კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№12 ასაკს მიღმა

ნინო კანდელაკი ნინო წულუკიძე


ბევრი რამ ნახეს, ბევრ რამეზე თვალი დახუჭეს და მერე გაახილეს. ერთბაშად ახალი ცხოვრება აღმოაჩინეს და საკუთარი მე იპოვეს.
მგრძნობიარენი და გულჩვილები არიან. ზოგჯერ დაუცველებიც. მიამიტები და მიმნდობნი, თითქმის ისევე, როგორც ჭაბუკობისას. დიდი ხანია, დაავიწყდათ თინეიჯერობის ასაკის უხეში რომანტიკა, სილაღე და ენთუზიაზმი, რაციონალური შეუპოვრობაც, ისეთი, მხოლოდ გოგონებს რომ ახასიათებთ.
ცხოვრება ადვილი არ ყოფილა. მაგრამ ისევ სწამთ უკეთესობის, ვინაიდან უარესობა, როგორც წესი, უკვე შეემთხვათ და გადარჩნენ, რომ უკეთესობის თავიდან ერწმუნათ. ისინი იღებენ კიდეც უკეთესს. განჭვრეტის უნარი აქვთ იქ, სადაც სხვები ვერაფერს ამჩნევენ. მათი ხელები საუკეთესოა, მათზე ჩაბღაუჭება კი – დიდი შვება.
ისინი ლამაზები არიან. რადგან საკუთარი თავის სიყვარული ისწავლეს. ახლა ისინი ნებისმიერს შეუყვარდება.  
მათ ახლა უკვე ზუსტად იციან, რომ ყველაზე მთავარი სულაც არ არის ის, რასაც ტელევიზიით აჩვენებენ, ინტერნეტში წერენ, სოციალურ ქსელებში პოსტავენ ან ტრენინგებზე ყვებიან. იციან, რომ ცხოვრებაში ყველაზე მთავარი თავად ცხოვრებაა: მისი გემო, რიტმი, სუნი, თითოეული დღით ტკბობის უნარი. მათ უკვე შეწყვიტეს აქტიური ძიება, რადგან უკვე იპოვეს ის, ვისაც მთელი ამ წლების განმავლობაში ეძებდნენ – საკუთარი თავი და აღმოჩნდა, რომ ასეთი ნამდვილები ძალიან საინტერესონი არიან გარშემო მყოფთათვის – თითქმის ყველასთვის, განსაკუთრებით, ღირსეული მამაკაცებისთვის.
ზრდასრულ – ორმოცი, ორმოცდაათი წლის ასაკში ქალები საშინლად ცნობისმოყვარენი არიან. გარშემო იმდენი საინტერესო რამ არის – ცეკვა, იოგა, ტრენინგები, მოგზაურობა, კულინარია… ისინი ქმნიან ცხოვრებას, საკუთარი ტალანტების აღმოჩენით ტკბებიან, ხატავენ, ძერწავენ, მთებს იპყრობენ და მათ ყველაფერი გამოსდით.
ამ ასაკში ქალები სულაც არ არიან დეიდები.  მოკლე კაბებიც აცვიათ და ჯინსებიც. ბიჟუტერიაც უყვართ, ბებიების ნაქონიდან დაწყებული ინდურით დამთავრებული, ძვირფას სამკაულებს კი ზარდახშაში ყრიან. მათ უკვე აღარ სჭირდებათ იმის დამტკიცება, რომ ბრილიანტებიც აქვთ. მათთვის უკვე მნიშვნელოვანია ის, რაც მართლა მოსწონთ. არ სურთ ინფორმაციის მიღება მოდური ტრენდებისა და ამ სეზონის ჰიტის შესახებ. მთავარია, მათ რა ელამაზებათ.
მათ თითოეული წუთის ფასი იციან, არსად აგვიანებენ, ყველაფერს ასწრებენ, რადგან არსად ეჩქარებათ.
ისინი არ ცდილობენ რაღაცის მიღწევას, ისინი არ იბრძვიან რაღაც მიზნებისთვის და არ ცდილობენ რაღაცის მოპოვებას, ისინი, უბრალოდ, ცხოვრობენ და ზუსტად იციან, ხვალ ყველაფერი გაცილებით საინტერესო იქნება…

ბედნიერი
ურთიერთობის
კანონი

ნამდვილად არსებობს კანონზომიერება, რომელიც ჩვენს ცხოვრებას განსაზღვრავს. ყველაფერი სპონტანურად ნამდვილად არ ხდება.  შემთხვევითობასაც კი რაღაც  განმარტება აქვს. ყურადღებით წაიკითხეთ, ნამდვილად გამოგადგებათ:   
* ფაქტობრივად, ცხოვრებაში ყოველთვის ისეთ ადამიანს მოვიზიდავთ, როგორიც თავად ვართ. თუკი არ მოგვწონს გარემოცვა, ჩავიხედოთ საკუთარ თავში. თუ მიგვაჩნია, რომ ამაში გაგვიმართლა, ეს მხოლოდ იმიტომ რომ, თავად ვართ კარგი. ანუ, თუ  თქვენი მიზანი ღირსეული ადამიანის გვერდით ყოფნაა, გახდით თავად ღირსეული;
* რასაც გავცემთ, იმასვე ვიღებთ. მოექეცით პარტნიორს ისე, როგორც გსურთ, რომ მოგექცნენ;
* სიყვარული სჭირდება ყველას. სიყვარული ნიშნავს მიმღებლობას, ნდობას, ზრუნვას, სინაზეს, იმას, რომ გასცე და აიღო პასუხისმგებლობა. რაც მეტად გამოვავლენთ ამ თვისებებს, ორმაგად დაგვიბრუნდება. მაგრამ შიში, ეჭვიანობა, დამოკიდებულება, მანიპულაცია, კონტროლი, პრეტენზია, საყვედურები ანადგურებენ ურთიერთობას და სიყვარულთანაც საერთო არაფერი აქვთ.
* სიტყვას დიდი ძალა აქვს. სიტყვით შეიძლება, განკურნო ან მოკლა ადამიანი. დაუკვირდით, რას ლაპარაკობთ. შეურაცხყოფა, დაყვედრება გულში აჩენს ჭრილობებს, რომლებიც თითქმის არასდროს ხორცდება. გულნატკენს კი მხოლოდ თბილი სიტყვები, კომპლიმენტები გაამხნევებს. ყველა ადამიანის გულში ცხოვრობს პატარა ბავშვი, რომელსაც ეშინია, რომ სათანადოდ ვერ შეაფასებენ.
* ურთიერთობებში ნდობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. უნდობლობა ერთს აქცევს ეჭვიან, მშფოთვარე,  ცუდის მოლოდინში მყოფ პარტნიორად, ხოლო მეორეს თავს ემოციურ ხაფანგში აგრძნობინებს. ეჭვიანობა შიშია დაბალი თვითშეფასებისა და საკუთარი თავის უსიყვარულობის;
 * იყავით გულახდილი. სიყვარული ჰგავს მცენარეს, რომელიც ან იზრდება, ან ჭკნება და ხმება. ისაუბრეთ ერთმანეთთან თქვენს სურვილებზე, ურთიერთობებზე, გრძნობებზე. მიანიშნეთ პარტნიორს, რომ გიყვართ და აფასებთ;
* გიყვარდეთ, თუ გსურთ, მიიღოთ სიყვარული, უნდა გასცეთ. სიყვარული ჰგავს ბუმერანგს – ის მუდმივად ბრუნდება. თანაც ბრუნდება ათი ათასად. სიყვარულის რეზერვი შეუზღუდავია. ნამდვილი სიყვარული უსაზღვროა და სამაგიეროს არ ითხოვს;
* შეხება სიყვარულის ძლიერი გამოხატვაა და ის ამყარებს ურთიერთობებს. ხშირად შემოეხვიეთ ადამიანს, უბრალოდ ისე, მიზეზის გარეშე, ხშირად ჩაჰკიდეთ ხელი  ერთმანეთს. ამბობენ, რომ შემოხვევისას მცირდება ჰორმონალური სტრესის დონე, ეშვება ნერვიული დაძაბულობა, ემოციური მდგომარეობა. არსებობს ასეთი მოსაზრებაც – თუ ჩვენ ყოვედღიურად არ შემოვეხვევით საყვარელ ადამიანს, ავადმყოფობისთვის ვართ განწირულები;
* თუ ადამიანი გიყვართ, მიეცით მას თავისუფლება. თავად მიიღოს გადაწყვეტილებები, იცხოვროს ისე, როგორც მას სურს და არა ისე, როგორც ჩვენ მიგვაჩნია საჭიროდ. ყველა ჩვენგანს სჭირდება პირადი სივრცე. ადამიანები უნდა იყვნენ თავისუფალი ურთიერთობებში. მართალია, ადვილი არ არის, საყვარელ ადამიანს ყველაფერში მისცე თავისუფლება, თუმცა, ცხოვრებისეული სიბრძნე ამბობს: რაც მეტ თავისუფლებას ვაძლევთ ადამიანს, მით მეტად ახლოს არის ის ჩვენთან.скачать dle 11.3