კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№11 შეაჩერეთ სასიამოვნო წუთები HERMES-ის ახალი არომატით – Un Jardin Sur La Lagune

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

არსებობს არომატები, რომელიც ადამიანის ამოცნობაში გვეხმარება, მის ინდივიდუალიზმს და გემოვნებას უსვამს ხაზს. სწორედ ასეთია, HERMES-ის სუნამო Un Jardin Sur La Lagune-ის ახალი არომატი, რომელსაც პარფიუმერიულ მაღაზიათა ქსელი „ისი-პარი“, თავის ერთგულ მომხმარებელს, საგაზაფხულოდ სთავაზობს. აქვე შეგახსენებთ რომ, „ისი-პარი“  HERMES-ის პარფიუმერიის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში.

ახალი არომატის პრეზენტაცია, სუნამოს კონცეფციიდან გამომდინარე, „ისი-პარის“ კრეატიულმა გუნდმა Gafe Verde-ის ულამაზეს ტერასაზე გამართა, სადაც მედიის წარმომადგენლები შეკრიბა და სასიამოვნო მუსიკისა და ულამაზეს, გამწვანებულ ადგილას, „ჰერმესის“ სუნამოს Un Jardin Sur La Lagune-ის გაჯერებული არომატით, საუცხოო და საგაზაფხულო გარემოში ამოგზაურა.
HERMES-ის სუნამოს ბაღების სურნელებათა სერია 2003 წლიდან იღებს სათავეს და თოთოეული არომატი ქვეცნობიერად გამოგზაურებს იმ საოცარ ადგილებში, სადაც პარფიუმერი შთაბეჭდილების ქვეშ იყო – „მე, შევქმენი სუნამო, ბაღზე მოგონებებით,
ფიქრით ხეებსა და ყვავილებზე, ბუნებაზე, რომელიც  მასში გრძელდება“, – ამბობს „ჰერმესის“ პარფიუმერი Christine Nagel. ასე შეიქმნა 5 ექსკლუზიური სუნამოს შემდეგ რიგით მეექვსე, განსაკუთრებული არომატი Un Jardin Sur La Lagune. მის ფლაკონში შემონახულია ემოცია, რომელსაც ადამიანის სასიამოვნო წუთების შეჩერება შეუძლია. ის სადა და გამჭვირვალეა, რომლითაც Hermes-ის Jardin-ის ხაზი გამოირჩევა.
ხატია შამუგია („ისი-პარის“ მარკეტინგისა და პიარის ხელმძღვანელი): Hermes – ეს არის ძალიან მაღალი დონის ბრენდი, რომელსაც თავისი ისტორია აქვს. Un Jardin Sur La Lagune-ის ხაზიდან მეექვსე არომატი გადმოსცემს „ჰერმესის“ ექსკლუზიური პარფიუმერის Christine Nagel-ის მოგზაურობას ვენეციის ბაღში, სადაც როგორც თავად აღნიშნავს, დრო ჩერდება და სიცოცხლე ყვავის.
ასე რომ, თუ გსურთ თქვენი ცხოვრების სასიამოვნო წუთები შეაჩეროთ, გაზაფხულს განსაკუთრებული არომატითა და განწყობით  შეხვდეთ, HERMES-ის ახალი სუნამო, სახელწოდებით Un Jardin Sur La Lagune ნამდვილად თქვენთვისაა შექმნილი და მას მხოლოდ „ისი-პარის“ მაღაზიათა ქსელში შეიძენთ.
скачать dle 11.3