კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№11 რის გამო არ უხაროდა თიკო მოსემღვდლიშვილს გათენება და რატომ არ მოსწონს მას ცოლის სტატუსი

ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი

მომღერლისა და მსახიობის, თიკო მოსემღვდლიშვილის ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა: ის ორსულად არის და სულ მალე მეორე ბიჭის დედა გახდება. გარდა ამისა, წლების შემდეგ თიკო თავის საქმროსთან, ზვიად ლურსმანაშვილთან ერთად ამერიკაში აპირებს საცხოვრებლად გადასვლას. ზვიადმა თიკოს შემოდგომაზე მალიორკაზე სთხოვა ხელი.
თიკო მოსემღვდლიშვილი: ძალიან კარგი სიახლეები მაქვს: ერთი, რომ ბავშვს ველოდები და მეორე – 15 მარტს ამერიკაში მივემგზავრები და ახალ ქვეყანაში ახალ ცხოვრებას ვიწყებ. ძალიან მიხარია, თუმცა ბევრ გეგმას ვერ ვსახავ, რადგან არ მინდა, მერე გული დამწყდეს. ამიტომ გეგმები ჩაკეცილი მაქვს, ნელ-ნელა ამოვშლი, როგორც ამას სიტუაცია მოიტანს. ორსულობაც არ გვქონია დაგეგმილი, არ ველოდებოდით, რადგან წასვლაზე და საბუთების მოგვარებაზე ვიყავით ორიენტირებული. მაგრამ შემოგვეპარა და ძალიან გაგვახარა. უბრალოდ, ჯერ ამერიკაში ჩასვლას, ყველაფრის დალაგებას ვგეგმავდით და შემდეგ ბავშვის გაჩენას. ასე უცბად არ ვაპირებდი.
– როგორი იყო ზვიადის ემოცია?
– პირდაპირ ვუთხარი, სიურპრიზების გარეშე. ძალიან გაუხარდა, ჭკუაზე არ იყო. ერთი სული გვაქვს, ვნახოთ, როგორი იქნება. ორივე ღია ფერებში ვართ და ფიზიკურად ვერ იქნება შავგვრემანი.
– შენი უფროსი შვილის ემოცია როგორი იყო?
– ძალიან გაუხარდა, სულ ამბობდა: ძმა მინდაო. ძალიან მიფრთხილდება, მამასავით დამყვება გვერდით: ეს არ ჭამო, არ დაიღალოო. ჯერჯერობით ვერ მიმყავს და რომ წავალ, მინდა, ძალიან მალე წავიყვანო. მინდა, რომ ერთად გაიზარდონ, თან ტატო მომეხმარება, უკვე ამბობს: ამას გავუკეთებ, იმას გავუკეთებო.
– ალბათ, ძალიან გინდოდა, რომ ეს პერიოდი ზვიადი შენ გვერდით ყოფილიყო.
– სამი თვის განმავლობაში იმდენად საზიზღარი ორსულობა მქონდა, რომ სააბაზანოდან ვერ გამოვდიოდი. ვამბობდი: კიდევ კარგი, ვერ მხედავს-მეთქი. პირველი ორი კვირა კარგად ვიყავი, ვამბობდი: ნეტავ ზვიადის გვერდით ვიყო-მეთქი, მაგრამ მერე საშინელი ტოქსიკოზი დამეწყო. ახლა უკვე გადამიარა, კარგად ვარ. მაშინ გათენება არ მიხაროდა, ვერ ეგუებოდა ჩემი ორგანიზმი ახალ სხეულს. პირველზე ასე არ ვყოფილვარ. 10 წლის შემდეგ სულ სხვა სურათი იყო. იმდენად დავიწყებული მაქვს ყველანაირი შეგრძნება, თითქოს პირველად ვარ ორსულად. რომ გაინძრა, ვფიქრობდი:  ეს ის არის თუ არა-მეთქი. ძალიან სასიამოვნო შეგრძნებები მაქვს. თან ამ ასაკში უკვე ყველაფერი სხვაგვარად გაქვს გააზრებული, სხვანაირად უყურებ. ასაკს დიდი მნიშვნელობა ჰქონია. 10 წლის წინ ბევრ რამეზე არ ვფიქრობდი, ახლა ძალიან ვუფრთხილდები თავს. ზვიადიც ამერიკიდან მეუბნება: ახლა ეს ჭამე, სახლში იყავი, არ გახვიდე, თავს გაუფრთხილდიო.
– ვის ელოდები, ბიჭს თუ გოგონას?
– ბიჭს ველოდებით. სქესს არ ჰქონდა მნიშვნელობა. მე გოგონაც ძალიან მინდა და მომავალში გავაჩენ. ექოსკოპიაზე რომ შევედი, ზვიადს არ ეძინა და მელოდებოდა. ახალი კანონი ყოფილა, სამ თვემდე არ გეუბნებიან სქესს, მითხრეს: ძალიან ჰგავს ბიჭსო და მოკლედ ეს სამი თვე ველოდებოდით ბიჭს. აღმოჩნდა, რომ მართლა ბიჭი იყო. ვფიქრობ, ზვიადი ძალიან კარგი მამა იქნება, თბილი. ჩემთან არა, მაგრამ საზოგადოებაში ცოტა განსხვავებულია, რაღაც აქვს ისეთი, რაც ადამიანს დისტანციას აჭერინებს. მე მეცინება ხოლმე ამაზე: ნეტავ ახლა გნახონ, როგორი ხარ-მეთქი. ჩემს ურთიერთობაში საოცრად თბილია და ბავშვთანაც ასეთი იქნება.
– როგორ გრძნობ საცოლის ამპლუაში თავს?
– ვერ გეტყვი: ცოლის სტატუსი მომწონს ან ცოლს რომ მეძახიან, კარგად და კომფორტულად ვგრძნობ-მეთქი. იმდენად მიუჩვეველი ვარ ცოლქმრულ ურთიერთობას, განსაკუთრებით კი ზვიადთან, რომ  ისეთი მომწონს, როგორც ვიყავით. არ მინდა, ჩვენს ურთიერთობებში ოფიციალური დამოკიდებულებები შემოვიდეს. საინტერესო ურთიერთობა გვქონდა და გვაქვს, ვნახოთ მერე. დიდხანს ერთად არც გვიცხოვრია. ერთი-ორი კვირა ვიყავით ხოლმე ერთად, ბოლოს ერთი თვე და ისეთ უმნიშვნელო რაღაცებზე დავცხებდით ხოლმე ერთმანეთს, რომ მერე გვეცინებოდა: ჩხუბიც რა სასაცილო გვაქვსო. იმდენი რამე გამოვიარეთ, რომ ჩხუბის მერე, ის რეაქცია აღარ გაქვს, რაც წლების წინ გქონდა. ბევრ რამეს ივიწყებ... ადრე გიჟივით ვიყავი: მოვკიდებდი რაღაცას ხელს, ვსიო, მივდიოდი – არ გელაპარაკები-მეთქი... ვინ ვის გადაუხდიდა სამაგიეროს... მერე თავისით დალაგდა ყველაფერი.
– სამაგიეროს გადახდა ვის უფრო შეეძლო?
– ამ მხრივ, ერთმანეთს არ ჩამოვუვარდებოდით. მთავარია, ვინ იყო პირველი დამნაშავე და მერე იწყებოდა „აბაროტები“. 10 წელი ერთად ვართ, ბევრი სირთულე გამოვიარეთ. გვქონდა პერიოდები, როცა ზვიადი ამერიკაში წელიწად-ნახევრით, ერთი წლით იყო წასული და არ გვქონდა ურთიერთობა. წავიდოდა, ჩამოვიდოდა და მერე ისევ თავიდან ვიწყებდით ყველაფერს. ვერ ვიშლებოდით და ბოლოს შევეყარეთ ერთმანეთს. ისე, როცა ადამიანს შორდები, მერე უფრო მეტად იგებ, რამდენად ძვირფასია ის შენთვის. ამ განშორებებმა კარგი შედეგი მოიტანა. რამდენჯერაც შევრიგდით, ორივე ვამბობდით, ყველაფერი გვაქვს, მაგრამ მაინც რაღაც გვაკლია – ბოლომდე რომ არ ხარ ბედნიერიო. ამას რომ აცნობიერებ, მერე უკვე მშვიდდები და აღარ ხარ გიჟი. ჩვენს ცხოვრებაში ბევრი სხვადასხვა ეტაპი იყო, ბევრი რამ დავინახეთ და გავაანალიზეთ.
– ამარიკაში რომ ჩახვალ, დაქორწინებას აპირებთ?
– კი, ხელის მოწერას ვაპირებთ. რომ დალაგდება ყველაფერი, ფორმაში ჩავდგები და მერე ვიფიქრებ დანარჩენზე. ზოგადად დიდად შრომისმოყვარე არ ვარ. ცხოვრება თავისით მაძლევს რაღაცებს, თავში რომ დაგახეთქებს. ასე იყო კონკურსების შემთხვევაშიც. მოდი, ხომ არ ვცადო ბედი-მეთქი, მიდიხარ, აბიჯებ და აბიჯებ. მერე ფილმი გამოჩნდა, მერე – მუსკომედიის თეატრიდან დამირეკეს და ყველაფერი, რაც მინდოდა, რისი მუღამიც მქონდა, ყველაფერი თავისით მოვიდა. ისე მივეჩვიე, რომ ახლა მინდა, თავს ძალა დავატანო და თავადაც შევუწყო ხელი. ცხოვრება ბევრ რამეს მჩუქნის. პირად ცხოვრებაშიც გამიმართლა. დალაგდა ყველაფერი... და აბა, ჩემოდნები უნდა დაიკავო ხელში და... გაოცებული და გაოგნებული ვიყავი.
– ეჭვიანობის მომენტები გქონდათ?
– კი, როგორ არა. „ვოისის“ დროს ერთად ვიყავით და მერე დავიშალეთ. „X ფაქტორის“ დროს წასული იყო, შემდეგ ჩამოვიდა და თავიდან დავიწყეთ ურთიერთობა. ჩვენი უთანხმოების მიზეზი ყოველთვის ეჭვიანობა იყო. ახლა აღარ გვაქვს ეს მომენტი. დრო რომ გადის, ბევრი რამ იცვლება და იმ ემოციებს აღარ განიცდი, რაც წლების წინ გქონდა. უფრო თავდაჯარებული ხარ საკუთარ თავში, გრძნობაში და ურთიერთობაში რამეც რომ მოხდეს, უკვე ტრაგედიად აღარ მიგაჩნია. თან იმდენი რამ გამოვაიარეთ, რომ ეს თემა ნაკლებად გვანერვიულებს. გეგმები უფრო გვაქვს: რა ვქნათ, როგორ ვქნათ. ისე კარგად ვიცნობთ ერთმანეთს, ზუსტად ვიცი, რას ფიქრობს, რა აქვს გეგმაში... რომ გაიცინა, რა გაიფიქრა. ისიც ასეა. თან, ძალიან შეიცვალა. აქამდე მომავალზე არ ფიქრობდა, ახლა უკვე ფიქრობს, გეგმავს. მშვიდად ვარ. ვიცი, სხვანაირად აზროვნებს და ბევრ რამეს გააკეთებს.

скачать dle 11.3