კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№12 თუ უკეთური საქმეები გაქვს, შენც არ ხარ კეთილი

თუნდაც სწორად და მტკიცედ ხვიდოდე სათნოებათა გზით, არ გადაუხვიო არც მარჯვნივ და არც მარცხნივ, ნუ იფიქრებ, რომ მტერი განგეშორება. ალბათ, გახსოვთ წმიდა იოანე კიბისაღმწერელთან: როდესაც მტერი ხედავს, ბოროტებისაკენ შენი გადაცდენის ყოველგვარი მცდელობა უშედეგოა, ფეხდაფეხ უჩუმრად მოგყვება და გიწყებს შექებას, როგორც ღმერთისთვის ფრიად სათნოს. სწორედ ეს არის მისი უკანასკნელი საცთური. იგი ჩვენზე გავლენის მოხდენას ჩვენივე ზესთმჩენობით, გუნება-განწყობილების ამაღლებითა და თვითკმაყოფილების აღძვრით ახერხებს, ხოლო მათგან წარმოშობა ცუდმედიდობა და ამპარტავნება, რომელთაგან პირველი სრულიად შემუსრავს აღსრულებული საქმის ღირსებას, თუკი საერთოდ გვაქვს რაიმე კეთილი. ხოლო მეორე ღმერთს წინააღმდგომად გაგვხდის. ყურად იღე ეს და ყოველმხრივ განიშორე მტრის ეს პირფერული საცთური. ნუ მისცემ საშუალებას, მიაღწიოს გულამდე, არამედ მყისვე განაგდე, როგორც კი შენს გულისყურს მოსწვდება.
***
დააკვირდი, როგორ მიდიან ჩვენი საქმეები, როგორ იწყებიან ისინი? შეიქმნება გარემოება და მიგიყვანს რაიმე საქმის აღსრულებამდე, სხვა დროს გონებაში მოგვივა აზრი, გავაკეთოთ რაღაც და ვაკეთებთ, მაგრამ გარემოებათა დამთხვევა ჩვენზე არ არის დამოკიდებული და როგორც ჩანს, გონებაში წამოჭრილი აზრიც რომ რაიმე აღვასრულოთ, ჩვენ არ გვეკუთვნის. ამრიგად, აზრის ჩასახვა ანდა აღძვრა თავის ქების მიზეზად არ გამოდგება.
თუკი თავს მოვიწონებთ, მხოლოდ იმით, რომ შეგვეძლო, არ აღგვესრულებინა, მაგრამ აღვასრულეთ. რამეთუ რაგინდ ძლიერი იყოს შინაგანი და გარეგანი იძულება საქმის აღსრულებისთვის, გადაწყვეტილებას იღებს ჩვენი თავისუფალი ნება. მაგრამ გადაწყვეტილება კეთილი საქმის აღსრულებისთვის ყოველთვის როდია კეთილი. კეთილია იგი, როდესაც ამა თუ იმ საქმის აღსრულებაზე ეთანხმება და ემორჩილება ღმრთის ნებას. როგორც კი შეერევა მას რაიმე უცხო, თვითმაამებლური ან კაცთმოთნე, მაშინ გადაწყვეტილების სიკეთე ფერმკრთალდება. სხვა დროს ამ გადაწყვეტილებას ვიღებთ შიშის გამო: რას იტყვიან, თუ არ გავაკეთებთ; ზოგჯერ კმაყოფილების ან რაიმეს გამორჩენის იმედით ამჟამად ან მომავალში, ზოგჯერ კი იმიტომ, რომ სხვაგვარად შეუძლებელია; არ გსურდა, მაგრამ უნდა აღასრულო. ყოველი ამგვარად აღსრულებული საქმე არ მიეკუთვნება კეთილად აღსრულებულ საქმეებს, და თუმცა გარედან კეთილად მოჩანან, მაგრამ შინაგანი ღირსებით ღმრთისა და სინდისის წინაშე შექებას არ იმსახურებენ. განვიხილოთ, რამდენი გვაქვს ასეთი ხასიათის საქმეები? კვლავ მოგვიწევს ვაღიაროთ, რომ ჩვენ მიერ აღსრულებული საქმეთა უმრავლესობა ასეთია.
ამგვარად, ჩვენი კეთილი საქმეები, თუ მათ მკაცრად განვიხილავთ, ნებას არ მოგვცემს, პირი აღვაღოთ თავის საქებრად სხვების წინაშე ან თვით ვიგრძნოთ კმაყოფილება. თუკი, ამასთან ერთად, გავიხსენებთ ჩვენს უკეთურ საქმეებსაც, ფუჭთ, ამაოთ, უსარგებლოთ, მავნეთ, უკანონოთ, ღმრთის საწინააღმდეგოთ, რომლებიც საკმაოდ მოგვეძებნება, მაშინ რა უნდა ვიგრძნოთ? შეიძლება თქვას ვინმემ, აწონე ორივე მხარე და რომელიც გადაწონის, შენც იმის მიხედვით განსაჯე შენი თავი. მაგრამ ეს ხერხი ამ შემთხვევაში უადგილოა. საქმეები გამოდის შიგნიდან. თუკი ისინი უკეთური გაქვს, ეს ნიშნავს, რომ შინაგანადაც არ ხარ კეთილი.
კიდევ ერთს ვიტყვი: ყოველი ხილულად აღსრულებული საქმე, ოჯახში, საზოგადოებაში, სამსახურში, შეადგენს ჩვენს ყოფაქცევას. თუკი მიმოვიხედავთ, არ შეიძლება, არ ვთქვათ, რომ უმეტეს შემთხვევაში ჩვენი ქცევის გამოსწორება შესაძლებელია. მაგრამ ასევე გამოსწორებადია თუ არა ჩვენი შინაგანი, ამის მტკიცება ძნელია. გარშემო მყოფთა თვალებს ძლიერი გავლენა აქვს ჩვენს ზრახვებზე. მოწმეები გვაიძულებენ, არ გამოვავლინოთ ის ცუდი, რაც გულში აღგვეძვრება. თავს ვიკავებთ ცუდის გამოვლინებისაგან და ჩვენი ქცევაც გამოსწორებულია. ისინი რომ არ ყოფილიყვნენ, ჩვენი ქცევა სულ სხვაგვარი იქნებოდა – ის კი ასეთი არცთუ იშვიათად არის, როდესაც დარწმუნებულნი ვართ, რომ უცხო თვალი არ გვიყურებს. ზოგიერთები, გარემოებათა შეცვლისთანავე, თავისუფლად იწყებენ ცხოვრებას. ყველაფერი, რასაც უცხო თვალისაგან მალავენ, ერთბაშად ამოხეთქავს, და აქამდე წესიერი ადამიანი ახლა მემთვრალეეედაც მოგვევლინება, გარყვნილადაც და მპარავადაც. ყველა ეს უკეთური სურვილი ერთბაშად არ შობილა. ისინი არსებობდნენ, მაგრამ გასაქანი არ ჰქონდათ, ამჟამად თავისუფლება ჰპოვეს და გამოვლინდნენ. მაგრამ თუ ეს ყოველივე იყო შიგნით, ადამიანი ყოფილა ასეთი – მემთვრალე, გარყვნილიცა და მპარავიც, მიუხედავად იმისა, რომ გარეგნულად ეს არ ჩანდა.
წმიდა ნიკოდიმოს მთაწმინდელიскачать dle 11.3