კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№12 შეკითხვა ასტროლოგს

კითხვა: ჩემი გოგონა დაიბადა 2001 წლის 20 მარტს, დილის 6 საათზე. გთხოვთ, გვითხრათ, რომელ პროფესიაში ექნება წარმატება და პირად ცხოვრებაში ვისთან იპოვის ბედნიერებას?
პასუხი: 
პროფესიებიდან  მისთვის კარგია და მისაღები: საინჟინრო საქმე, სპორტის ფართო სპექტრი, მანქანათმშენებლობა, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა, ტექნიკა-მექანიკის ფართო სპექტრი, ფსიქოთერაპია, ხელოვნების ფართო სპექტრი. პირად ცხოვრებაში კი  მისაღებია ურთიერთობა მერწყულის, კუროს, კირჩხიბის, მორიელისა და თხის რქის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანებთან. არ არის სასურველი ურთიერთობა, მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანთან.
კითხვა: ჩემი ქალიშვილი დაიბადა 1990 წლის 11 ივლისს, საღამოს 8 საათსა და 40 წუთზე. მაინტერესებს, რა არის მისი კარმული მისია, რომელ სფეროში იქნება წარმატებული და რომელი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანთან ექნება ჰარმონიული სასიყვარულო-პარტნიორული ურთიერთობა?
პასუხი:
თქვენი ქალიშვილის კარმულ მისიას უკავშირდება ის, რომ იყოს მეტად ორგანიზებული, დისციპლინირებული, შეუპოვარი, მიზანსწრაფული, მომთმენი, შრომისუნარიანი, ფულის ყაირათიანი მხარჯველი, ამავდროულად, უნდა შეძლოს ორიგინალური თვითგამოხატვა, დაამყაროს უანგარო მეგობრული ურთიერთობები, დაეყრდნოს დიპლომატიას, ინტუიციას, შეძლოს საიდუმლოს დაცვა და შენახვა. ამავდროულად, უნდა იყოს სამშობლოს პატრიოტი, ერთგული ადამიანი, დაამყაროს ჰარმონიული ურთიერთობა ნათესავებთან. სადაც შევა, შეიტანოს სიმშვიდე და სილამაზე და არა დეპრესია და აგრესია. ეს მისი წარმატების მომტანია ცხოვრებაში. სასიყვარულო-პარტნიორულ ურთიერთობაში მისთვის მისაღებია კუროს, კირჩხიბის, ტყუპების, ქალწულის, მორიელისა და თევზების ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები. ფრთხილად იყოს თხის რქებთან, რადგან მათგან მეტი პრობლემაა მოსალოდნელი. წარმატებულ პროფესიებს კი განეკუთვნება: სამეცნიერო-კვლევითი საქმე, საკონსტრუქტორო, საგამომგონებლო საქმიანობა, სოციოლოგია, ავიაციის ბიზნესი ან შემოქმედება, კომპიუტერული პროგრამული სისტემები, აუდიო, მობილური სისტემების ბიზნესი, სცენარისტობა, დრამატურგია, რეჟისურა, საინჟინრო საქმიანობა, საბავშვო ბაღების ბიზნესი, პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, ისტორია, ეთნოგრაფია, პედიატრია, ფსიქოლოგია; ასევე, წარმატება ელის საბანკო, ეკონომიკურ, კომერციულ, სავაჭრო-საფინანსო საქმიანობაში.скачать dle 11.3