კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№12 მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: მაჩუქეს ღვთისმშობლის ხატი. მე წარმოვთქვი ლოცვა და ვაპკურე მას ნაკურთხი წყალი. ითვლება თუ არა ჩემი ხატი ნაკურთხად?
პასუხი:
ხატები მღვდელმსახურის ხელით იკურთხება და თავის წესი აქვს. შესაბამისად, თქვენ მისი კურთხევა არ შეგიძლიათ და ხატიც არ არის ნაკურთხი.
კითხვა: ვარ მორწმუნე. დავდივარ ეკლესიაში. რამდენჯერმე ასეთი რამ შევამჩნიე, რომ ლოცვის დროს ჩემ წინ ტაძარში ხატები ნათდება. რაზე მოასწავებს ეს ხილვა?
პასუხი:
ქრისტიანისთვის ნებისმიერი ხილვა, იქნება ეს ტაძარში თუ მის გარეთ, არ არის სარგო. უნდა შევთხოვოთ უფალს, რომ მსგავსი ხილვებისგან გაგვათავისუფლოს, რადგან შესაძლოა, მივიდეთ ხიბლის მდგომარეობამდე, როდესაც ადამიანი თავს განსაკუთრებულად წარმოაჩენს და ჰგონია, რომ ღმერთმა გახადა ამ სასწაულების ხილვების ღირსი, რადგანაც ის საუკეთესოა. ასეთ დროს ადამიანი ბრკოლდება და ეშმაკი უფრო ადვილად ამარცხებს.
კითხვა: ჩვენს სოფელში ახალი მოძღვარი მოვიდა. ყველა წესს იცავს, გამოცოცხლდა ეკლესიური ცხოვრება – აღასრულებს წირვა-ლოცვას, გვეხმარება, მაგრამ ეკლესიისთვის შესაწირად ფრინველისა და საქონლის დაკვლა აგვიკრძალა. სწორად იქცევა თუ არა ის?
პასუხი:
რა თქმა უნდა, თქვენი სოფლის ტაძრის მოძღვარი მართებულად იქცევა. ის ღირსეული ღვთისმსახურია და შესანიშნავად იცის, რომ უფალი სისხლიან მსხვერპლს არ ითხოვს. უფალს თქვენი გული შესწირეთ, ილოცეთ, იცხოვრეთ ეკლესიურად და ყური უგდეთ თქვენი მოძღვრის რჩევებს.
კითხვა: უნდა ილოცონ თუ არა ოჯახის წევრებმა ერთად? აქვს თუ არა ამას რაიმე დატვირთვა?
პასუხი:
უდიდესი მნიშვნელობა აქვს საერთო საოჯახო ლოცვას. ის ოჯახს კრავს და მის წევრებს სულიერად აერთიანებს. თვითონ უფალმა ბრძანა: „სადაცა იყვნენ ორნი, გინა სამნი შეკრებილ სახელისა ჩემისათვისა, მუნ ვარ მე შორის მათსა“. ამრიგად, ძალიან კარგია, თუ ოჯახში არის ტრადიცია, როდესაც ოჯახის წევრები ხატებთან იკრიბებიან და ერთად ლოცულობენ. საერთო ლოცვის დროს შესაძლოა, ლოცვების კითხვა ოჯახის წევრთა შორის განაწილდეს. ასეთი ოჯახი ძლიერი და უფლისგან დალოცვილია.
კითხვა: როგორი საქციელი შეეფერება ადამიანს მარხვაში?
პასუხი:
მარხვის დროს განეშორეთ ამქვეყნიურ ამაოებას და იფიქრეთ თქვენს ცოდვებზე. უნდა მოემზადოთ გულწრფელი აღსარებისთვის, რაც ცოდვებისგან განგწმენდთ. აღკვეთეთ ცხოველური საკვები და ნუ ეცდებით სამარხვო, მაგრამ ნაირ-ნაირი კერძებით გამოკვებას. ნაკლები იფიქრეთ საკვებზე. იარეთ ტაძარში, დაესწარით წირვა-ლოცვას. იკითხეთ წმიდა სახარება, აკეთეთ ბევრი სიკეთე. დაეხმარეთ მათ, ვისაც თქვენი დახმარება სჭირდება. ახლა დიდმარხვის პერიოდია და ყოველი მორწმუნე ვალდებულია, იმარხულოს და განწმენდილი შეხვდეს უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს.скачать dle 11.3