კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№12 ექიმის რჩევები

კითხვა: მართალია თუ არა, რომ კვირაში ორი განტვირთვის დღე წონაში დაკლებას უწყობს ხელს (თუნდაც ერთი)?
პასუხი:
თუ ჯანმრთელობის პრობლემები არ გაქვთ, მაშინ პროფილაქტიკისთვისა და ფორმის შესანარჩუნებლად შეგიძლიათ, კვირაში 1-2 განტვირთვის დღე მოიწყოთ (მაგრამ არა ზედიზედ), თუმცა უკონტროლოდ დანარჩენ დღეებშიც არ უნდა იკვებოთ.
კითხვა: უკვე 20 დღეა, კუჭში არ გავსულვარ. რას მირჩევთ?
პასუხი:
მიიღეთ დუფალაკი ან ნებისმიერი საფაღარათო საშუალება. წესით, კუჭ-ნაწლავის მოქმედება მაქსიმუმ დღეში 3-ჯერ და მინიმუმ 2-3 დღეში ერთხელ მაინც უნდა გქონდეთ, დაძაბვისა და ძლიერი გაჭინთვის გარეშე. თუ ეფექტი არ იქნება, გაუვალობის მიზეზის დასადგენად აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
კითხვა: სიმალგელი სამკურნალო საშუალებაა თუ მხოლოდ დამცავი?
პასუხი:
სიმალგელი სამკურნალო საშუალებაა, გააჩნია მაქსიმალური მჟავა მანეიტრალებელი ეფექტი, იცავს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვან გარსს დამაზიანებელი ზემოქმედებისგან. მის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტი – სიმეტიკონი, ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავში გაზების წარმოქმნის შემცირებას. აღმოფხვრის მეტეორიზმის კლინიკურ გამოვლინებებს (ტკივილი, ბოყინი, მუცლის შებერილობის შეგრძნება, ბუყბუყი და სხვა).
კითხვა: ვარ 23 წლის, დაახლოებით 45-47 კილოგრამი და მაინტერესებს, დღის განმავლობაში რა რაოდენობის წყლის მიღებაა რეკომენდებული ჩემი წონისთვის?
პასუხი:
წყალზე მოთხოვნილება დიდწილად დამოკიდებულია კვების ხასიათზე, გარემოს ტემპერატურაზე, ფიზიკურ აქტიურობაზე, საშუალოდ 1 200-1 400 მილილიტრი თქვენთვის საკმარისი მოცულობაა.
კითხვა: არ ვიცი, ვის მივმართო. დენს ვარტყავ ყველაფერს: ნივთებს, სხვა ადამიანს უბრალო შეხებისას, ჭამის დროს ჩანგლის კბილზე შეხებისასაც კი.
პასუხი:
ეს არ არის სამედიცინო პრობლემა, სავარაუდოდ, ტანსაცმელი ხელოვნური ქსოვილის გაცვიათ და მთელი ამ „დარღვევის“ მიზეზიც ეს არის. რეკომენდებულია, ატაროთ ბუნებრივი ქსოვილებისაგან (ბამბა, შალი) დამზადებული ტანსაცმელი.
კითხვა: ორსულობის მე-10 კვირაში ვარ. საშინლად მტკივა სიბრძნის კბილი  – ამოსაღები მაქვს. არაფერი მშველის. როგორ მოვიქცე, ამოღება შეიძლება?
პასუხი:
ზოგადად, როცა კბილის ამოღების აუცილებლობა არის, ქურურგიულ ჩარევას ორსულობის მეორე ტრიმესტრში, 12 კვირის შემდეგ გეგმავენ, რადგან სიბრძნის კბილის ამოღება რთული მანიპულაციაა. თუ მდგომარეობა საშუალებას იძლევა, უმჯობესია, ოპერაცია გადადოთ. თუმცა, თქვენ აუცილებლად უნდა მიმართოთ სტომატოლოგს და ექიმი შესაბამის დახმარებას აღმოგიჩენთ.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი
მაია ნუცუბიძე

скачать dle 11.3