კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№12 როგორ დაიბრუნა 250 ათასი დოლარი ამერიკაში საბჭოთა საპყრობილიდან გაქცეულმა ქართველმა ილუზიონისტმა

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური


მთავარი გმირების ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.
დაპატიმრება
1972 წლის 13 მაისს, კვირა დღეს, რომის მთავარი ცირკი გადაჭედილი იყო – იმართებოდა მოსკოვის ცირკის ბოლო წარმოდგენა, რითაც საბჭოთა არტისტები იტალიურ გასტროლებს ამთავრებდნენ. რეპერტუარის „გვოზდი“ კი ილუზიონისტი, 39 წლის პავლე ერისთავის ფანტასტიკური ფოკუსები იყო, რასაც აღტაცებაში მოჰყავდა იტალიური პუბლიკა. როგორც კი გამოსვლა დაასრულა და მაყურებლის მხურვალე ოვაციებში არენა დატოვა, რათა ბისზე გამოსულიყო და კიდევ ორიოდე ფოკუსი ჩაეტარებინა, კულისებში მას ოთხმა მამაკაცმა მაგრად ჩაავლო ხელი. ის სასწრაფოდ ჩასვეს მანქანაში და საბჭოთა კავშირის საელჩოში მიიყვანეს. გზაში არც ერისთავს ამოუღია ხმა და არც მის დამკავებლებს. ილუზიონისტს მხოლოდ საელჩოს სპეციალურ ოთახში განუცხადეს, რომ ის დაპატიმრებული იყო და ბრალად ედებოდა საზღვარგარეთ დარჩენის მცდელობა, მრავალი წლის განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ჯიბგირობა და უკანონოდ მოპოვებული ქონების სხვადასხვა ბანკში შენახვა. პავლე ერისთავს რომ ბრალდებები გააცნეს, მას სიმწრისგან გაეცინა და თქვა:
– კიბალჩიჩმა ჩამიშვა, ხომ?
საბჭოთა საელჩოს „კაგებეშნიკმა“ მწველი მზერა ესროლა ერისთავს  და მისი კითხვა უპასუხოდ დატოვა.
სუპერჯიბგირი
სარა კიბალჩიჩი, რომელიც პავლე ერისთავმა ახსენა, ცირკის ბუღალტერი იყო და დასს ყველა გასტროლზე თან ახლდა. 36 წლის ქალი პავლეს საყვარელი იყო. წყვილს უცხოეთში დარჩენა ჰქონდა გადაწყვეტილი. წინასწარი შეთანხმებით, საყვარლები სპექტაკლის დასრულების შემდეგ ჩუმად უნდა გაპარულიყვნენ და შვეიცარიაში გადასულიყვნენ. იქ კი ერთ-ერთი ბანკიდან აეღოთ პავლეს მიერ თითქმის ათი წლის განმავლობაში ნაგროვები ფული, რაც ჯამში, 260 ათას ამერიკულ დოლარს შეადგენდა. საქმე კი ის იყო, რომ მას შემდეგ, რაც ერისთავმა საზღვარგარეთულ გასტროლებზე დაიწყო სიარული, ანუ 1962 წლიდან მოყოლებული, ის ევროპის სხვადასხვა ქალაქში ჯიბგირობდა და თანხები ადგილობრივ ბანკებში შეჰქონდა. ეს ბანკები კი შეტანილ თანხებს შვეიცარიის სოლიდურ ბანკში რიცხავდნენ, სადაც ერისთავს ანგარიში ჰქონდა გახსნილი წარმომდგენზე (პიროვნებას მნიშვნელობა არ ჰქონდა. მთავარი იყო, ის 21 წლის ყოფილიყო და ანგარიშის ნომერი, კოდი და თანხის ზუსტი რაოდენობა სცოდნოდა). ეს ინფორმაცია იცოდა სარა კიბალჩიჩმა და 14-ში დილით შვეიცარიაში გაიპარა, ანგარიშიდან 260 ათასი დოლარი მოხსნა და მხოლოდ ამის შემდეგ რომში, საბჭოთა საელჩოში და თქვა, რომ მის (კიბალჩიჩის) სასტუმრროს ნომერში წერილი იყო შენახული და წაეკითხათ. წერილი თავად სარამ დაწერა, სადაც პავლე ერისთავს აბეზღებდა, როგორც ჯიბგირსა და საზღვარგარეთ გაქცევის მსურველ სამშობლოს მოღალატეს. ამით სარა კიბალჩიჩმა თავიდან მოიშორა პავლე, რათა მთელ თანხას დაუფლებოდა და შეასრულა კიდეც თავისი ჩანაფიქრი... უცოლშვილო, უცხოეთზე მეოცნებე, მაღალი კლასის პროფესიონალი და სუპერჯიბგირი კი საბჭოეთში ჩაიყვანეს. სამშობლოს ღალატის (ჯიბგირობაში მას ვერ დაადანაშაულებდნენ) ბრალდებით გაასამართლეს და საგანგებო რეჟიმის შრომა-გასწორების კოლონიაში გაამწესეს, რომელიც ციმბირში, დაბა ნიჟნესიმბირსკაიაში მდებარეობდა. გაციმბირებული პავლე ერისთავი ეტაპით ჩაიყვანეს საპყრობილეში. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ 1 ოქტომბერი იყო, იქ უკვე მუხლამდე თოვლი იდო და თერმომეტრი მინუს 13 გრადუსს უჩვენებდა...
სანდო მეწყვილე
გარდა იმისა, რომ პავლე ერისთავი სუპერილუზიონისტი იყო, ის შესაშური ფიზიკური ძალით, მახვილი გონებითა და მშვენიერი გარეგნობით გამოირჩეოდა. „სვაბოდაზე“ ქალები ბუზებივით ეხვეოდნენ. პავლემ კი სარა არჩია და ისიც მოღალატე აღმოჩნდა. ერისთავმა გრძელი ციმბირული ზამთარი საკმაოდ კარგად გადაიტანა, თუმცა სულაც არ აპირედა ბოლომდე იქ დარჩენას და 1973 წლის 14 მაისს, რომში დაპატიმრებიდან ზუსტად ერთი წლის შემდეგ, ის საპყრობილიდან გაიქცა. თავდაპირველად მას ზონაშივე ეძებდნენ, რადგან ეგონათ, რომ დაიმალა. შემდგომ კი მასზე ძებნა გამოაცხადეს და მთელი ციმბირი ფეხზე დააყენეს. გამოძიებამ ვერ დაადგინა, როგორ მოახერხა პატიმარმა ზონიდან გაუჩინარება და ეს საკითხი ღიად დარჩა. პავლე კი კოლონიის ახალგაზრდა ექიმმა, გალინა ბელოვამ გაიყვანა. გალინა და პავლე ზემო აჭარაში ჩავიდნენ. რამდენიმე თვეში წყვილი არალეგალურად, საცალფეხო ბილიკებით, თურქეთში გადავიდა...
1974 წლის 10 აგვისტოს ლოს-ანჯელესის ერთ-ერთი სასტუმროს ნომერში პავლესა და გალიას ჭერზე პირქვედაკიდებული ჰყავდათ სარა კიბალჩიჩი, რომელსაც გატაცებული ფულის ადგილსამყოფლის დასახელებას სთხოვდნენ. პავლეს ახსოვდა, რომ მათი ერთად ყოფნის დროს კიბალჩიჩი ხშირად ოცნებობდა ლოს-ანჯელესში ცხოვრებაზე და ქალის ძებნას ერისთავი სწორედ იქ შეუდგა და გაუმართლა კიდეც... ერთსაათიანი ზეწოლის შემდეგ, სარამ ფული გამოაჩინა და წყვილს 250 ათასი დოლარი გადასცა, რადგან 10 ათასი დოლარი უკვე დახარჯული ჰქონდა.
– მადლობა მითხარი, შე ძუკნა, ბოზო, რომ ძეხვივით არ განაწევრებ, – ასეთი სიტყვებით გამოემშვიდობა სარას პავლე და გალინასთან ერთად ლოს-ანჯელესიდან გაურკვეველი მიმართულებით გაემგზავრა.
скачать dle 11.3