კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№12 როგორ გავიძლიეროთ მგრძნობიარე ბუნება სახლის პირობებში

ნინო კანდელაკი ნანა წერეთელი

ექსტრასენსი, მაგი, წინასწარმეტყველი – შეუცნობელი სამყაროს მაგისტრები, რომელთა მიმართ დამოკიდებულება არაერთგვაროვიანია, მაგრამ ინტერესმოკლებული ნამდვილად არ ეთქმის. ზოგს სურს, გაიგოს რა ელის მომავალში, რას ფიქრობს მასზე გულისსწორი, ზოგს განკურნება უნდა, ზოგს კი დიაგნოზის დასმაც აკმაყოფილებს... მოკლედ, იდუმალისა და მაგიურისადმი ლტოლვას თითქმის ყველა განიცდის და თქვენ წარმოიდგინეთ, არც იმაზე იტყოდა ბევრი მათგანი უარს, თუ თავადვე შეძლებდა: მიღმისმიერი სამყაროს შეცნობას, სამკურნალო ძალისა და წინასწარმეტყველების უნარის მოპოვებას. მინდა, ისინი დავამშვიდო, ეს შესაძლებელია! როგორ? – სწორედ ამაზე გვიამბობს ჩვენი სტუმარი – ექსტრასენსი, ბატონი დიმიტრი ს.
– ვთქვათ, ერთ  მშვენიერ  დღეს მომინდა, გავხდე ექსტრასენსი, რა უნდა გავაკეთო ამისთვის?
– თუ ნათესაობაში გყავთ ვინმე, მაგიური მონაცემების მქონე, მაშინ გაცილებით იოლი იქნება თქვენთვის ექსტრასენსობა, ვიდრე მათთვის, ვისაც ამის შესწავლა დამოუკიდებლად მოუწევს. თუმცა, ვარჯიში ყველასთვის ხანგრძლივია, მიუხედავად იმისა, მემკვიდრეობით გერგოთ ეს უნარი თუ არა. პრაქტიკის გარეშე, ვერც გამოცდილებას შეიძენთ და ვერც დახელოვნდებით. ამისთვის კი, სახლის პირობებში სისტემატურად უნდა იმეცადინოთ ვარჯიშების განსაზღვრული კურსით. დასაწყისისთვის უბრალო, საბაზისო სავარჯიშებიც საკმარისია, რის შემდეგ უკვე გართულებაც შეიძლება. თუ მტკიცედ გადაწყვიტეთ ექსტრასენსობა, ყველა იმ სიძნელისთვისაც მზად უნდა იყოთ, რასაც მისკენ სავალ გზაზე გადააწყდებით. მზად ხართ, დაეხმაროთ ხალხს და თქვენი მონაცემები მათ საკეთილდღეოდ მიმართოთ? – მაშინ შეგიძლიათ, შეუდგეთ ტრენინგს.
– რა შედის ამ ტრენინგებში?
– უპირველესად, დამწყებმა ექსტრასენსმა აუცილებლად უნდა განავითაროს ექსტრასენსორული ხედვა, რაც დაგანახვებთ იმას, სხვისი თვალისთვის რომ დაფარულია, გაშიფრავთ ნებისმიერ ინფორმაციას, რაც სხვისთვის მიუწვდომელია. ხედვის სავარჯიშოებისთვის საჭიროა, დაელოდოთ ღამეს და შეხვიდეთ დარაბებდაგმანულ სახლში, სადაც სრული წყვდიადია. სიბნელეს რომ თვალს შეაჩვევთ, ოთახში, ნებისმიერ ადგილას, რომელიმე ნივთს მიაშტერდით. თუ ბუნდოვნად მაინც მოახერხეთ სილუეტის გარჩევა, შემდეგ უკვე უნდა წარმოიდგინოთ, რა ფერის, ფორმისა და სიმკვრივისაა – მაგარია თუ რბილი. შეიძლება, მისი გემოც კი წარმოიდგინოთ. მაგრამ, ეს საიდანღაც კი არ უნდა გაიხსენოთ, არამედ ინფორმაცია იმ ენერგეტიკულ ნაკადს უნდა გამოსტაცოთ, ამ ობიექტს რომ გარს ახვევია. დროთა განმავლობაში, როცა ნაცნობ შენობაში უკვე ისწავლით ნივთების აღქმას, შეგიძლიათ, უცნობ გარემოში გადაინაცვლოთ იგივე ტრენინგების გასაგრძელებლად. რა თქმა უნდა, ქუჩაში ღამით ხეტიალს არ გირჩევთ, მაგრამ ნებისმიერი ბნელი ადგილი გამოგადგებათ, თუნდაც: კინოთეატრი სეანსის დროს, მეგობრის ბინა და ასე შემდეგ.
– ხედვას, ალბათ, სმენისა და შესაბამისად, გრძნობათა სხვა ორგანოების განვითარებაც მოჰყვება?..
– რა თქმა უნდა, შემდეგია სმენა – ექსტრასენსისთვის აუცილებელია, გამახვილებული სმენა, რისთვისაც ყური უნდა დაუგდოთ ყველა ბგერას, რაც კი თქვენ გარშემო ისმის. მაგალითად, დაწოლისას იმას კი არ უნდა ეცადოთ, რომ ყველანაირ ხმაურს გამოეთიშოთ, რათა კარგად დაგეძინოთ, არამედ პირიქით, იმ სიხშირეზე უნდა გადაეწყოთ, რაც თქვენამდე აღწევს და აკონტროლეთ ეს ხმები. თქვენთვის ყოველი ბგერა ღირებული ინფორმაციაა. მაგალითად, თუ ქუჩიდან უცხო ადამიანის ხმა შემოგესმათ, შეეცადეთ, იმ ენერგეტიკაზე გადაეწყოთ, ის რომ ასხივებს. ნუ ეცდებით, ლოგიკაზე ააგოთ წარმოსახვა მის გარეგნობასთან დაკავშირებით, ის უნდა შეიგრძნოთ – გამოსახულება კი არ უნდა მოიგონოთ, იმ ინფორმაციით უნდა „გამოძერწოთ“, რაც მისმა ენერგეტიკამ გასცა.
– ვთქვათ და ეს უკვე გამოვიმუშავე, შემდეგ რა ხდება?
– გადადიხართ ყნოსვის განვითარებაზე. ექსტრასენსების მტკიცებით, ყოველი ადამიანის აურასა და ენერგეტიკას ინდივიდუალური სუნი აქვს, ისევე როგორც ნებისმიერ სხეულს. თუ შეძლებთ, რომ ადამიანი აღიქვათ მისი ენერგეტიკული ნაკადიდან მომდინარე სუნით, ეს ბევრ კითხვაზე გაგცემთ პასუხს. ექსტრასენსორული ყნოსვით შეგიძლიათ გამოიცნოთ რა დამოკიდებულებაა კონკრეტულ, ორ ადამიანს შორის; როგორ იცვლებიან ისინი სიტუაციის მიხედვით. ამის გამოსამუშავებლად, შეეცადეთ, თავდაპირველად ნაცნობები დაყნოსოთ, მაგრამ გახსოვდეთ, უნდა შეიგრძნოთ არა სხეულის სუნი, არამედ ენერგეტიკულ ტალღებს „გამოყოლილი სურნელი“. შეიძლება თავიდან ეს ძალიან ძნელი იყოს, მაგრამ უნდა ისწავლოთ სხვის ენერგეტიკულ გამოსხივებაზე გადაწყობა, რომ მისგან ძლიერი ინფორმაციული რესურსი მიიღოთ... ბოლო და ყველაზე მარტივი ექსტრასენსორული უნარების განვითარებაში არის შეხება, რისთვისაც გრძნობის დანარჩენი ორგანოები უნდა გამოთიშოთ. ანუ, აიხვიეთ თვალები, დაიხშეთ ყურები და შეეხეთ რაიმე ნივთს. შეხების შემდეგ უნდა შეძლოთ, აღწეროთ: როგორი ფორმის, ფერისა და სიმკვრივისაა ის... როცა მიაღწევთ, რომ ეს უკვე თქვენთვის მარტივია, შეგიძლიათ, ხალხზეც იმუშაოთ. თვალებ და სმენადახშული ახლა უკვე ადამიანს უნდა შეეხეოთ და ზუსტად შეიგრძნოთ ის აურა, მისი სხეული რომ გახვეულა. ამ ენერგეტიკული სიხშირის „კარნახით“ კი აღწეროთ მისი გარეგნობა. გამოგივიდათ? ახლა უნდა სცადოთ, გამოიცნოთ, კონკრეტულ ორგანოზე თუ არა, სხეულის რომელი ნაწილში აქვს პრობლემა თუ რაღაც დეფექტი. აი, მტკივანი ადგილების გარკვევასაც თუ შეძლებთ, ეს უკვე პირველი ნაბიჯია მკურნალის სტატუსამდე. ივარჯიშეთ ყოველდღიურად, დატვირთვისა და სირთულის თანდათანობითი მატებით... გავა დრო და შრომა დაგიფასდებათ, იდუმალი სამყარო თქვენ თვალწინ დაიწყებს გახსნას და... თანდათან იგრძნობთ, დაინახავთ იმას, რაც სხვებისთვის დაფარულია. თუმცა, მანამდე გზა რთულია – თუ დაუღალავად არ იმუშავებთ საკუთარ თავზე, შეიძლება ის ექსტრასენსორული ნიჭიც კი დაკარგოთ, მემკვიდრეობით რომ გერგოთ. მუდმივად სრულყავით და განავითარეთ თქვენი უნარები და ყველაფერი გამოგივათ. გისურვებთ წარმატებას!
скачать dle 11.3