კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№12 როდის იქცევა ცოლის შეცდომა ბუმერანგად და ვის აზიანებს ეს ყველაზე მეტად

ოჯახში სერიოზული უთანხმოება ხშირად წვრილმანებიდან იწყება. ქალების უმრავლესობა ვერც კი ხვდება, სად და როდის დაუშვა ის შეცდომა, რომელმაც ურთიერთობა ნელ-ნელა დაშალა. არსებობს ბუმერანგის პრინციპი, ანუ, რასაც გაუშვებ უკანვე დაგიბრუნდება. ყველაზე ხშირად ბუმერანგი სწორედ პარტნიორებს შორის „მუშაობს“, თანაც, მიუხედავად იმისა, რომელს მოხვდება, ორივე  ზარალდება.

მარიკა (43 წლის): როგორ მშურს ქალების, რომლებიც ოჯახში ნამდვილი პოლიტიკოსები არიან. რომლებმაც ზუსტად იციან, რა თქვან, როგორ მოიქცნენ, როდის შეუტიონ და როდის დაიხიონ უკან. მე ძალიან სერიოზული შეცდომა დავუშვი. ახლა კი მის გამოსწორებას ვცდილობ, თუმცა ჯერჯერობით უშედეგოდ.
– შეცდომებს ყველა ვუშვებთ. მამკაცები უშეცდომონი არიან?
– საქმეც მაგაშია, რომ არ არიან უშეცდომონი. მაგრამ ისე არ  უნდა მოიქცე, მისი შეცდომები გადაფარო და საბოდიშოდ აქეთ გაიხადო საქმე. ისეთი სიტუაცია მაქვს, ჩემმა ქმარმა რაც უნდა გააფუჭოს, ხმას ვერ ამოვიღებ. იმიტომ კი არა, რომ მიტოვების მეშინია, დაძაბული ურთიერთობა უარესად რომ არ გავართულო. რატომ ვერ გადმოგვაქვს პრაქტიკაში ის, რაც თეორიულდ ვიცით, წაგვიკითხავს და გვსმენია?! როცა ქმარი გვერდით არ მყავს, საკუთარ თავს ველაპარკები და „ვაპროგრამებ“, რომ ყველაფერზე არ უნდა ვეკამათო, არ უნდა ავუხტე, რაღაცები „გავუტარო“, თუმცა ყოველდღიურობაში ვერაფერს ვახერხებ – მაინც წამოვენთები ხოლმე და მერე ვნანობ. ჩემი ქმარი კი ისე შემომხედავს, თავს დამნაშავედ ვგრძნობ. თუ რამეს ვერ იტანს კაცი, პირველ რიგში, ქალის წიკვინს, შენიშვნებსა და წუწუნს.
– ანუ, მარტო ქალმა უნდა იზრუნოს კაცის კომფორტზე და საპასუხო ყურადღება მისგან არ უნდა მოდიოდეს?
– იცით, რას მივხვდი? თურმე ადამიანმა სამაგიერო არ უნდა მოითხოვო. თუ რამეს გააკეთებ, ყველაფერი თავისით გიბრუნდება უკან,  თანაც, იმაზე მალე, ვიდრე წარმოგვიდგენია. ის, რაზეც ახლა ვლაპარაკობ, ეგრევე კი არ მოვიდა ჩემთან – ბევრი შემეშალა და ყველა უკან დამიბრუნდა. შეიძლება, ჩემი ქმარიც დამნაშავე იყო – ამას კი არ გამოვრიცხავ, მაგრამ ამაზე ფიქრი და ამაზე „ჩაციკვლა“  დამღუპველია. მამაკაცები კი საკმაოდ ბოღმიანები არიან.
– ბოღმიანობას სქესი აქვს? ეს ხომ კონკრეტული ადამიანის ხასიათია.
– კი. ბოღმიანი ქალებიც არიან, მაგრამ მე სულ სხვა ბოღმაზე ვლაპარაკობ. ქმრების ფსიქოლოგია უფრო სხვანაირია. დამეთანხმეთ, ერთი და იგივე მამაკაცი თავისუფალ ურთიერთობასა და ქორწინებაში რადიკალურად განსხვავებულად იქცევა. ალბათ, ქალებიც ვიცვლებით. უბრალოდ, კაცების უყურადღებობა, გულგრილობა და სიცივე ჩვენთვის უფრო მტკივნეულია.
– იქნებ მამაკაცისთვისაც მტკივნეულია?
– სწორედ ამაზე მინდოდა საუბარი. როგორც აღმოჩნდა, მტკივნეულია, ოღონდ სხვანაირად. ისინი ამას არ იმჩნევენ. იგროვებენ და ერთ მშვენიერ დღეს გადმოგაფრქვევენ თავზე. როცა გადავწყვიტე ჩემი ქმრის გულგრილობისთვის და  უყურადღებობისთვის იმავეთი მეპასუხა, დარწმუნებული ვიყავი, სასურველი ეფექტი გარანტირებული მექნებოდა.
– სასურველ  ეფექტში რას გულისხმობთ, რას ელოდებოდით?
– მისი მხრიდან გააქტიურებას. ჩემ მიმართ სითბოს გამოხტვას. ბოლოს და ბოლოს, ჩემით დაინტერესებას. მიგდებულივით ვგრძნობდი თავს და ძალიან მინდოდა, შევემჩნიე, ხელახლა აღმოვეჩინე. ისეთი ურთიერთობა გვქონოდა, როგორიც ერთმანეთზე შეყვარებულ ცოლ-ქმარს.
– სანამ დაოჯახდებოდით?
– დიახ. ძალიან ემოციური და მგზნებარე სიყვარული გვქონდა. ვერ ვძლებდით ერთმანეთის გარეშე. არც წარმომედგინა ისეთი დღე, როცა მას ვერ ვნახავდი და ისიც ასე იყო. ვერ გავიგე, ასე რატომ შევიცვალეთ და რა მოხდა ჩვენ შორის. დამღალა გულგრილმა დამოკიდებულებამ. გავისროლე ბუმერანგი იმ იმედით, რომ რაღაცას უკეთესობისკენ  შევცვლიდი, მაგრამ ამ პრინციპმა პრობლემები დამიბრუნა უკან. მთავარი შეცდომა, რომელიც დავუშვი, ის იყო, რომ კაცის მაგივრად ქალურად განვსაჯე.  ის არ მივეცი, რაც უნდოდა. დიახ, კაცები ეგოისტები არიან. დიახ, ისინი მარტო საკუთარ თავზე ფიქრობენ. თუ გვინდა, მათთან კარგი ურთიერთობა გვქონდეს, საკუთარი სურვილები უნდა დავივიწყოთ.  აზრი არა აქვს იმის ლოდინს, რომ დილით ჩვენთვის თაიგულის საყიდლად ჩაირბენენ. თუ გინდათ, რომ ეს გააკეთონ, უნდა სთხოვოთ, დიდხანს უნდა იწუწუნოთ. იტყვით, ამით ყველაფერს ფასი ეკარგებაო. სამწუხაროდ, სხვანაირადაც არ გამოდის. გაეჯიბრებით, გაუფსიხდებით და ეგრევე მიიღებთ საპასუხო აგრესიას. როგორც მე – გაუმჯობესების მაგივრად ისე გავართულე ყველაფერი, ახლა უკვე სერიოზული კრიზისი გვაქვს. ვერცერთი კაცი ვერ ეგუება ოჯახში ზეწოლას.
– ზეწოლაა, ქმრისგან ყურადღებას რომ ითხოვ?
– ისინი ამას ზეწოლად აღიქვამენ. მათი ლოგიკა ასეთია – მე როცა მომინდება, მაშინ მივაქცევ ცოლს ყურადღებას, მაშინ გავუკეთებ სიურპრიზს და  გავახარებო... ოღონდ, რამდენი წელი უნდა ელოდო ამას, არ აკონკრეტებენ. შვიდწლიანი თანაცხოვრების პერიოდში, წლიდან წლამდე  სულ უფრო იზრდებოდა ლოდინის შუალედი... მეც ნერვებმა მიმტყუნა. არ ვიცი, როგორ ახერხებს ზოგიერთი ქალი, რომ ქმარს ყველა სურვილი აარულებინოს. მე ეს არ გამომივიდა. პირიქით, ქმარი ისე გავაბრაზე, რომ ახლა საერთოდ   ზედაც  არ  მიყურებს. კატეგორიულობა  კაცთან, მით უმეტეს, ქმართან,  არ  შეიძლება.
დალი მიქელაძე

скачать dle 11.3