კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№12 რა უნდა ვიცოდეთ კომბოსტოს შესახებ

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

კომბოსტო შეიცავს დიდი რაოდენობით ვიტამინებს. მასში ასევე გვხვდება, ეგრეთ წოდებული, ულცეროზული ვიტამინი, ანუ, წყლულის საწინააღმდეგო ნივთიერება. გარდა ამისა, კომბოსტოს შემადგენლობაში შედის ტარტარონის მჟავა, რომელიც ძალიან ეფექტური საშუალებაა გასუქების თავიდან ასაცილებლად. სიმსუქნისა და კუჭის წყლულის დაავადების დროს რეკომენდებულია უმი კომბოსტოს ჭამა. ხალხურ მედიცინაში კომბოსტოს იყენებენ, როგორც გარეგან საშუალებას კანის სხვადასხვა დაავადების დროს და ასევე, დამწვრობის შემთხვევაში. კომბოსტოს მწნილი სასარგებლოა მათთვის, ვისაც ღრძილების დაავადებები აწუხებს. ასეთ დროს მწნილის წვენი გამოივლეთ პირის ღრუში. ძლიერი კოლიტის, ბუასილისა და სისხლდენის დროს კი კომბოსტოს მწნილი შეუცვლელი საკვებია ორგანიზმისთვის. მისი ჭამა, სასარგებლო და ეფექტურია ღვიძლის დაავადების დროსაც.
ყველა სახის კომბოსტო „დიეტომანების“ ერთ-ერთი მთავარი მოკავშირეა. დაჭრილ ერთ ულუფა კომბოსტოში სულ 7 კალორიაა. მისგან მრავალი კერძის მომზადება შეიძლება. რა თქმა უნდა, ყოველდღე და დღეში სამჯერ კომბოსტოს მიღება არ ღირს, რადგან მასში შემავალი ნივთიერებები იოდის ათვისებას უშლის ხელს. მაგრამ ის აუცილებელია ფარისებრი ჯირკვლის მუშაობისთვის. მისი ჩართვა კვების რაციონში კვირაში რამდენჯერმე შეიძლება.
ყველაზე პოპულარული და ხელმისაწვდომია თეთრი კომბოსტო. მას უმადაც მივირთმევთ, მოშუშულსაც და დამჟავებულსაც, მაგრამ დედები წუხან, რომ კომბოსტო ბავშვებში ხშირად შებერილობას იწვევს. ამიტომაც ბავშვთა კვებაში უპირატესობა ყვავილოვან კომბოსტოს ენიჭება. თუმცა სხვა ბოსტნეულთან ერთად თერმული დამუშავებისას კარგავს შებერილობის გამომწვევ თვისებებს. მეძუძურმა დედამაც კომბოსტოს ყვავილოვანი სახეობა უნდა გამოიყენოს, თან, მცირე რაოდენობით.
ჩვეულებრივი თეთრი და ფერადი თავხვეულა კომბოსტოს შეძენისას ყურადღება მიაქციეთ, რომ თავი იყოს შეკრული, მკვრივი და არ ჰქონდეს ნახეთქი. ფოთლები ნაზი, მთელი, ერთგვაროვანი, ხასხასა შეფერილობის უნდა ჰქონდეს. ღერო არ უნდა იყოს ძალიან მსხვილი, ვინაიდან, სხვა ბოსტნეულისაგან განსხვავებით, ის ყველაზე მეტადაა მიდრეკილი ნიტრატების დაგროვებისაკენ. ამ თვალსაზრისით მას საზამთროც კი ვერ შეედრება. კომბოსტოს, რომელიც მოყვანილია დიდი რაოდენობით სასუქის გამოყენებით, ფოთლები და ღერო ჩვეულებრივთან შედარებით მსხვილი აქვს. თუ ეჭვი გვეპარება მის კეთილხარისხოვნებაში, მოვაშოროთ გარეთა ფოთლები და კომბოსტოს შიგნით არსებული გამსხვილებული ღერო, ვინაიდან ნიტრატების დაგროვება მცენარის ამ ნაწილში ხდება.скачать dle 11.3