს, სიკეთე ვქნაო, დრო აღარ ჰყოფნის კეთილი საქმეებისთვის.
შამფორი: არა დიადი გრძნობების სიმძლავრე, არამედ მათი ხანგრძლივობა ქმნის დიდ ადამიანს.
აინშტაინი: ყველაზე საჭირო მეცნიერება ყოველივე არასაჭიროს დავიწყების მეცნიერებაა.
სტეინბეკი: შენ შეიძლება, გქონდეს ცუდი დღე ან თვეები, მაგრამ არა – ცხოვრება. გაიღიმე!
ნიცშე: მასები ჩემთვის სამი თვალსაზრისით იმსახურებენ ყურადღებას: ჯერ ერთი, როგორც დიდი ადამიანების ბუნდოვანი ასლები, რომლებიც ცუდ ქაღალდზე და ნახმარი ფირფიტიდანაა გადაღებული, მეორე, როგორც დიდი ადამიანების წინააღმდეგ მიმართული ძალა და მესამე, როგორც დიდი ადამიანების იარაღი.
ჰიუგო: იყო კეთილი, არ არის ძნელი. ძნელია, იყო მართალი.
მონტენი: მტრობა, უმეტეს შემთხვევაში, მეგობრობის შედეგია.
როდენი: რეალურად, სიბერე იწყება მაშინ, როდესაც ადამიანს სწავლა აღარ შეუძლია.
შილერი: ძლიერი სიყვარული სიძნელეების გადალახვაში გვეხმარება.